უამრავი ადამიანის მტკიცებით "იუნიტედი" რობინ ვან პერსის გარეშე ვერ შეძლებდა ვერანაირი წარმატების მიღწევას. 21 გოლით, მათ შორის 10 ბოლო ათ თამაშში, 29 წლის ჰოლანდიელმა ფენომენალური სტარტი აიღო. როგორც მოგეხსენებათ "იუნაიტედმა" ის "არსენალიდან" გადმოიბირა 24 მილიონად. ჰოლანდიელმა ბოსისგან დიდი შექება დაიმსახურა, არა მარტო იმით რასაც ის მოედანზე აკეთებს, არამედ იმ მაგალითით რასაც ის თავისი პროფესიონალიზმით აჩვენებს სხვა მოთამაშეებს. თუმცა, ფერგიუსონი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ვან პერსის გარეშე "იუნაიტედი" ვერაფერს ვერ მიაღწევდა.
"მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენ ერთ კაცზე დამოკიდებულები გავხდით" - განუცხადა ფერგიუსონმა United Review-ს. "ისტორიაში ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენი წარმატება ერთ კაცზე იყო დამოიკდებული. ერიკ კანტონა თავისი გოლებით მეტწილად განაპირობებდა იმას, რომ ჩვენ ტიტულებს ვიგებდით, მაშინ როდესაც სხვები თითქმის ვერაფერს ახერხებდნენ. მაგრამ ეხლა ყველაფერი სხვანაირადაა. ხავიერ ერნანდესმა უკვე მოახერხა 12 გოლის გატანა, მაშინ როდესაც უიენ რუნის 9 გოლი აქვს. მცველებმა ჯონი ევანსმა და პატრის ევრამ 8 გოლი მოაგროვეს ერთად. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ "იუნაიტედი" ერთი კაცის გუნდად ჩავთვალოთ. თუმცა ვან პერსი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს, გოლების გატანის გარდა ის საგოლე მომენტებს ქმნის"
ფერგიუსონს ალბათ გაუჭირდება რობერტო მანჩინის აზრის უარყოფა. სადაც ის ამბობს, რომ ვან პერსი არის ორი მანჩესტერულ გუნდს შორის ქულების სხვაობის განმაპირობებელი.
"ის ძალიან კარგად უმკლავდება თავის ახალ გამოწვევას" დაამატა შოტლანდიელმა "ის არის შესაბამისი ფეხბურთელი, შესაბამის კლუბში, შესაბამის დროს. მას აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი, როგორც თვითონვე აღნიშნავს, ის ძალიან კარგად შეეწყო კლუბს. იმედი მაქვს, რომ ის დაგვეხმარება ორივე ლიგაზე და ასევე თასებზე. ვფიქრობ ის შეძლებს წარმატების მოტანას ესეთ რთულ და დატვირთულ პერიოდში."