თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2016, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1963,
კომენტარები: 12
ალდერვეირელდი ტრანსფერისთვის ხელმისაწვდომია
ტობიას ალდერვეირელდის სხვა კლუბში გადასვლა უკვე შესაძლებელია.
ალდერვეირელდი ტრანსფერისთვის ხელმისაწვდომია
"ტოტენჰემის" ცენტრალური მცველის, ტობიას ალდერვეირელდის მომავალი სპეკულაციის საგნად შეიძლება იქცეს, რამეთუ ცნობილი გახდა, რომ ბელგიის ნაკრების ფეხბურთელის გამოსყიდვა ფიქსირებულ 25.4 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

ალდერვეირელდი 2015 წლის ზაფხულში "საუთჰემპტონიდან" გადავიდა "უაით ჰარტ ლეინზე" და მისი ტრანსფერი "მამლებს" 11.5 მლნ. ფუნტი დაუჯდათ. მას შემდეგ ტობიმ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის სახელი დაიმკვიდრა.

ჩავარდნა, რომელიც მაურისიო პოჩეტინოს გუნდს დაეწყო ბოლო კვირებში, მეტწილად 27 წლის მცველის ტრავმასთანაა დაკავშირებული - თავისი ბელგიელი ცენტრალური მცველის გარეშე "ტოტენჰემმა" პრემიერ ლიგის 11 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, ამის გარდა, ნაადრევად გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან.

"დეზების" პრობლემა კი ახლა უფრო სერიოზულია, რამეთუ მათ ლიდერის დაკარგვის საშიშროება აქვთ. Football Leaks-ი აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალდერვეირელდის კონტრაქტი ფიქსირებულ გამოსასყიდ თანხას შეიცავს.

თუ ეს სიმართლეა, მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი მცველისადმი ინტერესს უთუოდ გამოავლენენ ისეთი გუნდები, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" არიან, რომელთაც დაცვის ხაზის გაძლიერება ესაჭიროებათ.

წყარო: mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
7 დეკემბერი 2016 14:15
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
sitis tu mcveli unda kide..xamebivit yiduloben yvelas lizhbi sxvam ar iyidos..demikelisi.otamendi,mangala,stounsi ravici kide or weliwadshi..mshvenieri shenadzeni iqneba ert belgiels meoreshi gaucvlidit an vachuqebdit ar undaat :)))
0
№2
ავტორი: MEMPHIS 7
7 დეკემბერი 2016 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
რავი ცუდი არაა მაგრამ უკეთესი გვინდა
0
№3
ავტორი: LASHQARA
7 დეკემბერი 2016 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არა ტო ამის ყიდვით ჩვენი დაცვა ვერ გაძლიერდება ჩვენ გვინდა უფრო გამოცდილი მცველი გოდინი, ბონუჩი ,ალაბას არ ვიცი რამდენად გავწვდებით მაგრამ სადაც პოგბა დავითრიეთ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ოღონდ ზაფხულში, ეხლა შანსი არ გვაქ მაგარი მცველის დათრევის უეჭველად რომ იცი რო გაამართლებს... love am
0
№4
ავტორი: roonet10
7 დეკემბერი 2016 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
ძლიერი მცველი გვინდა ეს არა
0
№5
ავტორი: Malboro463
7 დეკემბერი 2016 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ამ დონის მცველებიბლომადდა გუნდსი
0
№6
ავტორი: stepno
7 დეკემბერი 2016 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგარი იქნება
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
7 დეკემბერი 2016 17:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფაქტია რო გვინდა ერთი კარგი შემდგარი მცველი
0
№8
ავტორი: kantona-7
7 დეკემბერი 2016 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ამას სმოლინგი ბაილი ორივე ბევრად ჯობია და რათგვინდა ვერვხვდები>>>თუ ყიდულობს გოდინი პეპე ტიაგო-სილვა ბონუჩი ესენი უნდა იყიდოს და არა უარესი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№9
ავტორი: mogeba
7 დეკემბერი 2016 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
imagas godini mirchevnia dan uxzshi tipia eg ravici klasi ara me ase mgonia magram sheidleba manchestshi gaixsans rogorc ceriki
0
№10
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2016 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ragac ar mgonia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top