"წითლების" ვინგერი პრემიერ ლიგის კლუბების სამიზნეა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი ეშლი იანგი "ოლდ ტრაფორდზე" სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის, რის გამოც პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესს იწვევს.
მედიის თანახმად, "სუონსი სიტი" ერთ-ერთი კლუბია, რომელიც იანვარში იანგის გადაბირებას ეცდება.
31 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით და 6 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.
პრემიერ ლიგაში იგი მხოლოდ ორჯერ გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში, რაც ნიშნავს, რომ მოურინიოს გეგმებში იგი არ შედის და იანვარში მის გაყიდვას აპირებს.
იანგის მდგომარეობას კი "გედები" აკვირდებიან, რათა ახალ წელს "ლიბერთი სტედიუმზე" მისი გადაბირების შანსი გამოიყენონ. თუმცა ეშლით მისი ყოფილი კლუბი "უოტფორდი", "ევერტონი" და "ვესტ ბრომიც" არიან დაინტერესებულნი.
ნათან დაიერი სულ ახლახანს დაუბრუნდა მოედანს, მოდოუ ბაროუ კი სტაბილურობას ვერ ინარჩუნებს მიმდინარე სეზონში.
ეშლი იანგი შესანიშნავი დანამატი შეიძლება იყოს "სუონსისთვის", რომელიც პრემიერ ლიგაში დარჩენას ცდილობს.
წყარო:
espn