თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2016, 22:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2018,
კომენტარები: 12
იბრა: "გოლს სიამოვნებით გავცვლიდი გამარჯვებაზე"
ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის გუნდური შედეგია მთავარი.
იბრა:
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ სიამოვნებით გაცვლიდა "გუდისონ პარკზე" გატანილ გოლს სამ ქულაში.

შვედის მიერ გატანილი გოლის შედეგად "წითელმა ეშმაკებმა" "ევერტონთან" მატჩის პირველი ტაიმი მოიგეს, თუმცა გამარჯვების მომტანი ანგარიში ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ.

"ნამდვილად ძალიან სამწუხარო იყო, რადგან ჩემპიონატის ბოლო რამდენიმე მატჩში არ გვქონია შედეგი, რომელიც ჩვენი თამაშიდან გამომდინარე გვინდოდა.

მატჩს ვაკონტროლებდით, არა 100 პროცენტით, მაგრამ უმეტეს ნაწილს ჩვენ ვმართავდით 70-ე წუთამდე. მერე კი ჩვენი ჩვეულებრივი თამაში დავკარგეთ, თავდაჯერებულობა გაქრა და ორი ქულა ხელიდან გავუშვით.

პოზიტიური ამბავი ის არის, რომ არ წავაგეთ. გამარჯვება გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ან ჩემპიონობა თუ გინდა, სამ ქულას უნდა იღებდე",
- განაცხადა შვედმა.

ზლატანმა მეექვსე გოლი გაიტანა თვის მეხუთე მატჩში, რის შემდეგაც აღნიშნა: "სატურნირო ცხრილში უფრო მაღლა რომ ვიყოთ, გაცილებით თავდაჯერებული ვიქნებოდი, რადგან სწორედ ამისთვის ვთამაშობდით.

სივრცეში შევირბინე, სადაც მარსიალისგან ფანტასტიკური პასი მივიღე. დავინახე, რომ მეკარე გამოდიოდა, დრო ვიხელთე და ბურთთან შეხება ვცადე. ძელს, ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი კარში შევიდა.

გავიტანე, მაგრამ ბოლო მეც და გუნდმაც მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ. მირჩევნია ვერ გამქონდეს, მაგრამ ვიგებდეთ, მე ასე ვმსჯელობ. უფრო მეტი უნდა ვიბრძოლოთ და გავაკეთოთ, რათა საჭირო სამი ქულა ავიღოთ".


იბრაჰიმოვიჩი აღიარებს, რომ ფიზიკური თამაში იყო, მაგრამ გამორიცხავს შეიმუს კოულმენისთვის თავში განზრახ ჩარტყმაში.

"უხეშად თამაშობდნენ. გავიგონე, ერთ-ერთმა კომენტატორმა როგორ თქვა, თითქოს თავში განზრახ ჩავარტყი. 50/50 დუელი იყო. ძირს დამცა და მასთან შეხების თავიდან არიდებას ვცდილობდი".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
6 დეკემბერი 2016 08:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კაი ბიჭებო რავქნათ ერთით კარგია ვეღარ ვნახავთ აწი ფელას
0
№12
ავტორი: manuchari
6 დეკემბერი 2016 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: გიორგი
ლაპარაკი კაია მაგრამ მოედანზე იმედგაცრუებას ერერას და ერთი ორს თუ შევატყობ ხოლმე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ყველას ძაან კიდია რა მოხდება, შეიძლება ვცდები და იმედია ესეცაა

მე მჩება ასეთი განცდა რომ გუნდი აშკარად უეფაზე და ლიგის თასზე თამაშობს უეფას თუ ავიგებთ ლიგაზე ისედაც გავალთ თან უეფას თასიც გვექნება და თუ ლიგის თას ავიგებთ ოტხეულში მაინც შევალთ და ლიგაზე მაინც მოვხდებით და ამ ორ ტურნირის თამაშების შვალედიბი საკმაოდ შორია ანუ ყოველ კვირას არ არის თამაშები არც უეფაზე და არც ინგლისის ლიგის თამაშები და და ადვილია მომზადება ამ თამაშებისათვის მომზადება ერთ თამას ყველა გუნდი ითამაშებს დასკვნა პრემიერ ლიგა ისე თუ ასე კიდიათ მესე ასე მგონია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top