თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2337,
კომენტარები: 13
მოურინიო შვაინშტაიგერის შესახებ
ჟოზე მოურინიო გერმანელ ნახევარმცველზე საუბრობს.
მოურინიო შვაინშტაიგერის შესახებ
ჟოზე მოურინიომ საქმისადმი ბასტიან შვაინშტაიგერის მიდგომა შეაქო და განაცხადა, რომ მოსწონს ადამიანები, რომლებიც მონდომებულები არიან.

ლიგის თასის მატჩში შეცვლაზე შესვლის შედეგად გერმანელმა პირველი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედში" მარტის შემდეგ. მისი გამოჩენა პოლ პოგბასა და მარუან ფელაინის დისკვალიფიკაციას დაემთხვა, მაგრამ მოურინიო ამბობს, რომ მიზეზი თავად შვაინშტაიგერის მონდომება იყო.

"როცა ვარჯიშებზე მოდიოდა, პროფესიონალურად შრომობდა. გუნდთან ერთად ვარჯიში რომ დაიწყო, მცირე პრობლემები ჰქონდა, რადგან ადვილი არ არის, მაგრამ ამის წინააღმდეგ იბრძოლა და შეძლო ყოველგვარი ტრავმის გარეშე, ასე რომ, თვეების განმავლობაში უწყვეტად შრომობდა, ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ კარგი შესაძლებლობა იყო ოდნავი სათამაშო დრო.

ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენი დახმარება შეუძლია. სეზონის განმავლობაში ყველას შეიძლება ჰქონდეს ტრავმა და დისკვალიფიკაცია, როგორც ეს ჩვენ გვქონდა პოგბასა და ფელაინის შემთხვევაში. ორით ნაკლები ნახევარმცველი იყო ჩვენს განკარგულებაში და ბასტიანი ამისთვის მზად იყო. დიახ, 3-1 ანგარიშის დროს შევიდა და მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, მაგრამ ადრეც რომ დაგვჭირვებოდა, მზად იყო. ეს არის მისი მომავალი, უფრო მეტი შანსისთვის უნდა იბრძოლოს,
- განაცხადა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა შვაინშტაიგერი ზამთრის სატრანფერო ფანჯარაზე არ გაესხვისებინათ და "იუნაიტედში" დარჩენილიყო, მოურინიომ უპასუხა: "რა თქმა უნდა, შეიძლება. როცა კლუბთან კონტრაქტი გაკავშირებს, ძალაუფლებაც გაქვს - შენს მომავალს თავად წყვეტ. ზაფხულში ვცადეთ ისეთი რამის გაკეთება, რაც ბასტიანს უკეთეს მომავალს უქადდა, მაგრამ ძალაუფლება მის ხელში იყო და მან დარჩენა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ რთულ პირობებში აღმოჩნდებოდა და ამის გამო იშრომა, ამიტომ პატარა ბედნიერება დაიმსახურა. იანვარში მის ხელში იქნება გადაწყვეტილება და უკეთესი ემოციითაც უნდა შეხვდეს ამას, რადგან გუნდთან ერთად შრომობს.

ჩვენი დინამიკა და ფილოსოფია მისთვის გასაგებია და ბედნიერება, რომელიც მას სახეზე ეტყობოდა, იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ბედნიერი, შესაძლოა ამაყიც კია. მომწონს მონდომებული ხალხი".




წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
3 დეკემბერი 2016 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Midi joze midi unda atamasho
1
№12
ავტორი: kobinio
3 დეკემბერი 2016 20:22
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Chelsim da piradad kontem pirshi misca,guardiolam daajva,arsen vengerma daindo . Amdenjer chaudes ukvr da gaabandzes chveni mau da magis avtoriteti dges minus -10 ia vigacas xo unda achvenos tavisi principuloba da shvainize krilobs javrs es aschloxi... felains roca am kacs sheadareb an kle xar an tavs ikleveb. Aman tavisi principebi gadamagunos k... pexburti itamashos cesierad . Portugalische kartoffel
0
№13
ავტორი: Vikings
3 დეკემბერი 2016 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
Felaini rat unda gunds me azrze ar var.da tan sasaciloa shvainshtaigeri ar atamasho da felaini gamoiyvano..shvains ar afaseben usamartlobaa es yvelaferi da ras fiqrobs es mourinio azrze ar var shexedos ra moutana am unijo fexburtelebis moedanze gamoyvanam romel adgilzea gundi..shecvalos rame tore magrad vbandzdebit ukve.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top