თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2472,
კომენტარები: 11
მოურინიოს მორიგი ბრალდება წაუყენეს
საფეხბურთო ასოციაციამ "იუნაიტედის" მწვრთნელს მორიგი ბრალდება წაუყენა.
მოურინიოს მორიგი ბრალდება წაუყენეს
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ჟოზე მოურინიოს "ვესტ ჰემთან" მატჩის პირველ ტაიმში ჩადენილ არასათანადო ქმედებაში დასდო ბრალი.

კვირას "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩი ითამაშა ფრედ, რითაც 1990/1991 წლების სეზონის შედეგი გაიმეორა.

შეხვედრის 27-ე წუთზე, მოურინიომ, რომელიც აღაშფოთა მთავარი მსაჯის, ჯონათან მოსის მიერ "იუნაიტედის" ნახევარმცველის პოლ პოგბასთვის ყვითელი ბარათის ჩვენებამ, ფეხი დაარტყა წყლის ბოთლს, რომელიც 20 მეტრის რადიუსში დაეცა.



მოსმა დაუყოვნებლივ გააძევა ჟოზე ტექნიკური ზონიდან, მატჩის დარჩენილი ნაწილი კი პორტუგალიელმა ვიპ-ლოჟაში გაატარა.

მოსის ანგარიშის შესწავლის შემდეგ, საფეხბურთო ასოციაციამ მოურინიოს ბრალი წაუყენა. ჟოზეს 1 დეკემბრის საღამომდე ექნება დრო ბრალდების გასაპროტესტებლად ან მასზე დასათანხმებლად.

აღვნიშნავთ, რომ ეს ბოლო თვენახევრის განმალვობაში FA უკვე მესამე ბრალდებას უყენებს მოურინიოს. მანამდე იგი "ლივერპულთან" მატჩის წინ ენტონი ტეილორის შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო დასაჯეს, ამის შემდეგ კი "ბარნლისთან" მატჩში მარკ კლატენბურგთან კონფლიქტის გამო. ამ უკანასკნელისთვის "იუნაიტედის" ხელმძღვანელი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, მაგრამ ამჯერად სანქცია უფრო სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
29 ნოემბერი 2016 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1598
კაროჩე არ ეშვებიან ამ კაცს, უბრალოდ ერთი მომენტია შეიძლება სასაცილოდაც ჟღერდეს მაგრამ ბოთლისთვის რო ფეხი არ დაერტყა ალბათ არც არავინ ეტყოდა რამეს, თორე ეგრე კონტე და კლოპი რო დახტიან და ღრიალებენ ეგეთს ვინ აკეთებს საერთოდ
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ნოემბერი 2016 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
უნდა მოთოკოს ნერვები, თორე ესე გაგრძელება აღარ შეიძლება. ხო იცის რო არაფერს არ აპატიებენ და რაღატო შვრება ეგეთ რაღაცეებს
0
№3
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2016 13:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეიძლება დაიმსახურა გაგდება მარა სხვა მწვრთნელებს უარესებიც უქნიათ მაგრამ სიტყვიერი გაფრრთხილებით შემოიფარგლებიან ხოლმე მაქსიმუმ
0
№4
ავტორი: kaxeti
29 ნოემბერი 2016 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
დააჭირე რა უკანალს და გუნდს მიხედე ამდენ მომენტებს რომ ანიავებენ
0
№5
ავტორი: MEMPHIS 7
29 ნოემბერი 2016 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ხო რა ცოტა აზრზე უნდა მოვიდეს ისე მაგარი ზეწოლისქვეშააა მოუ
0
№6
ავტორი: SirAlexFerg
29 ნოემბერი 2016 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
auu magrad tvins utknaven am kacs ra undat ver gavige magrad erchian
0
№7
ავტორი: gaga1987
29 ნოემბერი 2016 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ჟოზე მაგრად არევასებათ არც მსაჯებს და არც ფას. ეს არამარტო ამ სეზონში წინა სეზონებშიც ესე იყო.
0
№8
ავტორი: stepno
29 ნოემბერი 2016 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოურინიოს ადგილზეე შეიძლება ისეთი რაღაცეები გამეკეთებინა რო საერთოდ აეკრძალათ მწვრთნელობა ჩემთვის am იმენა უიღბლო გუნდი ვართ რაა ვიღაცამ ისე დაგვწყევლა რო რავიცი მე მისი დედას ცენზურაიი
0
№9
ავტორი: RojoDiablo
29 ნოემბერი 2016 15:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და არც ტექნიკური ზონა დაუტოვებია. სიმართლე ვთქვა, ვერ მივხვდი, რატომ უნდა დასაჯო ადამიანი იმისთვის, რომ ემოცია გამოავლინა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: SANDROGRIGA
29 ნოემბერი 2016 17:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ყოველ შემთხვევაში უნდა შეიკავოს თავი მერამდენედ აძლევენ უკვე დისკვალიფიკაციას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top