თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2016, 09:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2424,
კომენტარები: 15
ფარიას ვერდიქტი "ვესტ ჰემთან" ფრეზე
მოურინიოს ასისტენტის მატჩის შემდგომი ინტერვიუ.
ფარიას ვერდიქტი
"ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რუი ფარია გაესაუბრა, რადგან ჟოზე მოურინიო მსაჯმა მოედნიდან გააძევა და პორტუგალიელმა მატჩს თვალი ტრიბუნებიდან ადევნა.

მოურინიოს გაძევება

"მსაჯის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი მაქვს სათქმელი. ჟოზესთან ამაზე არ მისაუბრია - მხოლოდ ის მიმოვიხილეთ, თუ რა სჭირდებოდა გუნდს მეორე ტაიმში და ამ რეალობაზე გავამახვილეთ ყურადღება."

გოლების ნაკლებობა პრემიერ ლიგის საშინაო მატჩებში

"ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი იყო, რომ მოედანზე ჩვენ ვიყავით საუკეთესო გუნდი. მატჩის დროს არავითარი ტაქტიკური განხილვა არ გვქონია. თავდასხმაში შანსებს საკმაოდ კომფორტულ სტილში ვქმნიდით და ამას ბოლო რამდენიმე მატჩს დასწრებული გულშემატკივარი ხედავს. ვაჩვენებთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ და ვქმნით ისეთ მომენტებს, რომლებიც ჩვეულებრივ გოლად უნდა გარდაისახოს და მატჩებს მოგვაგებინებდეს. მართალია, ასე არ ხდება და ბოლოს დამწუხრებულები ვრჩებით, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ."

ადრეული გოლის გაშვება

"ამის ანალიზირებისა და გოლების პრობლემის განხილვის დრო გვექნება. როცა გოლს უშვებ, ამას ყოველთვის აქვს თავისი მიზეზი და სტანდარტულების დროს თავდაცვაში რაღაც ისე ვერ იყო. თუ სწორედ ასე მოხდა, ამის გამოსწორებას ვეცდებით. "არსენალის" მიერ გატანილ გოლთან შედარებით, ეს სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ვიდეოს გადავახვევთ და დავაკვირდებით. საუკეთესო შედეგის მიღებას ვცდილობთ."

პოგბას ყვითელი ბარათი

"ვფიქრობ, მისმა აღშფოთებამ ყველას აჩვენა, რომ საჯარიმო დარტყმა უნდა დანიშნულიყო, მაგრამ პოლმა ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო მატჩს გამოტოვებს. ასე რომ, შეიძლება მართლაც არსებობს აღშფოთების გამოხატვის მიზეზი, მაგრამ მატჩის დროს ასეც ხდება, ეს მსაჯის გადაწყვეტილებაა. ჩვენი პერსპექტივით, ეს გადაწყვეტილება ჩვენდა სასარგებლოდ უნდა მიეღოთ."

"იუნაიტედში" მუშაობის სირთულე

"ვიცოდით, რომ ადვილი საქმე არ გვექნებოდა და რაღაც უნდა შეგვეცვალა, რასაც ვაკეთებთ კიდეც. ჩვენი ფეხბურთელების გვჯერა, ჩვენი გუნდის გვჯერა და ჩვენი ცვლილებები მალე გამოიღებს შედეგს. ვიცოდით, რომ წინ უდიდესი სამუშაო გველოდა და ამას ვაკეთებთ. ეს დიდი კლუბია, ვიცოდით, რომ დიდი კლუბია და სამართლიანად რომ ვთქვათ, ჩვენც დიდი კლუბები შეგვეფერება. ისიც ვიცით, როგორ მოვაგებინოთ გუნდს და ეს არის ჩვენი საქმე, რასაც გავაკეთებთ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
28 ნოემბერი 2016 11:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ყოველი თამაშის მერე ერთი და იგივე :/
0
№12
ავტორი: gache1991
28 ნოემბერი 2016 12:36
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ამ გუნდის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ის არი რო ისეთი დუხით ვერ გამოდიან..ოთხი ფრე და იმისინ ზორიასტან ერთი დარტყმით მოგებული ტამაში..პირველი ტაიმის ბოლოს მომენტი იყო რო ძაან დააწვენ და ეგრევე აიჭრენ ისინი მარა ვსო..ფერგის გუნდმა 3-0ზეც იცოდა რო შეეძლო თამაშის მოტრიალება.ამგუნდს არ მახსოვს ქამბექი როდის გააკეთა..შემადგენლობაზე ლაპარაკს ხო აზრი არ აქ.გუნდში ყველაზე მეტი მარცხენა მცვე გყადეს და აყენებდე მარჯვენა მცველს არ მინახავს.ამას აზპილიკუეტა ევასებოდა და იმასაც აყენებდა ესე მაა იმს მარცხენა ფეხით ჩაწოდებაზე პრობლემა არ ქონა,ეს ვერ აწოდებს.ერერა მაგრა მიყვარს მარა კერიკი დღეს ჯობია.წინ საერთოდარ იყურება.ტიპი არი ჯონსის და რხოს დამაკავშირებელი.ბლინდი კერიკი სასტავში.მხითარიანი ლინგარდის მაგვრად მარსიალი რეშფორდის მაგივრად,ეყოთ მათ თამაშI..

ყველა მეკარეს უდგებაო,ეგრეააბა ეხლა ევერტონის ადგილას წარმოიდგინეიციანრო ბარნლი სტოკი ვესტჰემი არსენალი ცუდად იტამაშეს მარა აის ქულა,ყველამ იცის უკვე რო ჩვენთან თამაში შეილება და ააღარ არიან თამაშის შეშინებულები...გუში ბარსა სოსიედადი იყო,სოსიედადი სამი წელია ამწარებს ბასას,ძალიან სუსტი შემადგენლობა ყავთ მარა იდენად იცოდნენ რო ბარსას მაგათთან უჭირდათ თავზე დაახიეს ბურთი რასაც ქვია,ვისაც არ ჯერა სტატისტკა ნახოს..ჩვენ ევერტონთან რო გავალთ გვეცოდინება რო კარგად ვთამაშებთ და ვერ მოვიგებთ..
1
№13
ავტორი: stepno
28 ნოემბერი 2016 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Rashford 7nda gaetanaa raa :-((((
0
№14
ავტორი: krekera
28 ნოემბერი 2016 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ფაქტია რომ გუნდი თამაშს უმატებს და ვითარდება, კომბინაციებიც სიმრავლეც ჩანს მაგრამ ფაქტია დამაგვირგინებელ ფაზაში სულ ჩაქიმულები არიან რაა!!! შემადგენლობის ასე ხშირად ცვლაც პრობლემაა... ამი უაზრო პრიცნიპულობაც ნერვებს მიშლის, დააყენე რა შეჩემისა მხითო.. კერიკი... მარსიალიი.. ბლინდი საყრდენად... იტოგში რაა:@@@@
0
№15
ავტორი: gela-manutd
28 ნოემბერი 2016 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ყველაფერი გამოსასწორებელია ამ გუნდში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top