თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2016, 09:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2366,
კომენტარები: 12
მოურინიოს ვერდიქტი "ზარიასთან" მატჩზე
ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის შეხვედრის მოგებაზე ისაუბრა.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიო მოხარული გახლდათ "ზარიასთან" მისი გუნდის გამარჯვებით და დომინირებადი ფეხბურთის თამაშით.

ანგარიში ჰენრიხ მხითარიანმა შესანიშნავი ინდივიდუალური მოქმედების ხარჯზე გახსნა, რასაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეხვედრის მიწურულს მეორე გოლი დაურთო და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

კომპენსირება

"დღეს საღამოს კარგად ვითამაშეთ. ერთია ცუდად თამაში და ცუდი შედეგის მიღება, რაც თავდაჯერებულობას ბოლოს უღებს და უფრო გირთულდება ამასთან გამკლავება. როცა კარგად თამაშობ, შედეგი თავისით მოდის. რეალობა ის არის, რომ ბოლო კვირებში ვერავინ გვაჯობა, თუმცაღა გულდასაწყვეტი შედეგები გვქონდა. მოთამაშეთა ჭკუა თამაშობს როლს."

ყოველთვის კონტროლირებადი თამაში

"ბურთი ჩვენ გვქონდა, ჩვენ ვაკონტროლებდით, ისინი თავს კარგად იცავდნენ, რამდენიმე საშუალება მიეცათ კონტრშეტევისა და საჯარიმო დარტყმისათვის, მაგრამ ჩვენ ვდომინირებდით და თუ ციფრებს შეხედავთ, სწორედ ჩვენი მოსაგები იყო ეს თამაშო. თუმცა, დიახ, საკმაოდ რთული მატჩი გვქონდა."

რთული პირობები

"დღეს უკეთესი მოედანი იყო, ვიდრე გუშინ და ფეხბურთის სათამაშოდ გამოდგებოდა, ვაფასებთ იმ ღვაწლს, რაც "ზარიამ" და "ჩერნომორეცმა" ერთად გასწიეს კარგი სათამაშო მოედნის მისაღებად. ამ ცივ ამინდში სასწაული არ მოხდებოდა, ასე რომ, ამ ღვაწლს ვაფასებთ."

შექება "ზარიას"

"სიმართლე გითხრათ, მწვრთნელი ძალიან ყოჩაღია, რადგან მისი გუნდი ორგანიზებულად და გუნდურად თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მატჩი არ მოუგია. ძალიან რთული ჯგუფი იყო, სადაც სამი კარგი გუნდი ასპარეზობდა და მათ სამივე მათგანს გაუწიეს წინააღმდეგობა. მე ჩემი საშინაო დავალება შევასრულე და მათი ფეხბურთელების უნარები შევისწავლე, რის საფუძველზეც გასაგები ხდება, რატომ იკავებენ უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილს. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე ითამაშებენ და უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებენ და ასევე ვუსურვებ, რომ შემდეგში თავიანთ ნამდვილ საშინაო სტადიონზე ითამაშონ, მიუხედავად იმისა, რომ ესეც მშვენიერი სტადიონია."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
9 დეკემბერი 2016 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იანვრიდან უნდა დაიცყოს გუნდის ცმენდა
0
№12
ავტორი: stepno
9 დეკემბერი 2016 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Bolomdec ar daixarjneen buchebi ashkarad chanda totestan dzalas inaxavdnen
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top