თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3168,
კომენტარები: 13
მოურინიო: "ასეთი გუნდი არასდროს მყოლია"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედს" უნიკალურ გუნდად მიიჩნევს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს ყველაფერი უნახავს, რაც ადამიანმა ფეხბურთში შეიძლება ნახოს, მაგრამ "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მას არასდროს ჰყოლია "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი გუნდი.

"წითლებმა" სანახაობრივ სტილში - და არა პირველად ამ სეზონში - ჩაატარეს მატჩი და გავიდნენ ლიგის თასის ნახევარფინალში, სადაც "ჰალ სიტის" შეხვდებიან.

შეხვედრის შემდეგ მოურინიომ თავისი გუნდის ფეხბურთელები შეაქო და მათ მშვენიერი გუნდი უწოდა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ გუნდმა კარგ თამაშს ხშირად უნდა დაურთოს გამარჯვება.

"არასდროს მყოლია ბურთის ასეთი მფლობი გუნდი, არასდროს მყოლია ასეთი კრეატიული გუნდი, არასდროს მყოლია ამდენი შანსის შემქმნელი გუნდი. მაგრამ, ასევე არ მყოლია ამდენი ფრის მოთამაშე გუნდი. მინდა, რომ ამ მშვენიერმა გუნდმა უფრო ხშირად მოიგოს და დღევანდელივით ბევრი გოლი გაიტანოს.

მთელი სეზონია ასე ვთამაშობთ. ყველა მწვრთნელს თავისი იდეა აქვს, მაგრამ ფეხბურთელებმა ის უნდა განახორციელონ, რათა თამაშის კონკრეტული სტილი იპოვო. "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩვენს თავს სწორედ ეს დავუსახეთ მიზნად.

ერთ-ერთი, რაც საკუთარ თავს ვურჩიე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს კლუბში მისვლა იყო, სადაც ხალხის მოსაწონ ფეხბურთს თამაშობენ, აქ კი ეს ტრადიციაა, ამიტომაც ბედნიერი ვარ.

შემტევი ფეხბურთისთვის ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს, ამიტომ როცა გუნდები უკნიდან ამოდიან, ფეხბურთელები კრეატიულობას ავლენენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გატანა გვჭირდება",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: tedore
2 დეკემბერი 2016 09:24
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ისევ მჯერა რომ გამარჯვებების გზას დავადგებით რამდენიც არ უნდა ვაგინოთ ფაქტია რომ გუნდი შემტევით ფეხბურთს თამაშობს მაგრამ ვერ იგებს დაწყევლილია პრემიერ ლიგაში აბა თასებზე 4-4 გოლი გააქვს სახლში
2
№2
ავტორი: WeAreUnited
2 დეკემბერი 2016 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ასე მგონია რომ ვიღაცამ დაგვწყევლა რომ ეპლში ასე დედას ი****ვენ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეები მაგრამ მემგონი ეს მიხვდა რომ წელს უეფას თასი უნდა ავწიოთ და პირდაპირ ლიგაზე ვითამაშოთ ეპლში თუ არაფერი გამოგვივა :)

ასე მგონია რომ ვიღაცამ დაგვწყევლა რომ ეპლში ასე დედას ი****ვენ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეები მაგრამ მემგონი ეს მიხვდა რომ წელს უეფას თასი უნდა ავწიოთ და პირდაპირ ლიგაზე ვითამაშოთ ეპლში თუ არაფერი გამოგვივა :)
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 დეკემბერი 2016 12:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნუ გვატყუებ
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 დეკემბერი 2016 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
უყვარს ჟოზეს მანჩესტერი და მჯერა ამ სიტყვებს უმიზეზოდ არ ამბობს, მაგრამ კიდევ მეტი, მეტი უნდა გააკეთოს ჟოზემ რო მანჩესტერმა ის თამაში ითამაშოს რასაც ამდენი ხანია ველით.
0
№5
ავტორი: giorgi_mg
2 დეკემბერი 2016 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
თავიდანვე მქონდა ჟოზეს იმედი და ვატყობ ეხლა რომ გუნდი ნელნელა იხოდება, რათქმაუნდა გაძლიერდება გუნდი გასაშვები წავა და უფრო უკეთესი შედეგების იმედი მაქვს
0
№6
ავტორი: gaga1987
2 დეკემბერი 2016 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იედია ყველაფერი კარგადიქნება
0
№7
ავტორი: dachi_mu
2 დეკემბერი 2016 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გუნდი რო წინ მიდის მაგის დაუნახაობა არის ძაან დიდი მკრეხელობა,ფეხბურთის თამაში დაიწყეს ეხლა რაც მთავარია,მოგებებიც მოვა აუცილებლად.. love
0
№8
ავტორი: ikeoni
2 დეკემბერი 2016 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Joze sheni imedi gvaq❤️
0
№9
ავტორი: gela-manutd
2 დეკემბერი 2016 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
წმენდა უნდა ჩაატაროს და უფრო კაი იგროკები მოიყვანოს
0
№10
ავტორი: vanovano
2 დეკემბერი 2016 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
კარგად უხდიან და ხოარიტყვის ასეთი არასტაბილური გუნდი არ შემხვედრიაო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top