თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2332,
კომენტარები: 13
მოურინიო შვაინშტაიგერის შესახებ
ჟოზე მოურინიო გერმანელ ნახევარმცველზე საუბრობს.
მოურინიო შვაინშტაიგერის შესახებ
ჟოზე მოურინიომ საქმისადმი ბასტიან შვაინშტაიგერის მიდგომა შეაქო და განაცხადა, რომ მოსწონს ადამიანები, რომლებიც მონდომებულები არიან.

ლიგის თასის მატჩში შეცვლაზე შესვლის შედეგად გერმანელმა პირველი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედში" მარტის შემდეგ. მისი გამოჩენა პოლ პოგბასა და მარუან ფელაინის დისკვალიფიკაციას დაემთხვა, მაგრამ მოურინიო ამბობს, რომ მიზეზი თავად შვაინშტაიგერის მონდომება იყო.

"როცა ვარჯიშებზე მოდიოდა, პროფესიონალურად შრომობდა. გუნდთან ერთად ვარჯიში რომ დაიწყო, მცირე პრობლემები ჰქონდა, რადგან ადვილი არ არის, მაგრამ ამის წინააღმდეგ იბრძოლა და შეძლო ყოველგვარი ტრავმის გარეშე, ასე რომ, თვეების განმავლობაში უწყვეტად შრომობდა, ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ კარგი შესაძლებლობა იყო ოდნავი სათამაშო დრო.

ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენი დახმარება შეუძლია. სეზონის განმავლობაში ყველას შეიძლება ჰქონდეს ტრავმა და დისკვალიფიკაცია, როგორც ეს ჩვენ გვქონდა პოგბასა და ფელაინის შემთხვევაში. ორით ნაკლები ნახევარმცველი იყო ჩვენს განკარგულებაში და ბასტიანი ამისთვის მზად იყო. დიახ, 3-1 ანგარიშის დროს შევიდა და მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, მაგრამ ადრეც რომ დაგვჭირვებოდა, მზად იყო. ეს არის მისი მომავალი, უფრო მეტი შანსისთვის უნდა იბრძოლოს,
- განაცხადა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა შვაინშტაიგერი ზამთრის სატრანფერო ფანჯარაზე არ გაესხვისებინათ და "იუნაიტედში" დარჩენილიყო, მოურინიომ უპასუხა: "რა თქმა უნდა, შეიძლება. როცა კლუბთან კონტრაქტი გაკავშირებს, ძალაუფლებაც გაქვს - შენს მომავალს თავად წყვეტ. ზაფხულში ვცადეთ ისეთი რამის გაკეთება, რაც ბასტიანს უკეთეს მომავალს უქადდა, მაგრამ ძალაუფლება მის ხელში იყო და მან დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ რთულ პირობებში აღმოჩნდებოდა და ამის გამო იშრომა, ამიტომ პატარა ბედნიერება დაიმსახურა. იანვარში მის ხელში იქნება გადაწყვეტილება და უკეთესი ემოციითაც უნდა შეხვდეს ამას, რადგან გუნდთან ერთად შრომობს.

ჩვენი დინამიკა და ფილოსოფია მისთვის გასაგებია და ბედნიერება, რომელიც მას სახეზე ეტყობოდა, იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ბედნიერი, შესაძლოა ამაყიც კია. მომწონს მონდომებული ხალხი".




წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: leluk
3 დეკემბერი 2016 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
დარჩება და იმდენს იზავს ითამაშებს კიდეც am wink
0
№2
ავტორი: irakli87
3 დეკემბერი 2016 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ფელაინს როგორ არ ჯობია ბასტიანი ?!!!!! ვინ ჩემი ფეხებია ფელაინი არ მესმის ამასთან შედარებით? არმესმის ალბათ იმდენი რო ფელაინში მეტი ნიჩი შევამჩნიო რასაც მაურინიო ამჩნევს მაგ ხეში .
0
№3
ავტორი: Lalana
3 დეკემბერი 2016 12:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
აი ნერვები მეშლება როდესაც ბასტიანზე ამბობს ფელაინის შემცვლელიო.ათასი წლისაც რომ იყოს მაგ კაცს ისეთი გამოცდილება და იმხელა პროფესიონალიზმი აქვს რომ მის წინ ფელაინს ვერასოდეს დავაყენებდი,გერმანიის კაპიტანს ვიღაც ხისათავიან და უტვინო ფეხბირთელს ვერ დავუყენებდი გვერდით და მითუმეტეს მის წინ,სირცხვილია და მეტი არაფერი.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 დეკემბერი 2016 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ესეიგი უშვებდა ზაფხულში რაა areyoukiddingme

არ გეკადრება მოუ ესეთი საქციელი
0
№5
ავტორი: GeorgeBest
3 დეკემბერი 2016 14:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამდენი თვე იმიტომ ავარჯიშე და აწვალე რო მიმხვდარიყავი 5 წუთისთვის მზად იყო? derpwhy
0
№6
ავტორი: gela-manutd
3 დეკემბერი 2016 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
არაა ბასტი ასეთი მოგცევის ღირსი
0
№7
ავტორი: dybbuk
3 დეკემბერი 2016 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ადმინ ძალიან კარგი გააკეთე რო ვიდეოც ატვირთე, იმიტო რო წაკითხული სულ სხვა წარმოდგენას ქმნიდა და ვიდეოსაც რო ვუყურე, ადამიანს ეტყობა სახეზე მისდამი დამოკიდებულება, შვაინშტაიგერს ეს კაცი არ მისცემს არაფრის შანსს, ეხაც თითქოს ხალხის გული მოიგო და ოდნავ განტვირთა სიტუაცია, მაგრამ მთელმა მსოფლიომ დაინახა რო მანჩესტერის გულშემატკივარს(არამარტო ოლდ ტრაფორდზე) უყვარს ბასტიანი და ხედავს როგორ უსამართლოდ ექცევიან, ამ კაცს რო ტიტულები აქვს მონაგები მოუმ შეიძლება მთელი მისი ცხოვრება ვერ მოიგოს, მაინც გაუშვებენ ესე მგონია, basti respect! ძალიან დიდ პატიცს ვცემდი ამ ფეხბურთელს დაჟე ბაიერნში რო იყო და აქ რო გადმოვიდა ხო საერთოდ, ეგრე კარგა ხანია ტრანსფერი არ გამხარებია, ისე მიტყდება მისი მანჩესტერული ისტორია რო მეტი არ შეიძლება, ზოგჯერ სამართალი ყველასთვის ნათელია, მაგრამ ნაგლად აიგნორებენ, სამარცხვინო ფაქტია ეს ამბავი!
0
№8
ავტორი: LASHQARA
3 დეკემბერი 2016 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ყოჩაღ ძმაო დასაფასებელია ნამდვილად ეს არის ნამდვილი მებრძოლი სული და ეხლა ათმაგად მინდა რომ ამ კაცმა ითამაშოს შეცვლებიდან მაინც love am
0
№9
ავტორი: mogeba
3 დეკემბერი 2016 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
basti magari xar darchi raxan at wuti gatalasha es kide gatamashebs midi shedi forlashi
1
№10
ავტორი: SANDROGRIGA
3 დეკემბერი 2016 16:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე მგონია მაინც წავა ;/
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top