თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2016, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2753,
კომენტარები: 17
მხითარიანი: "ჩემი თამაშით აღელვებული ვარ"
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის კომენტარი.
მხითარიანი:
ლიგის თასის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი მოხარულია თავისი და გუნდის თამაშით.

"ფეიენოორდთან" გაბრწყინების შემდეგ, სომხეთის ნაკრების კაპიტანმა ერთ კვირაში ორჯერ მოიპოვა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო - "იუნაიტედის" ოფიციალურ თვითერზე გამოკითხული გულშემატკივრების ხმების 78% სწორედ ჰენრიხს ერგო.

დორტმუნდის "ბორუსიადან" ზაფხულში შეძენილმა ფეხბურთელმა შეცვლაზე გასვლისას "იუნაიტედის" გულშემატკივრებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა. შეხვედრის შემდეგ მხითარიანმა განაცხადა, რომ მოხარულია გუნდის წარმატებით და ამაში თავისი წვლილის შეტანით.

"თამაშით აღელვებული ვარ, ჩემი თამაშით ვარ აღელვებული. კარგად შევასრულეთ ჩვენი საქმე. გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავაკეთეთ, რადგან კვირას გამართული მატჩი, ჩვენთვის კარგი არ გამოდგა გამარჯვების მოუპოვებლობის გამო. მაგრამ ამჯერად ყველაფერმა გაამართლა და მოხარულები ვართ."

"წითლები" სათასო მატჩებში, რომლებსაც "ოლდ ტრაფორდზე" მართავენ, წარმატებით ასპარეზობენ და ეს დამტკიცდა არა მარტო "ფეიენოორდა" და "ფენერბაჰჩესთან" შეხვედრაში, რომელთაც ასევე 4 გოლი გაუტანეს, არამედ "მანჩესტერ სიტისთან" დერბიშიც.

"ბოლო მატჩში ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ახლა შევძელით, ასე რომ, ამაშია განსხვავება. შესაძლოა, ამჯერად იმაზე მეტი გავაკეთეთ, რაც მოგვეთხოვებოდა და 4 გოლი გავიტანეთ. შეიძლება, მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ 4 გოლზე შევჩერდით და კარგად ვითამაშეთ, დაცვიდან თავდასხმაში დიდებულად გადავდიოდით. "ევერტონთან" მატჩისთვისაც ასევე უნდა მოვემზადოთ."


27 წლის ფეხბურთელი "ვესტ ჰემის" მცველების თავისტკივილი იყო. მხითარიანმა ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ენტონი მარსიალს, მაგრამ იგი ასევე აცნობიერებს გუნდის თავდადებას და ფიქრობს, რომ ასეთი თამაში "წითლებს" დეკემბრის გადატვირთულ გრაფიკში წარმატებას მოუტანს.

"მატჩის შემდეგ ხანდახან ძალიან დაღლილი ხარ, მაგრამ ეს კარგი დაღლაა, რადგან მოედანზე ყველაფერი გააკეთე და ამით კმაყოფილი ხარ, ასე რომ, ჩემი აზრით, დღეს ყველა დაღლილი, მაგრამ კმაყოფილია.

რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოა მატჩის მოგება, უფრო სწრაფად და უკეთ აღიდგენ ფორმას, უფრო მეტი მხიარულებაა გასახდელ ოთახში, რაც კარგ ატმოსფეროს ქმნის და ჩვენც სწორედ ამას ვცდილობთ",
- განაცხადა მხითარიანმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: mogeba
1 დეკემბერი 2016 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
magari xar mxito imena ma'chesteris ritmshi xar kide moumateb henrix
2
№2
ავტორი: DRJBECKHAM
1 დეკემბერი 2016 13:07
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
მემგონი ყველა მიხვდა რო მარჯვნივ ეს უნდა დადგეს და მარცხნივ მარსიალი, შუაში პოგბა და კერიკი, ცენტრალურზე კიდე ერერა ან მატა ან რუნი.
0
№3
ავტორი: snatch77
1 დეკემბერი 2016 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
აზრი? wink ევერტონთან ლინგარდი , რეშფორდი და ფელაინი იქნება მიკის , მარსიალის და კერიკის ნაცვლად
2
№4
ავტორი: MAN mou MAN
1 დეკემბერი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
Premier ligashi isev chaisrian
0
№5
ავტორი: LASHQARA
1 დეკემბერი 2016 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
პირველი გოლის დროს რუნის პასი უფრო სერიოზული იყო ვიდრე ამის მაგრამ იასნია მაგრად შეასრულა ეს ბიჭი თავიდანვე მევასებოდა და გაამართლებს კიდეც იმედებს მჯერა love am
1
№6
ავტორი: Malboro463
1 დეკემბერი 2016 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
არადა პირველი ტაიმი ჩაგდო
0
№7
ავტორი: gela-manutd
1 დეკემბერი 2016 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
სომეხი რო არ იყო უფრო კაი იქნებოდი lol
0
№8
ავტორი: GeorgeBest
1 დეკემბერი 2016 14:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ესეთ თამაშებში ათამაშებს მაინც მარტო
0
№9
ავტორი: WeAreUnited
1 დეკემბერი 2016 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ევერტონთან დააყენებს იგივე კამანდას ნახეთ თუ არა ;)
0
№10
ავტორი: stepno
1 დეკემბერი 2016 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: snatch77
აზრი? wink ევერტონთან ლინგარდი , რეშფორდი და ფელაინი იქნება მიკის , მარსიალის და კერიკის ნაცვლად

მაშინ მანჩესტერისთვის ცუდი უნდა მოუს თუ ეგრე ქნა:))) რაც არამგონია ნამდვილად :)) ევერტონთან მხითოც იქნება და მარსიალიც ჩემი აზრით ამას დამატებული პოლ პოგბა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top