თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2013, 23:39
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2707,
კომენტარები: 15
ჩვენ არ ვართ რობინზე დამოკიდებული!
ფერგიუსონის მტკიცებით "იუნაიტედი" არ არის ერთი კაცის გუნდი.
ჩვენ არ ვართ რობინზე დამოკიდებული!
უამრავი ადამიანის მტკიცებით "იუნიტედი" რობინ ვან პერსის გარეშე ვერ შეძლებდა ვერანაირი წარმატების მიღწევას.
21 გოლით, მათ შორის 10 ბოლო ათ თამაშში, 29 წლის ჰოლანდიელმა ფენომენალური სტარტი აიღო. როგორც მოგეხსენებათ "იუნაიტედმა" ის "არსენალიდან" გადმოიბირა 24 მილიონად.
ჰოლანდიელმა ბოსისგან დიდი შექება დაიმსახურა, არა მარტო იმით რასაც ის მოედანზე აკეთებს, არამედ იმ მაგალითით რასაც ის თავისი პროფესიონალიზმით აჩვენებს სხვა მოთამაშეებს.
თუმცა, ფერგიუსონი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ვან პერსის გარეშე "იუნაიტედი" ვერაფერს ვერ მიაღწევდა.

"მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენ ერთ კაცზე დამოკიდებულები გავხდით" - განუცხადა ფერგიუსონმა United Review-ს. "ისტორიაში ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენი წარმატება ერთ კაცზე იყო დამოიკდებული. ერიკ კანტონა თავისი გოლებით მეტწილად განაპირობებდა იმას, რომ ჩვენ ტიტულებს ვიგებდით, მაშინ როდესაც სხვები თითქმის ვერაფერს ახერხებდნენ. მაგრამ ეხლა ყველაფერი სხვანაირადაა. ხავიერ ერნანდესმა უკვე მოახერხა 12 გოლის გატანა, მაშინ როდესაც უიენ რუნის 9 გოლი აქვს. მცველებმა ჯონი ევანსმა და პატრის ევრამ 8 გოლი მოაგროვეს ერთად. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ "იუნაიტედი" ერთი კაცის გუნდად ჩავთვალოთ. თუმცა ვან პერსი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს, გოლების გატანის გარდა ის საგოლე მომენტებს ქმნის"

ფერგიუსონს ალბათ გაუჭირდება რობერტო მანჩინის აზრის უარყოფა. სადაც ის ამბობს, რომ ვან პერსი არის ორი მანჩესტერულ გუნდს შორის ქულების სხვაობის განმაპირობებელი.

"ის ძალიან კარგად უმკლავდება თავის ახალ გამოწვევას" დაამატა შოტლანდიელმა "ის არის შესაბამისი ფეხბურთელი, შესაბამის კლუბში, შესაბამის დროს. მას აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი, როგორც თვითონვე აღნიშნავს, ის ძალიან კარგად შეეწყო კლუბს. იმედი მაქვს, რომ ის დაგვეხმარება ორივე ლიგაზე და ასევე თასებზე. ვფიქრობ ის შეძლებს წარმატების მოტანას ესეთ რთულ და დატვირთულ პერიოდში."

წყარო :www.DailyMail.co.uk
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Luka Gelashvili
18 იანვარი 2013 12:14
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მართალი ხარ ბაბუ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№12
ავტორი: Shako Jones
18 იანვარი 2013 14:11
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
RULE manunited
0
№13
ავტორი: VaRdo
18 იანვარი 2013 16:42
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
პერსი არის ყველაზე მაგარი ტრანსფერი 2012 წლის : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: MAGNIFICENT 7
18 იანვარი 2013 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
არ ვართ რობინზე დამოკიდებული გუნდი იასნა მაგრამ რობინი ძალიან მაგარიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№15
ავტორი: Red Hooligan
18 იანვარი 2013 21:47
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს რობინი მარა დამოკიდებული ნამდვილად არ ვართ მაგაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top