თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2473,
კომენტარები: 11
მოურინიოს მორიგი ბრალდება წაუყენეს
საფეხბურთო ასოციაციამ "იუნაიტედის" მწვრთნელს მორიგი ბრალდება წაუყენა.
მოურინიოს მორიგი ბრალდება წაუყენეს
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ჟოზე მოურინიოს "ვესტ ჰემთან" მატჩის პირველ ტაიმში ჩადენილ არასათანადო ქმედებაში დასდო ბრალი.

კვირას "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩი ითამაშა ფრედ, რითაც 1990/1991 წლების სეზონის შედეგი გაიმეორა.

შეხვედრის 27-ე წუთზე, მოურინიომ, რომელიც აღაშფოთა მთავარი მსაჯის, ჯონათან მოსის მიერ "იუნაიტედის" ნახევარმცველის პოლ პოგბასთვის ყვითელი ბარათის ჩვენებამ, ფეხი დაარტყა წყლის ბოთლს, რომელიც 20 მეტრის რადიუსში დაეცა.



მოსმა დაუყოვნებლივ გააძევა ჟოზე ტექნიკური ზონიდან, მატჩის დარჩენილი ნაწილი კი პორტუგალიელმა ვიპ-ლოჟაში გაატარა.

მოსის ანგარიშის შესწავლის შემდეგ, საფეხბურთო ასოციაციამ მოურინიოს ბრალი წაუყენა. ჟოზეს 1 დეკემბრის საღამომდე ექნება დრო ბრალდების გასაპროტესტებლად ან მასზე დასათანხმებლად.

აღვნიშნავთ, რომ ეს ბოლო თვენახევრის განმალვობაში FA უკვე მესამე ბრალდებას უყენებს მოურინიოს. მანამდე იგი "ლივერპულთან" მატჩის წინ ენტონი ტეილორის შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო დასაჯეს, ამის შემდეგ კი "ბარნლისთან" მატჩში მარკ კლატენბურგთან კონფლიქტის გამო. ამ უკანასკნელისთვის "იუნაიტედის" ხელმძღვანელი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, მაგრამ ამჯერად სანქცია უფრო სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
29 ნოემბერი 2016 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11626
Ertze mets ar micemen
1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top