თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2016, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2043,
კომენტარები: 11
იბრაჰიმოვიჩი მხითარიანის გოლით მოხარულია
შვედი ფორვარდი "ზარიასთან" მატჩის პირველი გოლით გაკვირვებულია.
იბრაჰიმოვიჩი მხითარიანის გოლით მოხარულია
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა თავისი თანაგუნდელის, ჰენრიხ მხითარიანის მისამართით, რომელმაც "ზარიასთან" მატჩში ანგარიში შესანიშნავი სტილში გახსნა.

48-ე წუთზე მხითარიანის აჩქარება უკრაინული კლუბის მცველებისთვის შეუჩერებელი აღმოჩნდა და სომეხმა თავისი პირველი გოლი გაიტანა "იუნაიტედის" რიგებში.

მატჩის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას იბრაჰიმოვიჩმა ამ გოლს "საოცარი" უწოდა.

"პირველი გოლი გასაოცარი იყო. ჰენრიხმა სწრაფად ითამაშა და მთელი გავლილი მანძილის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს, მცველებს კი დროულად გაუტარა ფეხებს შორის... მშვენიერი იყო! გოლის გატანით თამაში მოკლა და დღეს დიდებული საქმე გააკეთა. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დიდებული ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ასეც გააგრძელებს; ვიცი, რომ ასე იქნება. მის გამო სუპერ ბედნიერი ვარ.

ადვილი მატჩი არ იყო. მოედანი უკეთესის სურვილს ტოვებდა და ძალიან ციოდა, მაგრამ ეს გასამართლებელი მიზეზი არ არის. ჩვენ მაინც გავაკეთეთ ჩვენი საქმე და ბევრი ვიშრომეთ; რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ ბევრი ვიშრომეთ. ბოლოს საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ",
- განაცხადა შვედმა.

რაც შეეხება თავის გოლს, იბრაჰიმოვიჩმა იხუმრა: "კარისკენ რომ მივიწევდი, ვფიქრობდი, გოლის გატანა გამათბობდა! ბევრი დრო მქონდა და ბურთის კონტროლზე მოვახდინე ფოკუსირება, რადგან არ მინდოდა ამხტარიყო მოედნის სიცუდის გამო. როცა საკმარისად ახლოს ვიყავი, უბრალოდ კარში მოვათავსე.

მომდევნო მატჩამდე დასვენებისთვის დიდი დრო არ მოგვეცემა. ფორმა მაქსიმალურად კარგად უნდა აღვიდგინოთ და კვირის მატჩისთვის სამუშაოს დავუბრუნდეთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
9 დეკემბერი 2016 11:34
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მაგარი გვყავხარ ზლატან love
1
№2
ავტორი: ikeoni
9 დეკემბერი 2016 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Dzalian magarii sheagdo ❤️
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
9 დეკემბერი 2016 11:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მიკი კლასია
1
№4
ავტორი: mogeba
9 დეკემბერი 2016 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
cavatanem.mxitoooooooo
1
№5
ავტორი: tyeshela1
9 დეკემბერი 2016 12:50
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ძაან ბევრს მაზავს იბრა და ძაან ნელია. წესიერი ფორვარდი რო გვყავდეს დარწმუნებული ვარ უკეთესი შედეგი გვექნებოდა. აი მაგალითად ვან პერსი. ოღო. ის 2012 ტიტული რო მარტომ მოიგო. ეგეთ ფორმაში მყოფი რომელიმე ცენტრ ფორვარდი გვჭირდება მოკლედ
0
№6
ავტორი: SirAlexFerg
9 დეკემბერი 2016 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
ციტატა: tyeshela1
ძაან ბევრს მაზავს იბრა და ძაან ნელია. წესიერი ფორვარდი რო გვყავდეს დარწმუნებული ვარ უკეთესი შედეგი გვექნებოდა. აი მაგალითად ვან პერსი. ოღო. ის 2012 ტიტული რო მარტომ მოიგო. ეგეთ ფორმაში მყოფი რომელიმე ცენტრ ფორვარდი გვჭირდება მოკლედ

griezmanni aubameyangi an lukaku am samidan ert-erti uechveli unda daitrion zafxulshi 1000%-it
0
№7
ავტორი: gache1991
9 დეკემბერი 2016 13:42
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
dzaalian kargi.zedized meotxe tamashi da uvelgan sauketesod dasaxelda mgoni..aucileblad unda iyos sastavshi magram mata rato amoagdo formidan am kacma ver vxvdebi..ori turi dasva da gacherda..totenhemtan unda iyvnen orive runi tu itamashebs ereras magivrad daayenos sastavshi:)) aba win mec gavaketeb eg rasac aketebs( aketebs imas ro burts ver uswrebs)
1
№8
ავტორი: dybbuk
9 დეკემბერი 2016 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ციტატა: tyeshela1
ძაან ბევრს მაზავს იბრა და ძაან ნელია. წესიერი ფორვარდი რო გვყავდეს დარწმუნებული ვარ უკეთესი შედეგი გვექნებოდა. აი მაგალითად ვან პერსი. ოღო. ის 2012 ტიტული რო მარტომ მოიგო. ეგეთ ფორმაში მყოფი რომელიმე ცენტრ ფორვარდი გვჭირდება მოკლედ

დაბრერდა ძმა დაბერდა, ეგრე 2012 იბრაც ანგრევდა ყველაფერს და ეხა პერსის ცალი ფეხით ჯობია ისე როგორც უფროსია მასზე, თორე გუნდს რო ზაფხულში დონე ფორვარდი ჭირდება მაგაზე 2 აზრი არაა
1
№9
ავტორი: - ReDevil
9 დეკემბერი 2016 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ცხოველა ხარ იბრაა love რაც შეეხება მათ გოლებს ორივე ძაან მაღალი კლასით შესრულდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Look This Legend
№10
ავტორი: gela-manutd
9 დეკემბერი 2016 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: SirAlexFerg
ციტატა: tyeshela1
ძაან ბევრს მაზავს იბრა და ძაან ნელია. წესიერი ფორვარდი რო გვყავდეს დარწმუნებული ვარ უკეთესი შედეგი გვექნებოდა. აი მაგალითად ვან პერსი. ოღო. ის 2012 ტიტული რო მარტომ მოიგო. ეგეთ ფორმაში მყოფი რომელიმე ცენტრ ფორვარდი გვჭირდება მოკლედ

griezmanni aubameyangi an lukaku am samidan ert-erti uechveli unda daitrion zafxulshi 1000%-it

პერსიკა კიდე გაქაჩავდა ერთი ორი წელი ვან გაალის დედას რო ცენზურა ოერსიკას და რაფაელის გაშვების გამო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top