თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2016, 09:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2423,
კომენტარები: 15
ფარიას ვერდიქტი "ვესტ ჰემთან" ფრეზე
მოურინიოს ასისტენტის მატჩის შემდგომი ინტერვიუ.
ფარიას ვერდიქტი
"ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რუი ფარია გაესაუბრა, რადგან ჟოზე მოურინიო მსაჯმა მოედნიდან გააძევა და პორტუგალიელმა მატჩს თვალი ტრიბუნებიდან ადევნა.

მოურინიოს გაძევება

"მსაჯის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი მაქვს სათქმელი. ჟოზესთან ამაზე არ მისაუბრია - მხოლოდ ის მიმოვიხილეთ, თუ რა სჭირდებოდა გუნდს მეორე ტაიმში და ამ რეალობაზე გავამახვილეთ ყურადღება."

გოლების ნაკლებობა პრემიერ ლიგის საშინაო მატჩებში

"ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი იყო, რომ მოედანზე ჩვენ ვიყავით საუკეთესო გუნდი. მატჩის დროს არავითარი ტაქტიკური განხილვა არ გვქონია. თავდასხმაში შანსებს საკმაოდ კომფორტულ სტილში ვქმნიდით და ამას ბოლო რამდენიმე მატჩს დასწრებული გულშემატკივარი ხედავს. ვაჩვენებთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ და ვქმნით ისეთ მომენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ გოლად უნდა გარდაისახოს და მატჩებს მოგვაგებინებდეს. მართალია, ასე არ ხდება და ბოლოს დამწუხრებულები ვრჩებით, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ."

ადრეული გოლის გაშვება

"ამის ანალიზირებისა და გოლების პრობლემის განხილვის დრო გვექნება. როცა გოლს უშვებ, ამას ყოველთვის აქვს თავისი მიზეზი და სტანდარტულების დროს თავდაცვაში რაღაც ისე ვერ იყო. თუ სწორედ ასე მოხდა, ამის გამოსწორებას ვეცდებით. "არსენალის" მიერ გატანილ გოლთან შედარებით, ეს სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ვიდეოს გადავახვევთ და დავაკვირდებით. საუკეთესო შედეგის მიღებას ვცდილობთ."

პოგბას ყვითელი ბარათი

"ვფიქრობ, მისმა აღშფოთებამ ყველას აჩვენა, რომ საჯარიმო დარტყმა უნდა დანიშნულიყო, მაგრამ პოლმა ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო მატჩს გამოტოვებს. ასე რომ, შეიძლება მართლაც არსებობს აღშფოთების გამოხატვის მიზეზი, მაგრამ მატჩის დროს ასეც ხდება, ეს მსაჯის გადაწყვეტილებაა. ჩვენი პერსპექტივით, ეს გადაწყვეტილება ჩვენდა სასარგებლოდ უნდა მიეღოთ."

"იუნაიტედში" მუშაობის სირთულე

"ვიცოდით, რომ ადვილი საქმე არ გვექნებოდა და რაღაც უნდა შეგვეცვალა, რასაც ვაკეთებთ კიდეც. ჩვენი ფეხბურთელების გვჯერა, ჩვენი გუნდის გვჯერა და ჩვენი ცვლილებები მალე გამოიღებს შედეგს. ვიცოდით, რომ წინ უდიდესი სამუშაო გველოდა და ამას ვაკეთებთ. ეს დიდი კლუბია, ვიცოდით, რომ დიდი კლუბია და სამართლიანად რომ ვთქვათ, ჩვენც დიდი კლუბები შეგვეფერება. ისიც ვიცით, როგორ მოვაგებინოთ გუნდს და ეს არის ჩვენი საქმე, რასაც გავაკეთებთ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2016 09:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"ვფიქრობ, მისმა აღშფოთებამ ყველას აჩვენა, რომ საჯარიმო დარტყმა უნდა დანიშნულიყო, მაგრამ პოლმა ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო მატჩს გამოტოვებს. ასე რომ, შეიძლება მართლაც არსებობს აღშფოთების გამოხატვის მიზეზი, მაგრამ მატჩის დროს ასეც ხდება, ეს მსაჯის გადაწყვეტილებაა. ჩვენი პერსპექტივით, ეს გადაწყვეტილება ჩვენდა სასარგებლოდ უნდა მიეღოთ."


იმედია, ეგ ყველაფერი ისე თქვა, რომ ჯერ ვიდეოგამეორება არ უნახავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
28 ნოემბერი 2016 09:59
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
1. Ikneb utxras vinmem jozes ro Roca gundi 4-0 igebs im shemadgenlobas mcvrtneli momdevno tamashi ar cvlis arasdros. 2. Gundshi 3 jamrteli ampluit marcxena mcveli gyavdes da rato akenebs marjvena mcvels? 3.roca gyavs mxitariani, romelic sauketeso iko cina tamashi, rato cvli lingardit? An tu diritadshi mainc su lingardi unda idges, saertod ra azri konda kidvas? 4.rato atarebs eksperimentebs kvela mcvrtneli manchestershi? Rato arasdros ar atamasheben fexburtelebs tavis poziciebze? 5. An Europa liga moigos da gainagdos ligaze tamashi, aba es premierligashi sad iknebaa bolos aravin aricis. Anarada daanebos am gunds tavi da moiyvanon gigzi-sqoulzi. Rogor davijero gunds amaze uket ver aatamasheben. Bolobolo fergis gazrdili da nascavli bichebi Arian.
0
№3
ავტორი: ikeoni
28 ნოემბერი 2016 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Dzalian uigbloba gvchirs
0
№4
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2016 10:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ALEXFERGUSON
1. Ikneb utxras vinmem jozes ro Roca gundi 4-0 igebs im shemadgenlobas mcvrtneli momdevno tamashi ar cvlis arasdros. 2. Gundshi 3 jamrteli ampluit marcxena mcveli gyavdes da rato akenebs marjvena mcvels? 3.roca gyavs mxitariani, romelic sauketeso iko cina tamashi, rato cvli lingardit? An tu diritadshi mainc su lingardi unda idges, saertod ra azri konda kidvas? 4.rato atarebs eksperimentebs kvela mcvrtneli manchestershi? Rato arasdros ar atamasheben fexburtelebs tavis poziciebze? 5. An Europa liga moigos da gainagdos ligaze tamashi, aba es premierligashi sad iknebaa bolos aravin aricis. Anarada daanebos am gunds tavi da moiyvanon gigzi-sqoulzi. Rogor davijero gunds amaze uket ver aatamasheben. Bolobolo fergis gazrdili da nascavli bichebi Arian.

სიმართლე რომ ვთქვათ, თამაშთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ გვაქვს. გუნდი სანახაობრივ ფეხბურთსაც თამაშობს, სწრაფსაც, მომენტებსაც ქმნის, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს ინდივიდუალური კლასის ნაკლებობა იჩენს თავს. მომენტებს რომ ვერ გამოიყენებ, თანაც ამდენს და თანაც ყოველ მატჩში, ეს უკვე მწვრთნელის ბრალი აღარაა. შეიძლება ვინმემ თქვას, მისი ბრალია, მან ხომ იყიდა ეს ფეხბურთელებიო, მაგრამ არაა ეგრე. იბრას მაგალითი ავიღოთ.

არასდროს მინახავს იბრას ამდენი გაფუჭებული მომენტი. მაგრამ აქ რაღაც სჭირს. ან თუნდაც რეში ავიღოთ. მოუს ბრალი არც ისაა, რომ ერთი-ერთზე გოლი ვერ გააქვს (და სულაც არაა არგუმენტი ის, რომ 19 წლისაა. შარშან 18-ს იყო, მაგრამ უფრო მაგარ რამეებს აკეთებდა)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: gaga1987
28 ნოემბერი 2016 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
yvela mekares chventan udgeba ra
1
№6
ავტორი: Lady in red
28 ნოემბერი 2016 10:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
როცა კარგად თამაშობ და ქულებ კარგავ ძალიან ცუდია, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? გავიგეთ, რომ თამაში გამოვასწორეთ,მაგრამ ვრჩებით გაქვავებულები ცხრილში და შეიძლება უფრო ქვემოთაც ვიწევთ. ველოდები და კიდევ დაველოდები, მაგრამ ცოტა მეტი მონდომება სჭირდებათ ფეხბურთელებს, მომენტების გამოყენება ისწავლონ, რაც ყველაზე ძვირად გვიჯდება ამ სეზონში. მოუმ კიდევ ცოტა ნერვები დაიწყნაროს, ჩვენ გუნდს მისი გაძევება ნამდვილად არ სჭირდებოდა, მითუმეტეს, როდესაც ასეთი ზეწოლაა გუნდზე ასეთი ნერვიული აშლილობები არ გამოგვადგება. პოგბა ცანცარაა და მაგას ურჩევნია ირბინოს მოედანზე. ნეტა თუ ნახა რა სისულელე გააკეთა და რისთვის მიიღო ბარათი. შეიძლება მოიტყუო, მაგრამ ასე უნიჭოდ რატომ?
0
№7
ავტორი: dachi_mu
28 ნოემბერი 2016 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
შედეგიც მოვა,რაც მთავარია გუნდი ფეხბურთს თამაშობს..ერთხელ არ ურტყავს კარებში როგორც ღაბაბას დროს იყო... ვითარდება გუნდი
0
№8
ავტორი: MEMPHIS 7
28 ნოემბერი 2016 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ევერტონს უნდა მოუგოთ ძაან ძნელი იქნება გასვლაზე ევერტონის დამარცხებააა მაგრამ უნდა შევძლოთ
0
№9
ავტორი: DRJBECKHAM
28 ნოემბერი 2016 11:27
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
პოგბა სიმულიანტობდა მაგრამ რეალურად არც ნობლი თამაშობდა სუფთად, იმენა ფეხზე იყო წასული და ზოგადად მაინც ნიშნავენ ჯარიმებს, პროსტა პოგბამ ბუსკეტსის სტილში იმოქმედა :D რაც შეეხება თამაშს მეც ვერ ვიგებ რატო ეყენა დარმიანი და არა შოუ ან ბლინდი. რატო იყო ლინგარდი და არა მხითარიანი, რატო შეუყო რეშფორდს და რატო არ აძლევს მთელი თამაშის შანსს დეპაის, რეშფორდი არ არის კლასიკური ვინგერი, კაცს ატყუებს მაგრამ ვერ აწვდის, ვერ უქმნის მომენტს გუნდელს დეპაისგან გასნხვავებით, მართლა შეუძლია კაცის მტყუებაც და საჯარიმოში ჩაწოდებაც. ერთი დასვკნა ის იყო რო უნდოდა ადვილად, დაღლის გარეშე მოეგო რაც არ გამოუვიდა.
0
№10
ავტორი: ALEXFERGUSON
28 ნოემბერი 2016 11:34
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: ALEXFERGUSON
1. Ikneb utxras vinmem jozes ro Roca gundi 4-0 igebs im shemadgenlobas mcvrtneli momdevno tamashi ar cvlis arasdros. 2. Gundshi 3 jamrteli ampluit marcxena mcveli gyavdes da rato akenebs marjvena mcvels? 3.roca gyavs mxitariani, romelic sauketeso iko cina tamashi, rato cvli lingardit? An tu diritadshi mainc su lingardi unda idges, saertod ra azri konda kidvas? 4.rato atarebs eksperimentebs kvela mcvrtneli manchestershi? Rato arasdros ar atamasheben fexburtelebs tavis poziciebze? 5. An Europa liga moigos da gainagdos ligaze tamashi, aba es premierligashi sad iknebaa bolos aravin aricis. Anarada daanebos am gunds tavi da moiyvanon gigzi-sqoulzi. Rogor davijero gunds amaze uket ver aatamasheben. Bolobolo fergis gazrdili da nascavli bichebi Arian.

სიმართლე რომ ვთქვათ, თამაშთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ გვაქვს. გუნდი სანახაობრივ ფეხბურთსაც თამაშობს, სწრაფსაც, მომენტებსაც ქმნის, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს ინდივიდუალური კლასის ნაკლებობა იჩენს თავს. მომენტებს რომ ვერ გამოიყენებ, თანაც ამდენს და თანაც ყოველ მატჩში, ეს უკვე მწვრთნელის ბრალი აღარაა. შეიძლება ვინმემ თქვას, მისი ბრალია, მან ხომ იყიდა ეს ფეხბურთელებიო, მაგრამ არაა ეგრე. იბრას მაგალითი ავიღოთ.

არასდროს მინახავს იბრას ამდენი გაფუჭებული მომენტი. მაგრამ აქ რაღაც სჭირს. ან თუნდაც რეში ავიღოთ. მოუს ბრალი არც ისაა, რომ ერთი-ერთზე გოლი ვერ გააქვს (და სულაც არაა არგუმენტი ის, რომ 19 წლისაა. შარშან 18-ს იყო, მაგრამ უფრო მაგარ რამეებს აკეთებდა)

გეთანხმები,რომ ერთიერტზე გოლის ვერ გატანა და ამდენი მომენტის გაფუჭება არაა მწვრთნელის ბრალი,მაგრამ ასე შემადგენლობის ცვლაც არ შეიძლება. მე უბრალოდ ხაზი გავუსვი იმ ფაქტს,რომ ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს თავის პოზიციაზე. თორე სანახაობაზე და მომენტებზე არ მაქვს საუბარი. რამდენჯერაც კერიკი დადგა ცენტრში იმდენჯერ ბურთიც გვეჭირა და ვეფც სახიფათო მომენტები იქმნებოდა ჩვენ კართან. გასაგებია რო უკვე ასაკშია,მარა ფეხბურთელს თუ შეუძლია თამაში თან მაღალ დონზე ხო შეიძლება დააყენო ძირითადში? არ შეიძლება მარჯვენა მცველი იდგეს მარცხნივ,თავდამსხმელი ნახევარდაცვაში და შემტევი ნახევარმცველი საყრდენზე. ჩემი აზრით არაა სწორი. თუნდაც იგივე დიმარია რო გავიხსენოთ. კარგად ვნახეთ ფლანგზე ასაც აკეთებდა,როგორც კი აწია თავდასხმაში მოკვდა ფეხბურთელი. რუნი ხო იყენებს ასეთ მომენტებს,მხითარიანი ხო ბევრად უფრო დიდი კლასია ვიდრე ლინგარდი. ხოდა შე დალოცვილო დააყენე რა. მაგაზე მაქვს საუბარი თორე სხვა მხრივ ჟოზეს არაფერს არ ვერჩი
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top