თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2016, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1968,
კომენტარები: 12
ალდერვეირელდი ტრანსფერისთვის ხელმისაწვდომია
ტობიას ალდერვეირელდის სხვა კლუბში გადასვლა უკვე შესაძლებელია.
ალდერვეირელდი ტრანსფერისთვის ხელმისაწვდომია
"ტოტენჰემის" ცენტრალური მცველის, ტობიას ალდერვეირელდის მომავალი სპეკულაციის საგნად შეიძლება იქცეს, რამეთუ ცნობილი გახდა, რომ ბელგიის ნაკრების ფეხბურთელის გამოსყიდვა ფიქსირებულ 25.4 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

ალდერვეირელდი 2015 წლის ზაფხულში "საუთჰემპტონიდან" გადავიდა "უაით ჰარტ ლეინზე" და მისი ტრანსფერი "მამლებს" 11.5 მლნ. ფუნტი დაუჯდათ. მას შემდეგ ტობიმ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის სახელი დაიმკვიდრა.

ჩავარდნა, რომელიც მაურისიო პოჩეტინოს გუნდს დაეწყო ბოლო კვირებში, მეტწილად 27 წლის მცველის ტრავმასთანაა დაკავშირებული - თავისი ბელგიელი ცენტრალური მცველის გარეშე "ტოტენჰემმა" პრემიერ ლიგის 11 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, ამის გარდა, ნაადრევად გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან.

"დეზების" პრობლემა კი ახლა უფრო სერიოზულია, რამეთუ მათ ლიდერის დაკარგვის საშიშროება აქვთ. Football Leaks-ი აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალდერვეირელდის კონტრაქტი ფიქსირებულ გამოსასყიდ თანხას შეიცავს.

თუ ეს სიმართლეა, მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი მცველისადმი ინტერესს უთუოდ გამოავლენენ ისეთი გუნდები, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" არიან, რომელთაც დაცვის ხაზის გაძლიერება ესაჭიროებათ.

წყარო: mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manutd
7 დეკემბერი 2016 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უფრო ძლიერი და უკეტესი გვცჰირდება
0
№12
ავტორი: SirAlexFerg
8 დეკემბერი 2016 03:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
reebs weren naxe :D:D amis
nairi mcvelebi kria gundshio da smallingi jobiao, dzaan gtxovt ukuret amis tamashebs ra, amaze magar mcvels zamtarshi shansiii araa ver ikidi fizikurad da mere kide vin mogkidis amas xoar gadaob tipi dzalian magaria gaupiarebeli magali donis mcvelia romelsac pasis kulturac aqvs, meore sartulzec dzalian magaria da janic xels uwkobs. ro idzat godini ikidon da thiago silva da bonuccio tqven tviton gjerat magis ro vinme mogvkidis magat?!!! tu 150 milioni unda gadaixadon magat transfershi? van dijki ikidono kide zogi ro ambobs aq sam van dijks agar jobia toby me magis dedas ******i too??!! da smallings jones da rojos kide samives ertad jobia es kaci damijeret neta es gamovides da amaze magrad zamtarshi araferi ar gamixardeba
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top