თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2147,
კომენტარები: 13
ეშლი იანგი "იუნაიტედის" დატოვებას გეგმავს
"წითლების" ვინგერი პრემიერ ლიგის კლუბების სამიზნეა.
ეშლი იანგი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი ეშლი იანგი "ოლდ ტრაფორდზე" სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის, რის გამოც პრემიერ ლიგის კლუბების ინტერესს იწვევს.

მედიის თანახმად, "სუონსი სიტი" ერთ-ერთი კლუბია, რომელიც იანვარში იანგის გადაბირებას ეცდება.

31 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით და 6 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

პრემიერ ლიგაში იგი მხოლოდ ორჯერ გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში, რაც ნიშნავს, რომ მოურინიოს გეგმებში იგი არ შედის და იანვარში მის გაყიდვას აპირებს.

იანგის მდგომარეობას კი "გედები" აკვირდებიან, რათა ახალ წელს "ლიბერთი სტედიუმზე" მისი გადაბირების შანსი გამოიყენონ. თუმცა ეშლით მისი ყოფილი კლუბი "უოტფორდი", "ევერტონი" და "ვესტ ბრომიც" არიან დაინტერესებულნი.

ნათან დაიერი სულ ახლახანს დაუბრუნდა მოედანს, მოდოუ ბაროუ კი სტაბილურობას ვერ ინარჩუნებს მიმდინარე სეზონში.

ეშლი იანგი შესანიშნავი დანამატი შეიძლება იყოს "სუონსისთვის", რომელიც პრემიერ ლიგაში დარჩენას ცდილობს.

წყარო: espn
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2016 19:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ფერგის დროს კიდე არაუშავდა მარა ახლა...
0
№12
ავტორი: roonet10
6 დეკემბერი 2016 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
ახლა უკვე აღარაა ამის ადგილი გუდში ადრე მე ძალიან მომწონდა მაგრამ ახლა დროა წავიდეს
0
№13
ავტორი: Gamkrelidze
7 დეკემბერი 2016 14:22
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არადა არაა გასაშვები request ჯობია დეპაი იჯარით გაუშვან და უფრო მეტი სათამაშო დროც მიეცემა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top