თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2016, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2046,
კომენტარები: 11
იბრაჰიმოვიჩი მხითარიანის გოლით მოხარულია
შვედი ფორვარდი "ზარიასთან" მატჩის პირველი გოლით გაკვირვებულია.
იბრაჰიმოვიჩი მხითარიანის გოლით მოხარულია
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა თავისი თანაგუნდელის, ჰენრიხ მხითარიანის მისამართით, რომელმაც "ზარიასთან" მატჩში ანგარიში შესანიშნავი სტილში გახსნა.

48-ე წუთზე მხითარიანის აჩქარება უკრაინული კლუბის მცველებისთვის შეუჩერებელი აღმოჩნდა და სომეხმა თავისი პირველი გოლი გაიტანა "იუნაიტედის" რიგებში.

მატჩის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას იბრაჰიმოვიჩმა ამ გოლს "საოცარი" უწოდა.

"პირველი გოლი გასაოცარი იყო. ჰენრიხმა სწრაფად ითამაშა და მთელი გავლილი მანძილის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს, მცველებს კი დროულად გაუტარა ფეხებს შორის... მშვენიერი იყო! გოლის გატანით თამაში მოკლა და დღეს დიდებული საქმე გააკეთა. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დიდებული ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ასეც გააგრძელებს; ვიცი, რომ ასე იქნება. მის გამო სუპერ ბედნიერი ვარ.

ადვილი მატჩი არ იყო. მოედანი უკეთესის სურვილს ტოვებდა და ძალიან ციოდა, მაგრამ ეს გასამართლებელი მიზეზი არ არის. ჩვენ მაინც გავაკეთეთ ჩვენი საქმე და ბევრი ვიშრომეთ; რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ ბევრი ვიშრომეთ. ბოლოს საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ",
- განაცხადა შვედმა.

რაც შეეხება თავის გოლს, იბრაჰიმოვიჩმა იხუმრა: "კარისკენ რომ მივიწევდი, ვფიქრობდი, გოლის გატანა გამათბობდა! ბევრი დრო მქონდა და ბურთის კონტროლზე მოვახდინე ფოკუსირება, რადგან არ მინდოდა ამხტარიყო მოედნის სიცუდის გამო. როცა საკმარისად ახლოს ვიყავი, უბრალოდ კარში მოვათავსე.

მომდევნო მატჩამდე დასვენებისთვის დიდი დრო არ მოგვეცემა. ფორმა მაქსიმალურად კარგად უნდა აღვიდგინოთ და კვირის მატჩისთვის სამუშაოს დავუბრუნდეთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
9 დეკემბერი 2016 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mxitooo mgeliaa da ibraaze laparaki ar minda saertod ubralod mefea
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top