თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3174,
კომენტარები: 13
მოურინიო: "ასეთი გუნდი არასდროს მყოლია"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედს" უნიკალურ გუნდად მიიჩნევს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს ყველაფერი უნახავს, რაც ადამიანმა ფეხბურთში შეიძლება ნახოს, მაგრამ "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მას არასდროს ჰყოლია "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი გუნდი.

"წითლებმა" სანახაობრივ სტილში - და არა პირველად ამ სეზონში - ჩაატარეს მატჩი და გავიდნენ ლიგის თასის ნახევარფინალში, სადაც "ჰალ სიტის" შეხვდებიან.

შეხვედრის შემდეგ მოურინიომ თავისი გუნდის ფეხბურთელები შეაქო და მათ მშვენიერი გუნდი უწოდა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ გუნდმა კარგ თამაშს ხშირად უნდა დაურთოს გამარჯვება.

"არასდროს მყოლია ბურთის ასეთი მფლობი გუნდი, არასდროს მყოლია ასეთი კრეატიული გუნდი, არასდროს მყოლია ამდენი შანსის შემქმნელი გუნდი. მაგრამ, ასევე არ მყოლია ამდენი ფრის მოთამაშე გუნდი. მინდა, რომ ამ მშვენიერმა გუნდმა უფრო ხშირად მოიგოს და დღევანდელივით ბევრი გოლი გაიტანოს.

მთელი სეზონია ასე ვთამაშობთ. ყველა მწვრთნელს თავისი იდეა აქვს, მაგრამ ფეხბურთელებმა ის უნდა განახორციელონ, რათა თამაშის კონკრეტული სტილი იპოვო. "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩვენს თავს სწორედ ეს დავუსახეთ მიზნად.

ერთ-ერთი, რაც საკუთარ თავს ვურჩიე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს კლუბში მისვლა იყო, სადაც ხალხის მოსაწონ ფეხბურთს თამაშობენ, აქ კი ეს ტრადიციაა, ამიტომაც ბედნიერი ვარ.

შემტევი ფეხბურთისთვის ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს, ამიტომ როცა გუნდები უკნიდან ამოდიან, ფეხბურთელები კრეატიულობას ავლენენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გატანა გვჭირდება",
- განაცხადა პორტუგალიელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: bastian777
2 დეკემბერი 2016 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ფერგიუსონის წასვლის შემდეგ დაცვის პრობლემაა ამ გუნდში და ვერ მიხვდა ვერც მოიესი ვერც ვანგაალი და ეს ხო საერთოდ, რომ ორი ნორმალური მცველია მოსაყვანი,ფერგიუსონს ვიდიჩი ფერდინანდი და ევრა ყავდა, ამათ ბლინდი როხო ჯონსი შოუ, სმოლინგს კიდე არაუშავს, განსხვავებას ხედავთ? ამაშია მთელი პრობლემა მეტი არაფერში, წინ ბრწყინვალე შემადგენლობაა პოგბა მატა ერერა რუნი მხიტარიანი იბრაჰიმოვიჩი და მარსიალი ერთ ერთი საუკეთესო მსოფლიოში.
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
2 დეკემბერი 2016 18:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შედეგიც უნდა ქონდეს ბევრ მომენტს
0
№13
ავტორი: mogeba
2 დეკემბერი 2016 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
mec mjeravs maosi da vici komportulad gdnibs tavs magas adre fergim dasaxela mao maxsovs da uvelaferi ifneba kargad ashkarag gundi tamshibs lag fexburts da mao arjulebs uvelas mkacria magram dan ganicdis mis emociebs sazgvari ar aq mao midi mouge uvelas
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top