თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2016, 22:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2011,
კომენტარები: 12
იბრა: "გოლს სიამოვნებით გავცვლიდი გამარჯვებაზე"
ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის გუნდური შედეგია მთავარი.
იბრა:
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ სიამოვნებით გაცვლიდა "გუდისონ პარკზე" გატანილ გოლს სამ ქულაში.

შვედის მიერ გატანილი გოლის შედეგად "წითელმა ეშმაკებმა" "ევერტონთან" მატჩის პირველი ტაიმი მოიგეს, თუმცა გამარჯვების მომტანი ანგარიში ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ.

"ნამდვილად ძალიან სამწუხარო იყო, რადგან ჩემპიონატის ბოლო რამდენიმე მატჩში არ გვქონია შედეგი, რომელიც ჩვენი თამაშიდან გამომდინარე გვინდოდა.

მატჩს ვაკონტროლებდით, არა 100 პროცენტით, მაგრამ უმეტეს ნაწილს ჩვენ ვმართავდით 70-ე წუთამდე. მერე კი ჩვენი ჩვეულებრივი თამაში დავკარგეთ, თავდაჯერებულობა გაქრა და ორი ქულა ხელიდან გავუშვით.

პოზიტიური ამბავი ის არის, რომ არ წავაგეთ. გამარჯვება გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ან ჩემპიონობა თუ გინდა, სამ ქულას უნდა იღებდე",
- განაცხადა შვედმა.

ზლატანმა მეექვსე გოლი გაიტანა თვის მეხუთე მატჩში, რის შემდეგაც აღნიშნა: "სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა რომ ვიყოთ, გაცილებით თავდაჯერებული ვიქნებოდი, რადგან სწორედ ამისთვის ვთამაშობდით.

სივრცეში შევირბინე, სადაც მარსიალისგან ფანტასტიკური პასი მივიღე. დავინახე, რომ მეკარე გამოდიოდა, დრო ვიხელთე და ბურთთან შეხება ვცადე. ძელს, ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი კარში შევიდა.

გავიტანე, მაგრამ ბოლო მეც და გუნდმაც მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ. მირჩევნია ვერ გამქონდეს, მაგრამ ვიგებდეთ, მე ასე ვმსჯელობ. უფრო მეტი უნდა ვიბრძოლოთ და გავაკეთოთ, რათა საჭირო სამი ქულა ავიღოთ".


იბრაჰიმოვიჩი აღიარებს, რომ ფიზიკური თამაში იყო, მაგრამ გამორიცხავს შეიმუს კოულმენისთვის თავში განზრახ ჩარტყმაში.

"უხეშად თამაშობდნენ. გავიგონე, ერთ-ერთმა კომენტატორმა როგორ თქვა, თითქოს თავში განზრახ ჩავარტყი. 50/50 დუელი იყო. ძირს დამცა და მასთან შეხების თავიდან არიდებას ვცდილობდი".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
5 დეკემბერი 2016 22:13
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
აბა პოგბას კითხე areyoukiddingme ღორი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: GeorgeBest
5 დეკემბერი 2016 22:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლაპარაკი კაია მაგრამ მოედანზე იმედგაცრუებას ერერას და ერთი ორს თუ შევატყობ ხოლმე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ყველას ძაან კიდია რა მოხდება, შეიძლება ვცდები და იმედია ესეცაა
0
№3
ავტორი: shotkin
5 დეკემბერი 2016 22:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ისე ჯარიმების დარტყმისას უკვე სხვამ რო შეასრულოს ჯარიმა უკეთესი იქნება დავიღალე უკვე იბრაგიმოვიჩის ერთი და იგივე უშედეგო მცდელობით ურტყავს პირდაპირ და ხვდება სტენკას ან შუაში მიდის ძლიერი დარტყმული და მეკარე პირდაპირ ხელებში იჭერს . როცა ახლოს იდება საჯარიმო დარტყმა პოგბამ ან მატამ უნდა დაარ*** და აი ტუ ოდნავ შორსაა კიბატონო გამოიყენეოს თავის ძლიერი დარტყმა იბრამ

ციტატა: გიორგი
ლაპარაკი კაია მაგრამ მოედანზე იმედგაცრუებას ერერას და ერთი ორს თუ შევატყობ ხოლმე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ყველას ძაან კიდია რა მოხდება, შეიძლება ვცდები და იმედია ესეცაა

არა არცდები ჯერკიდევ არიან გუნდში ფულის მონები და ფულის მწოველები,ჩელსისთან თამაშის მერე თუნდაც უმეტესობა და იგივე იბრა იცინოდა და ეს გავლისი საკითხია მარა იბრას არაფერს ვერჩი უბრალოდ აწყობილ გუნდში რო მოსულიყო უფრო მეტ შედეგ დადებდა და მოხოდილიც იკნებოდა და მონდომებულიც მარა ფელაინის და კიდე როხოსნაირები როგყავს გუნდში და კიდე ბევრისნაირი რა მოხოდვაზე და სტიმულზეა ლაპარაკი . ნომერ პირველი ამოცა განვითღარებისთვის არის ჯერ იმ ხალხის დაფერთხვა ვინც პოცენზურასტია და ვისი კლასიც მანიუს კლასს არშეეფერება და საკმარის დონეს ვინც ვერაჩვენებს და მერე უყკვე სწორი ხალხის მოყვანაზე და გუნდში განწყობაზე, გინდა ფერგიუსონი გყოლიატრენერი გინდა მოურინიო და გინდა მოიესი ფელაინის და კიდე სხვა ბევრისნაირი **** როგყავს გუნდში ვერაფერს ვერიზავ იმიტორო როდის ჩაგიჯვავენ ვერ გაიგებ
0
№4
ავტორი: ikeoni
5 დეკემბერი 2016 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Au saswrafod unda gamoswordes mdgomareoba
0
№5
ავტორი: vanovano
5 დეკემბერი 2016 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
მხოლოდ მუქთახორებში რატო უნდა ყარო ფული აზრზე არ ვარ
0
№6
ავტორი: gela-manutd
5 დეკემბერი 2016 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: გიორგი
ლაპარაკი კაია მაგრამ მოედანზე იმედგაცრუებას ერერას და ერთი ორს თუ შევატყობ ხოლმე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ყველას ძაან კიდია რა მოხდება, შეიძლება ვცდები და იმედია ესეცაა

სამცუხაროდ მასეა ძმი ნახევარი გუნდი მასეა ხელფასი და ფული აინტერესებს და ვაბშე კიდია გუნდი 10და 7 მასეა აქ
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
5 დეკემბერი 2016 23:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
გოლები კი გაააქვს მაგრამ !
ბურთს კარგავს ბევრჯერ, ბევრ მომენტს ანიავებს. ბურთს რო დაკარგავს და სიარულით მოყვება უკან მაგაზე მეშლება ნერვები ყველაზე მეტად... ჟოზეს ადგილას ვიყო, რო დავსვავდი სკამზე 2-3 მატჩი, მერე ირბენდა კარგად.
0
№8
ავტორი: mogeba
5 დეკემბერი 2016 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
xoda amito auvardat tavshi ro dalze didi xelfasebs adleven
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2016 01:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შედეგი დადეთ შედეგი
0
№10
ავტორი: stepno
6 დეკემბერი 2016 03:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ისე ადრინდელთან შედარებით რა გვაქ საწუწუნოო :)))) მართლა გამოსწორებულია ხარისხი მაგრამ რავიცი შედეგზე რა მოგახსენოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top