თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2016, 10:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2650,
კომენტარები: 12
Sky sports: შვაინშტაიგერი სეზონის პირველ მატჩს დღეს ჩაატარებს
გერმანელი ნახევარმცველი ლიგის თასზე ითამაშებს.
Sky sports: შვაინშტაიგერი სეზონის პირველ მატჩს დღეს ჩაატარებს
Sky-ს წყაროები იტყობინებიან, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი "ვესტ ჰემთან" ლიგის თასის მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობისას გერმანელს არცერთი წამი არ უთამაშია პირველი გუნდის რიგებში, მაგრამ თუკი დღეს მზადმყოფი შეხვდება მატჩს, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

"ოლდ ტრაფორდზე" მოურინიოს მისვლის შემდეგ ბასტიანს აცნობეს, რომ "იუნაიტედის" პირველ გუნდში თამაშის პერსპექტივა არ ექნებოდა, რის გამოც კლუბის ახალგაზრდულ და სარეზერვო გუნდებთან ერთად ვარჯიშობდა, სანამ ევროპის ლიგის განაცხადადიდან მისი გვარი არ ამოიღეს. თუმცა, გასული კვირის მატჩში იგი სათადარიგოთა სკამზე მოხვდა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.

გერმანელ ნახევარმცველს კლუბის დატოვების უფლება მისცეს და მან ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბებთან გამართა მოლაპარაკებები, მაგრამ მანჩესტერში დატოვებას ჯერ კიდევ გეგმავს, რადგანაც ვითარების შეცვლის იმედი აქვს.

ვითარება კი შეიძლება შეიცვალოს დღეს საღამოს და მას თამაშის შანსი მიეცეს, რადგან "იუნაიტედის" ნახევარმცველთა წყვილი პოლ პოგბასა და მარუან ფელაინის სახით დისკვალიფიცირებულია.

წყარო: skysports
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2016 10:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მატჩის ყურებისას დავითვლი, რამდენ ორთაბრძოლას წააგებს
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DRJBECKHAM
30 ნოემბერი 2016 10:35
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
შნეიდერლინს და ფელაინის ერთად აღებულს დღესაც ჯობია. ზოგადად მოურინიომ ხალხის ამოჩემება იცის იგივე კასილასი გაიხსენეთ
1
№3
ავტორი: dybbuk
30 ნოემბერი 2016 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ალილუია! ძაან გამისწორდება რო დღეს მაგრად იყომაროს და ჩაუდოს მოურინიოს
0
№4
ავტორი: Lady in red
30 ნოემბერი 2016 11:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ამან დთეს რომ კარგად ვერ ითამაშოს, არა მხოლოდ ჩვენ ვეღარ ვნახავთ,არამედ შეიძლება თვით ანამაც ვეღარ იხილოს. ამიტომ, მოინდომოს და კარგად ითამაშოს.
0
№5
ავტორი: ნიკუშა
30 ნოემბერი 2016 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ძაან კარგია გამიხარდა ბასტი რომ შემადგენლობაში იქნება
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
30 ნოემბერი 2016 11:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ან ათამაშებს კიდე და ან არა
1
№7
ავტორი: gaga1987
30 ნოემბერი 2016 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ათამაშოს იქნებ რას აკეთებს.მაგრამ მოსუქებულია დაფორმიდანაც ამოვარდნილი იქნება.მაგრამ შანსი უნდა მიიღოს.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
30 ნოემბერი 2016 15:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რამდენი ხნის უთამაშებელია...
0
№9
ავტორი: gache1991
30 ნოემბერი 2016 19:26
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
DYBBUK მეც ალილუიას დაწერას ვაპირებდი:))არ ვიცი უფრო მინდა თუ მგონია :))რო მშვენივრად ითამაშებს და ესეც და კერიკიც ანახებენ ერერას და ფელაინის რა არი კლასი :))
0
№10
ავტორი: stepno
30 ნოემბერი 2016 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვაა იმედია იმედი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top