გერმანელი ნახევარმცველი ლიგის თასზე ითამაშებს.
Sky-ს წყაროები იტყობინებიან, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი "ვესტ ჰემთან" ლიგის თასის მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობისას გერმანელს არცერთი წამი არ უთამაშია პირველი გუნდის რიგებში, მაგრამ თუკი დღეს მზადმყოფი შეხვდება მატჩს, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
"ოლდ ტრაფორდზე" მოურინიოს მისვლის შემდეგ ბასტიანს აცნობეს, რომ "იუნაიტედის" პირველ გუნდში თამაშის პერსპექტივა არ ექნებოდა, რის გამოც კლუბის ახალგაზრდულ და სარეზერვო გუნდებთან ერთად ვარჯიშობდა, სანამ ევროპის ლიგის განაცხადადიდან მისი გვარი არ ამოიღეს. თუმცა, გასული კვირის მატჩში იგი სათადარიგოთა სკამზე მოხვდა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.
გერმანელ ნახევარმცველს კლუბის დატოვების უფლება მისცეს და მან ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბებთან გამართა მოლაპარაკებები, მაგრამ მანჩესტერში დატოვებას ჯერ კიდევ გეგმავს, რადგანაც ვითარების შეცვლის იმედი აქვს.
ვითარება კი შეიძლება შეიცვალოს დღეს საღამოს და მას თამაშის შანსი მიეცეს, რადგან "იუნაიტედის" ნახევარმცველთა წყვილი პოლ პოგბასა და მარუან ფელაინის სახით დისკვალიფიცირებულია.
წყარო:
skysports