თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2016, 16:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3215,
კომენტარები: 25
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-13 ტური
თარიღი: კვირა, 27 ნოემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ბაიი, სმოლინგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Blind, Jones, Darmian, Fosu-Mensah, Rojo, Shaw, Valencia, Carrick, Fellaini, Herrera, Mkhitaryan, Lingard, Mata, Pogba, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford, Rooney, Ibrahimovic
პრემიერ ლიგის მატჩებში გუნდს უბრუნდება ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც "არსენალთან" მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. როგორც მოსალოდნელია, მეკარის პოზიციას დავიდ დე ხეა დაიკავებს, რომელიც ევროპის ლიგის მატჩში სერხიო რომერომ ჩაანაცვლა. პორტუგალიელმა ასევე უნდა გადაწყვიტოს, ათამაშებს თუ არა მაიკლ კერიკს ზედიზედ მესამე მატჩს 9 დღეში. კრის სმოლინგი და ერიკ ბაიი გუნდის ლაზარეთში რჩებიან.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"

ტრავმირებულები: კეროლი, მასუაკუ, ოქსფორდი, ბაირამი, ტერე
დისკვალიფიკაცია: რიდი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Adrian, Randolph, Collins, Ogbonna, Cresswell, Kouyate, Noble, Obiang, Fernandes, Nordtveit, Payet, Lanzini, Antonio, Feghouli, Ayew, Sakho, Zaza, Fletcher, Calleri.

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდის კაპიტანი მარკ ნოუბლი პარტნიორებთან ერთად "ოლდ ტრაფორდზე" მიემართება, ხოლო მცველი უინსტონ რიდი პირიქით, ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის. როგორც მოსალოდნელია, პედრო ობიანგი თამაშს შეძლებს, ხოლო ფორვარდმა ენდი კეროლმა ვარჯიში ამ კვირაში განაახლა, მაგრამ ჯერ თამაშისთვის მზად არ არის.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 19 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: ფ-წ-ფ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ სამი საშინაო შეხვედრა დაასრულა ფრედ, რაც 1992 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდიდან პირველად მოხდა. კლუბმა ზედიზედ ოთხი საშინაო მატჩი ფრედ უკანასკნელად 1980 წლის ნოემბერ-დეკემბერში ითამაშა, მაშინ კი ეს სერია 5 მატჩამდე ავიდა.

მიმდინარე სეზონში გუნდმა 12 ტურის შემდეგ მხოლოდ 19 ქულა დააგროვა. ამაზე ნაკლები ქულათა რაოდენობა გუნდს მხოლოდ 2004/05 წლების სეზონში ჰქონდა - 18 ქულა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 203-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, რაც 80-ით მეტია, ვიდრე გასული სეზონის ამავე ეტაპზე ნაჩვენები შედეგი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე-17 ადგილი, 11 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: მ-მ-წ-ფ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გასვლაზე ჩატარებული 6 მატჩიდან 5 წააგო. გასვლაზე ამაზე უარესად მხოლოდ "ბარნლი" და "ლესტერი" ასპარეზობენ.

პრემიერ ლიგის 12 მატჩში "ჩაქუჩებმა" ყველაზე მეტი ფეხბურთელი ათამაშეს - 26. ამავე პერიოდში ამდენივე ფეხბურთელი მხოლოდ "სანდერლენდმა" გამოიყენა.

გასული სეზონის დასაწყისიდან დღემდე, "ვესტ ჰემის" ფეხბურთელები ყველაზე მეტ წითელ ბარათს იღებდნენ - 7.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 8 გოლი (6 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 1 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

ყველა ტურნირზე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 13 მატჩში, რუნიმ 14 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა - 11 გოლი, 3 საგოლე გადაცემა, მაგრამ ბოლო სამი მატჩის განმავლობაში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

ენტონი მარსიალმა "ვესტ ჰემის" კარში დარტყმული თავისი სამივე ბურთი გოლად გარდასახა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირები: ანტონიო - 6 გოლი (6 ლიგაში).

მაიკლ ანტონიომ პრემიერ ლიგაში ერთ კალენდარულ წელში თავური გოლების რეკორდი გაიმეორა - 11. ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა ტიმ კეჰილს 2010 წელს.

ანტონიომ თავისი ბოლო ექვსი გოლი თავით გაიტანა, მაგრამ იგი ჯერ ძალიან შორსაა დევიდ უეტეროლის რეკორდთან, რომელმაც პრემიერ ლიგაში ზედიზედ 12 გოლი გაიტანა თავური დარტყმის შედეგად.

დიმიტრი პაიე პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტ მომენტს უქმნის პარტნიორებს - 43, თუმცა, "ჩაქუჩებმა" მხოლოდ 4 მათგანი გამოიყენეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 134 მატჩში შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 62-ჯერ იმარჯვა, "ვესტ ჰემმა" 43-ჯერ, 29 მატჩი ფრედ დასრულდა.

გასულ სეზონში "ვესტ ჰემმა" ზედიზედ ორი მატჩი დაასრულა ფრედ "ოლდ ტრაფორდზე" (0-0 ჩემპიონატში და 1-1 ინგლისის თასზე), რითაც "ოცნებების თეატრზე" ყველა ტურნირის მასშტაბით წაგებული 8-მატჩიანი სერია შეწყვიტა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "ვესტ ჰემთან" გამართული ბოლო 23 შეხვედრიდან მხოლოდ 2 წააგო, 20 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა.

"ჩაქუჩებს" 2007 წლის მაისიდან არ მოუგიათ "იუნაიტედთან" გასვლითი მატჩი. უკანასკნელი გამარჯვებისას კარლოს ტევესის გოლმა ისინი ჩემპიონშიპში გავარდნისგან იხსნა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 56 მოგება, "ვესტ ჰემი" - 38 მოგება, ფრე - 26.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 25 მოგება, "ვესტ ჰემი" - 5 მოგება, ფრე - 10.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 41 მოგება, "ვესტ ჰემი" - 12 მოგება, ფრე - 7.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 17 მოგება, "ვესტ ჰემი" - 2 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 0 - 0 "ვესტ ჰემი"


თარიღი: შაბათი, 5 დეკემბერი, 2015
სწრებადობა: 75, 350
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, ჯონათან მოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი განსაჯა, 57 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ენდი ჰალიდეი, სტივ ბენეტი
სათადარიგო მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის წინ
25 კომენტარი
№1
ავტორი: niksonpro101
26 ნოემბერი 2016 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
იუნაიტედს ეს მოგება ჰაერივით სჭირდება manunited
0
№2
ავტორი: GeorgeBest
26 ნოემბერი 2016 16:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თამაშის ხარისხის მხრივ აშკარად მოვუმატეთ და იმედია ყოველ შეხვედრაში ესე იქნება. მთავარია მომენტები გამოვიყენოთ და ყველაფერი რიგზე იქნება
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
26 ნოემბერი 2016 16:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
3 - 0
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 ნოემბერი 2016 16:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ თამაშში გამოჩნდება რამდენად სტაბილურია გუნდი
0
№5
ავტორი: ikeoni
26 ნოემბერი 2016 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Ai rogor uechveli movigebt iciii
0
№6
ავტორი: gela-manutd
26 ნოემბერი 2016 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
უნდა ამოვდოთ
0
№7
ავტორი: niksonpro101
26 ნოემბერი 2016 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
3-0 რტული ნატქვამია 2-1 მაინც უნდა მოვუგოთ მარა ლიჯბი მოგება იყოს ტუ უნდატ 1-0 დაამთავრონ რა თქმა უნდა ჩვენ სასარგებლოდ am
0
№8
ავტორი: gache1991
26 ნოემბერი 2016 18:36
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ამათ ჩვენთან თმაში სულ უჭირდათ.ვერ თამაშობენ და უნდა მოვიგოთ..ანტონიოსთან გაუჭირდებათ თამაშI და ვინმე პერსონალურად უნდა დაუყენოს მოუმ ალბათ...ჩელსი ტოტე შემდეგ ტურში სიტი ჩელსი.ქულები უნდა დაკარგონ და უნდა ამოვიწიოთ ჩვენ...
0
№9
ავტორი: roonet10
26 ნოემბერი 2016 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 94
თამაშის ხარისხი ძალიან გამოვასწორეთ და ამ თამაშში უნდა დავაცვათ ბურთი თავზე და თან სოლიდური ანგარიშიტ უნდა მოუგოთ 3:0 მინიმუმ am
0
№10
ავტორი: giorgi1995
26 ნოემბერი 2016 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ხვალ ველედები ბიჭებისგან აგრესიას ჟილკას რაც მანჩესტერს ყოველთვის უნდა ახლდეს თამაშებში ყველაზე მეტად მინდა რო როდესაც ჩვენ გვაქვს ბურთი ვეცადოთ პირველი ტაიმი ითამაშონ უფრო ჟილკით ვიდრე მეორე პირველივე ტაიმში რო მოუკლან ყველაფერი და მერე აგორონ პასები თუ უნდათ მეორეში რო შეეჩვევიან ბარსასავით ბურთის დაჭერას აი მაშინ დასტაბილურდება გუნდი როგორც კი უტევენ იუნაიტედს თუნდაც უაზრო მოშერება დავარქვათ ეგ უნდა გააკეთონ უნდა ქონდეთ კარგად თამაშის ხედვის სტილი ერთმანეთს თამაშის დროს რო შეხედავენ უნდა მიხვდნენ სად აძლევენ პას აი ეგააა დღეს დღეობით ჩვენი გამოსავალი თორე ესე შორს ვერ წავალთ თუნდაც 4 - 0 რო მოვიგეთ ფეინორდთან ეგეც რაგაც კუთხით სუსტი გუნდი გამოიყურებოდა უნდა მოეშვას სასტავი სიზარმაცეს უნდა ირბინონ თუნდაც უშედეგოთ ეგ მინდა მეეე პირადათ და მაგაში ვხედავ მომავალს

პოგბა რასაც აკეტებს ათიანი შორიდან ურტყამს იცის რო როცა მაინც გაუვარდება გოლი და სწორათ იქცევა გუნდს მოუწოდებს შორიდან დაარ***

რავიცი ხალხნო პატარები არ ვართ რო ვერ ვხედავდეთ რო ბიჭებს სიზარმაცე ქონდა ვან გალის ხელში და იმ ხედვით არიან ეხაც უბრალოთ სასტავი მოდუნებული ჩანს და სრულყოფილათ არ ცდილობდენ ვან გალის ხელსში ტორე სულ რო ვაბრალოთ მენეჯერს ეგეც არ შეილება

დააკვირდით კლოპს რა მასტია კაცი ცდილობს უბრალოთ 21 სააუკუნის ფეხბურთს სისწრაფით უყურებს და სხარტი გონების მქონე ტრენერია იცის რა დროს რა გააკეთოს მოუც ეგეთია უბრალოთ მოუმ უნდა უნახოს გასაგები ბიჭებს მეგობრული უნდა იყოს მათთან და უკვე ეს ბოლო თამაშის მერე ცოტათი იმედი მომეცა მაგრამ წუნი მაინც ინახე ჯერ უაზროთ ბურთის უკან გორებას მოეშვან უნდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top