თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2016, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2953,
კომენტარები: 11
"ზარია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის პრევიუ.
"ზარია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ჩერნომორეცი", ოდესა
მონაცემი: ევროპის ლიგა. ჯგუფური ეტაპი მე-6 ტური
თარიღი: ხუთშაბათი, 8 დეკემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ტომაშ ბოგნარი (უნგრეთი)
მატჩის დასაწყისი: 22:00, (ჩვენი დროით)

"ზარია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ზარია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ზარია"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: ედუარდ სობოლი
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:


"ზარია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: სმოლინგი, შოუ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone; Fosu-Mensah, Jones, Bailly, Rojo, Blind, Young; Fellaini, Herrera, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan; Martial, Rashford, Rooney, Ibrahimovic.

ჟოზე მოურინიო ოდესაში 19 ფეხბურთელთან ერთად გაემგზავრა. მანჩესტერში დარჩნენ ტრავმირებული სმოლინგი და შოუ, ასევე დასვენების საშუალება მიეცათ ანტონიო ვალენსიასა და მაიკლ კერიკს. გუნდთან ერთად არ გაფრენილან მემფის დეპაი და მორგან შნეიდერლინი. გუნდის შემადგენლობას დაუბრუნდა კაპიტანი უეინ რუნი, რომელმაც "ევერტონთან" მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.


"ზარია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედს" ფრეც კი აძლევს 1/16 ფინალში გასვლის გარანტიას. იმავე შედეგს შეიძლება მიაღწიონ წაგების შემთხვევაშიც, მაგრამ ამავე დროის "ფეიენოორდთამ" "ფენერბაჰჩესთან" ქულები უნდა დაკარგოს. "ზარიას" უკვე აღარ აქვს პლეი-ოფში მოხვედრის შანსი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ A ჯგუფის ბოლო მატჩს უინტერესოდ მოეკიდება.

წინა შეხვედრები


მიმდინარე სეზონამდე გუნდები უეფა-ს ტურნირებზე ერთმანეთს არ შეხვედრიან. "ზარია" მეორედ ეთამაშება ინგლისურ კლუბს, მიმდინარე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ისინი "ოლდ ტრაფორდზე" 1-0 დამარცხდნენ.

"იუნაიტედი" უკრაინული კლუბების წინააღმდეგ ზედიზედ ექვს მატჩში არ დამარცხებულა - 5მ და 2ფ. "ოლდ ტრაფორდზე" "წითლებმა" ოთხი მატჩი მოიგეს და მათში არცერთი გოლი არ გაუშვიათ.

"ზარია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)



ფაქტები გუნდების შესახებ


"ზარია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ზარია"


"ზარია" პირველად მოხვდა ევროტურნირის ძირითად ბადეში.

"ზარია" მეხუთე ტურში "ფენერბაჰჩესთან" 0:2 დამარცხდა - ეს ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა იმ ექვს მარცხს შორის, რაც გუნდს ევრუტურნირებზე განუცდია.

"ზარია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედი" პირველად ასპარეზობს უეფა-ს თასის/ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

მანჩესტერელებს არასდროს მოუგიათ უეფა-ს თასი/ევროპის ლიგა.

კავშირი გუნდებს შორის


ლუგანსკსა და მანჩესტერს 2900 კილომეტრი აშორებთ. მანძილი ოდესამდე, სადაც "ზარია" თავის საშინაო ევრომატჩებს ატარებს, შედარებით ნაკლებია - 2500 კილომეტრი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს უეფა-ს თასზე/ევროპის ლიგაზე 2001 წლის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ შვედი "აიაქსის" რიგებში გამოდიოდა, რომლის შემადგენლობაშიც უეფა-ს თასის ხუთ შეხვედრაში ორჯერ გამოიჩინა თავი.

უეინ რუნიმ მეხუთე ტურის მატჩში "ფეიენოორდის" კარი აიღო, რის შემდეგაც "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა ევროტურნირზე.

დონეცკის "შახტიორის" რიგებში ასპარეზობისას ჰენრიხ მხითარიანმა "ზარიას" წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

გუნდების მწვრთნელები

ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.

ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.

2011 წლის ნოემბერში "ზარიას" მწვრთნელი იური ვერნიდუბი გახდა, რომელიც მანამდე მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო გასულ სეზონში მან გუნდი უკრაინის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გაიყვანა. 1999 წელს ფეხბურთელის კარიერის მიწურულს, ვერნიდუბი რუსეთის თასის მფლობელი გახდა "ზენიტის" შემადგენლობაში.

იური ვერნიდუბის შვილი ვიტალი "გაბალას" შემადგენლობაში ასპარეზობს, რომელიც ასევე თამაშობს ევროპის ლიგაზე.

გუნდების ბოლო შედეგები თავისი ქვეყნების ჩემპიონატის ბოლო მატჩებში:

24.09.2016. "ზარია" - "დნეპრი" 2-3 (ბეზბოროდკო 57, კარავაევი 61 - კოჩერგინი 14, 79; ლუჩკევიჩი 24)

"ზარია": შევჩენკო, სივაკოვი, გრეჩიშკინი, ოპანესენკო, სობოლი, იარმაში (ლიპარტია 25'), ხარატინი, კარავაევი, პეტრიაკი, ლიუბენოვიჩი (პაულინიო 81), ბეზბოროდკო (კულაჩი 76)

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-3 ადგილი, 31 ქულა

24.09.2016. "ევერტონი" - "იუნაიტედი" 1:1 (ბეინსი 89' (პენალტი) - იბრაჰიმოვიჩი 29'

"იუნაიტედი დე ხეა, ვალენსია, როხო, ჯონსი, დარმიანი, მხითარიანი (ფელაინი, 85), პოგბა, ერერა, კერიკი, მარსიალი (რეშფორდი 83') იბრაჰიმოვიჩი.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 21 ქულა.

"ზარია" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
მატჩის წინ
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 დეკემბერი 2016 10:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როგორც წესი, ცუდ პირობებში ძალიან რთულია თამაში. უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები საერთოდ თოვლიან მოედანზე ჩატარდა. ასეთ დროს კუნთოვანი ტრავმების სიხშირეცაა და ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა.

გარემოს როგორმე უნდა გაართვან თავი და ჯგუფიდან გავიდეთ. აქამდე თუ ისე რა ვუყურებდი ამ ტურნირს, პლეი-ოფში რომ გავდივართ, რაღაც მნიშვნელობას იძენს ჩემთვის.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DRJBECKHAM
8 დეკემბერი 2016 11:44
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: RojoDiablo
როგორც წესი, ცუდ პირობებში ძალიან რთულია თამაში. უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები საერთოდ თოვლიან მოედანზე ჩატარდა. ასეთ დროს კუნთოვანი ტრავმების სიხშირეცაა და ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა.

გარემოს როგორმე უნდა გაართვან თავი და ჯგუფიდან გავიდეთ. აქამდე თუ ისე რა ვუყურებდი ამ ტურნირს, პლეი-ოფში რომ გავდივართ, რაღაც მნიშვნელობას იძენს ჩემთვის.

ხოდა დააყენოს ცხოველი ფოსუ მენსა, და თუ ტრავმების ალბათობა დიდია ფელაინიც )))
0
№3
ავტორი: LASHQARA
8 დეკემბერი 2016 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
დღეს იქნება jump and freeze wink მაგრამ ნამდვილი სპორტსმენი ყველა ამინდში და სეზონში აღწევს წარმატებას ხო და უნდა გავიდნენ და გადაურბინონ იმ გაყინულ მოედანზე love am
0
№4
ავტორი: gache1991
8 დეკემბერი 2016 13:45
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არაუშავს ისინიც ადამიანi ბ არიან და იმათაც ოლდტრაფორდის კაი ბალახზე ურჩEვნიათ თამაში..არამგონია ბევრი გოლი გავიდეს..ბურთს გააკონტროლებენ და დაბალი ტემპინიქნბა ალბათ .. 2,5 <
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
8 დეკემბერი 2016 15:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დღეს 3 გოლს გავიტანთ
0
№6
ავტორი: gela-manutd
8 დეკემბერი 2016 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მოვიგოტ და თუ გინდა 1-0 იყოს

მოვიგოტ და თუ გინდა 1-0 იყოს
0
№7
ავტორი: vanovano
8 დეკემბერი 2016 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
80 მილიონიანი პოგბა როგორ უნდა დააყენო
0
№8
ავტორი: - ReDevil
8 დეკემბერი 2016 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
მთავარია მოვიგოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Look This Legend
№9
ავტორი: dybbuk
8 დეკემბერი 2016 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ბასტიანი ისევ აუტში დატოვა, შიგაა ქ ამ ჩემისას
0
№10
ავტორი: ikeoni
8 დეკემბერი 2016 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Rtulii pirobebii magram aucileblad mosagebiii
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top