თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2016, 09:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 12
მოურინიოს ვერდიქტი "ზარიასთან" მატჩზე
ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის შეხვედრის მოგებაზე ისაუბრა.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიო მოხარული გახლდათ "ზარიასთან" მისი გუნდის გამარჯვებით და დომინირებადი ფეხბურთის თამაშით.

ანგარიში ჰენრიხ მხითარიანმა შესანიშნავი ინდივიდუალური მოქმედების ხარჯზე გახსნა, რასაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეხვედრის მიწურულს მეორე გოლი დაურთო და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

კომპენსირება

"დღეს საღამოს კარგად ვითამაშეთ. ერთია ცუდად თამაში და ცუდი შედეგის მიღება, რაც თავდაჯერებულობას ბოლოს უღებს და უფრო გირთულდება ამასთან გამკლავება. როცა კარგად თამაშობ, შედეგი თავისით მოდის. რეალობა ის არის, რომ ბოლო კვირებში ვერავინ გვაჯობა, თუმცაღა გულდასაწყვეტი შედეგები გვქონდა. მოთამაშეთა ჭკუა თამაშობს როლს."

ყოველთვის კონტროლირებადი თამაში

"ბურთი ჩვენ გვქონდა, ჩვენ ვაკონტროლებდით, ისინი თავს კარგად იცავდნენ, რამდენიმე საშუალება მიეცათ კონტრშეტევისა და საჯარიმო დარტყმისათვის, მაგრამ ჩვენ ვდომინირებდით და თუ ციფრებს შეხედავთ, სწორედ ჩვენი მოსაგები იყო ეს თამაშო. თუმცა, დიახ, საკმაოდ რთული მატჩი გვქონდა."

რთული პირობები

"დღეს უკეთესი მოედანი იყო, ვიდრე გუშინ და ფეხბურთის სათამაშოდ გამოდგებოდა, ვაფასებთ იმ ღვაწლს, რაც "ზარიამ" და "ჩერნომორეცმა" ერთად გასწიეს კარგი სათამაშო მოედნის მისაღებად. ამ ცივ ამინდში სასწაული არ მოხდებოდა, ასე რომ, ამ ღვაწლს ვაფასებთ."

შექება "ზარიას"

"სიმართლე გითხრათ, მწვრთნელი ძალიან ყოჩაღია, რადგან მისი გუნდი ორგანიზებულად და გუნდურად თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მატჩი არ მოუგია. ძალიან რთული ჯგუფი იყო, სადაც სამი კარგი გუნდი ასპარეზობდა და მათ სამივე მათგანს გაუწიეს წინააღმდეგობა. მე ჩემი საშინაო დავალება შევასრულე და მათი ფეხბურთელების უნარები შევისწავლე, რის საფუძველზეც გასაგები ხდება, რატომ იკავებენ უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილს. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე ითამაშებენ და უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებენ და ასევე ვუსურვებ, რომ შემდეგში თავიანთ ნამდვილ საშინაო სტადიონზე ითამაშონ, მიუხედავად იმისა, რომ ესეც მშვენიერი სტადიონია."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2016 09:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როცა კარგად თამაშობ, შედეგი თავისით მოდის. რეალობა ის არის, რომ ბოლო კვირებში ვერავინ გვაჯობა, თუმცაღა გულდასაწყვეტი შედეგები გვქონდა. მოთამაშეთა ჭკუა თამაშობს როლს."


მარუან? derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ikeoni
9 დეკემბერი 2016 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Neta vis shegxvdeba yvelaze Magrad eg mainteresebs
0
№3
ავტორი: DRJBECKHAM
9 დეკემბერი 2016 10:12
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
გუშინ გამოჩნდა რო ფლანგის მცველების აქტიურობის გარეშე ძნელია შეტევის ორგანიზება , ამას ემატება ერერას და რუნის გუნდში ყოფნა რმელიც ძირითადად უკან აკეთებენ პასებს და შეტევას იშვიათად ანვითარებენ. იმეიდია შუ მოვა ფორმაშI თუარადა ზაფხულში საინტერესო ტრანსფერები გვექნება, მოურინიოს ეგ არ ეშლება
0
№4
ავტორი: kOsTiA
9 დეკემბერი 2016 10:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ციტატა: DRJBECKHAM
გუშინ გამოჩნდა რო ფლანგის მცველების აქტიურობის გარეშე ძნელია შეტევის ორგანიზება , ამას ემატება ერერას და რუნის გუნდში ყოფნა რმელიც ძირითადად უკან აკეთებენ პასებს და შეტევას იშვიათად ანვითარებენ. იმეიდია შუ მოვა ფორმაშI თუარადა ზაფხულში საინტერესო ტრანსფერები გვექნება, მოურინიოს ეგ არ ეშლება

უკან პასები იანგის მოგონილია . შემაძულა მარჯვენა ფლანგი .
0
№5
ავტორი: DRJBECKHAM
9 დეკემბერი 2016 11:12
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: kOsTiA
ციტატა: DRJBECKHAM
გუშინ გამოჩნდა რო ფლანგის მცველების აქტიურობის გარეშე ძნელია შეტევის ორგანიზება , ამას ემატება ერერას და რუნის გუნდში ყოფნა რმელიც ძირითადად უკან აკეთებენ პასებს და შეტევას იშვიათად ანვითარებენ. იმეიდია შუ მოვა ფორმაშI თუარადა ზაფხულში საინტერესო ტრანსფერები გვექნება, მოურინიოს ეგ არ ეშლება

უკან პასები იანგის მოგონილია . შემაძულა მარჯვენა ფლანგი .

მარჯვენა ფლანგზე ზოგადად კრიზისია, არ არის ისეთი არჩევანი როგორიც მარცხენაზე. იდეალური ვარიანტი ალბათ ფაბინიო და კაილ ვოლკერია. ფაბინიოზე აქტიურად იწერება დიდი ხანია მაგრამ მაინც ვოლკერი ჯობია, გამოცდილია და ეგ ძალიან დიდი პლიუსია .
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
9 დეკემბერი 2016 11:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტოტენჰემთან რას იზამენ ახლა ეგაა მთავარი
0
№7
ავტორი: gache1991
9 დეკემბერი 2016 13:37
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
fabinio meore welia marjvena mcvelad ar utamashia..valkers ar gayidis totenhemi da saertod ar vtvli ro rame gansakutrebulia.val nsias ertaderti dartyma ro aq magit jobia..valensia ukonkurentoa chventan.da ara mxolod chventan zustad vici dzaan bevr gunds gamoadgeboda
1
№8
ავტორი: bziki
9 დეკემბერი 2016 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ერერა სულ უკან პასს აკეთებსო ბევრმა დაწერა, წინა სეზონებში სადაც შედარებით ნაკლებ უკან პასს აკეთებდა სხვა პოზიცია ქონდა და მიტომ, სუფთა შამშლელად ათამაშებს მცველების წინ, სინვრცეებს ზღუდავს, ჩაჭრაზე თამაშობს. რას ელით რო კერიკივით დაალაგებს თამაშს? ნუ ეგ დონე არაა.
მაგრამ რა არჩევანიცის არის მაგ პოზიციაზე ყველას ჯობია ნუ თუ არის საერთოდ არჩევანი

მარტო უკან პასებს რო უკონტროლებთ დააკვირდით რამხელა შავ სამუშაოს ეწევა გასაგებია რო კარგი იქნებოდა უკეთესი პასის კულტურა და აზროვნება ქონდეს მარა რაცაა ეგაა
0
№9
ავტორი: - ReDevil
9 დეკემბერი 2016 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
იმედია ტოტენჰემს კარგ თამაშს ვუჩვენებთ და მოვუგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Look This Legend
№10
ავტორი: levionok
9 დეკემბერი 2016 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: bziki
ერერა სულ უკან პასს აკეთებსო ბევრმა დაწერა, წინა სეზონებში სადაც შედარებით ნაკლებ უკან პასს აკეთებდა სხვა პოზიცია ქონდა და მიტომ, სუფთა შამშლელად ათამაშებს მცველების წინ, სინვრცეებს ზღუდავს, ჩაჭრაზე თამაშობს. რას ელით რო კერიკივით დაალაგებს თამაშს? ნუ ეგ დონე არაა.
მაგრამ რა არჩევანიცის არის მაგ პოზიციაზე ყველას ჯობია ნუ თუ არის საერთოდ არჩევანი

მარტო უკან პასებს რო უკონტროლებთ დააკვირდით რამხელა შავ სამუშაოს ეწევა გასაგებია რო კარგი იქნებოდა უკეთესი პასის კულტურა და აზროვნება ქონდეს მარა რაცაა ეგაა
ძმა ეს მანჩესტერია,რატომ მოგწონდა მანჩესტერის თამაში?მე გეტყვი, მწვავე სულ შეტევაზე მოფიქრალი გუნდი იყო,კი ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს არ უნდა დავუკარგოთ,როგორც მეტოქუს შეტევებს აჩერებს ისე ჩვენსას ეს კანონია ბურთის მიღების მომენტში პირველ რიგში წინ იყირები მერე უკან თუ წინ ვარიანტი არ არის,ამით განსხვავდებიან კლასნი ფეხბურთელები კარგი ფეხბურთელებისგან ეს არის და ეს,სხვა გუნდის შავი სამუშაოს შემსრულებლები ჯობიან ერერას ეს ფაქტია ხოლო დგევანდელ არჩევანში რაც მანჩესტერშია ის ყველას ჯობია თუმცა ერთ-ერთი პრობლემა ეგეც გვაქვს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top