თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2016, 16:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3212,
კომენტარები: 25
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-13 ტური
თარიღი: კვირა, 27 ნოემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ბაიი, სმოლინგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Blind, Jones, Darmian, Fosu-Mensah, Rojo, Shaw, Valencia, Carrick, Fellaini, Herrera, Mkhitaryan, Lingard, Mata, Pogba, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford, Rooney, Ibrahimovic
პრემიერ ლიგის მატჩებში გუნდს უბრუნდება ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც "არსენალთან" მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. როგორც მოსალოდნელია, მეკარის პოზიციას დავიდ დე ხეა დაიკავებს, რომელიც ევროპის ლიგის მატჩში სერხიო რომერომ ჩაანაცვლა. პორტუგალიელმა ასევე უნდა გადაწყვიტოს, ათამაშებს თუ არა მაიკლ კერიკს ზედიზედ მესამე მატჩს 9 დღეში. კრის სმოლინგი და ერიკ ბაიი გუნდის ლაზარეთში რჩებიან.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"

ტრავმირებულები: კეროლი, მასუაკუ, ოქსფორდი, ბაირამი, ტერე
დისკვალიფიკაცია: რიდი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Adrian, Randolph, Collins, Ogbonna, Cresswell, Kouyate, Noble, Obiang, Fernandes, Nordtveit, Payet, Lanzini, Antonio, Feghouli, Ayew, Sakho, Zaza, Fletcher, Calleri.

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდის კაპიტანი მარკ ნოუბლი პარტნიორებთან ერთად "ოლდ ტრაფორდზე" მიემართება, ხოლო მცველი უინსტონ რიდი პირიქით, ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის. როგორც მოსალოდნელია, პედრო ობიანგი თამაშს შეძლებს, ხოლო ფორვარდმა ენდი კეროლმა ვარჯიში ამ კვირაში განაახლა, მაგრამ ჯერ თამაშისთვის მზად არ არის.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 19 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: ფ-წ-ფ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ სამი საშინაო შეხვედრა დაასრულა ფრედ, რაც 1992 წლის თებერვალ-აპრილის პერიოდიდან პირველად მოხდა. კლუბმა ზედიზედ ოთხი საშინაო მატჩი ფრედ უკანასკნელად 1980 წლის ნოემბერ-დეკემბერში ითამაშა, მაშინ კი ეს სერია 5 მატჩამდე ავიდა.

მიმდინარე სეზონში გუნდმა 12 ტურის შემდეგ მხოლოდ 19 ქულა დააგროვა. ამაზე ნაკლები ქულათა რაოდენობა გუნდს მხოლოდ 2004/05 წლების სეზონში ჰქონდა - 18 ქულა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 203-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, რაც 80-ით მეტია, ვიდრე გასული სეზონის ამავე ეტაპზე ნაჩვენები შედეგი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე-17 ადგილი, 11 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: მ-მ-წ-ფ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გასვლაზე ჩატარებული 6 მატჩიდან 5 წააგო. გასვლაზე ამაზე უარესად მხოლოდ "ბარნლი" და "ლესტერი" ასპარეზობენ.

პრემიერ ლიგის 12 მატჩში "ჩაქუჩებმა" ყველაზე მეტი ფეხბურთელი ათამაშეს - 26. ამავე პერიოდში ამდენივე ფეხბურთელი მხოლოდ "სანდერლენდმა" გამოიყენა.

გასული სეზონის დასაწყისიდან დღემდე, "ვესტ ჰემის" ფეხბურთელები ყველაზე მეტ წითელ ბარათს იღებდნენ - 7.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 8 გოლი (6 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 1 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

ყველა ტურნირზე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 13 მატჩში, რუნიმ 14 გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა - 11 გოლი, 3 საგოლე გადაცემა, მაგრამ ბოლო სამი მატჩის განმავლობაში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

ენტონი მარსიალმა "ვესტ ჰემის" კარში დარტყმული თავისი სამივე ბურთი გოლად გარდასახა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირები: ანტონიო - 6 გოლი (6 ლიგაში).

მაიკლ ანტონიომ პრემიერ ლიგაში ერთ კალენდარულ წელში თავური გოლების რეკორდი გაიმეორა - 11. ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა ტიმ კეჰილს 2010 წელს.

ანტონიომ თავისი ბოლო ექვსი გოლი თავით გაიტანა, მაგრამ იგი ჯერ ძალიან შორსაა დევიდ უეტეროლის რეკორდთან, რომელმაც პრემიერ ლიგაში ზედიზედ 12 გოლი გაიტანა თავური დარტყმის შედეგად.

დიმიტრი პაიე პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტ მომენტს უქმნის პარტნიორებს - 43, თუმცა, "ჩაქუჩებმა" მხოლოდ 4 მათგანი გამოიყენეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 134 მატჩში შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 62-ჯერ იმარჯვა, "ვესტ ჰემმა" 43-ჯერ, 29 მატჩი ფრედ დასრულდა.

გასულ სეზონში "ვესტ ჰემმა" ზედიზედ ორი მატჩი დაასრულა ფრედ "ოლდ ტრაფორდზე" (0-0 ჩემპიონატში და 1-1 ინგლისის თასზე), რითაც "ოცნებების თეატრზე" ყველა ტურნირის მასშტაბით წაგებული 8-მატჩიანი სერია შეწყვიტა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "ვესტ ჰემთან" გამართული ბოლო 23 შეხვედრიდან მხოლოდ 2 წააგო, 20 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა.

"ჩაქუჩებს" 2007 წლის მაისიდან არ მოუგიათ "იუნაიტედთან" გასვლითი მატჩი. უკანასკნელი გამარჯვებისას კარლოს ტევესის გოლმა ისინი ჩემპიონშიპში გავარდნისგან იხსნა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 56 მოგება, "ვესტ ჰემი" - 38 მოგება, ფრე - 26.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 25 მოგება, "ვესტ ჰემი" - 5 მოგება, ფრე - 10.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 41 მოგება, "ვესტ ჰემი" - 12 მოგება, ფრე - 7.

პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 17 მოგება, "ვესტ ჰემი" - 2 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 0 - 0 "ვესტ ჰემი"


თარიღი: შაბათი, 5 დეკემბერი, 2015
სწრებადობა: 75, 350
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, ჯონათან მოსმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი განსაჯა, 57 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ენდი ჰალიდეი, სტივ ბენეტი
სათადარიგო მსაჯი: ენტონი ტეილორი
მატჩის წინ
25 კომენტარი
№21
ავტორი: tedore
27 ნოემბერი 2016 19:16
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
არ აჩვენებენ სილქუნივერსალზე...იმედი მაქვს დავაჩაქუჩებთ დღეს ამ ახვრებს
0
№22
ავტორი: gache1991
27 ნოემბერი 2016 19:19
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Arsenali 1:1 ar iqneba gauvardet alublebs da gadzlon bolomde.wels zedmetad bevrjer gaumartla arsenals...shemdegi turic ro movigot amovdivart dzaan da danarchenebs bevrs iseti tamashi aq unda amovidet.didi imedi maq me19 turistvis pirvel adgiltan 5-6 qulaze meti raznica ar gveqneba
0
№23
ავტორი: I L C
27 ნოემბერი 2016 19:24
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
დე ხეა
ვალენსია
ჯონსი
როხო
შოუ
ერერა
პოგბა
ლინგარდი
მატა
რაშფორდი
იბრაჰიმოვიჩი



ესეც სასტავი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№24
ავტორი: gache1991
27 ნოემბერი 2016 19:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Eg ki ara aq ukmayopileba axsenes da davitriot jiru davijero ar gamogvadgebaa :)) valensia da blindi magas padachebs gauketebeen:)))wava ibra momavalvwels da marto rashfordi ar gveyopa :))

Mdaa..ra ucnauri kacia..exla shou amoichema..meree darmians arafers verchi mara marczena mcvelad blinds ras erchis...mere ra lingardi!!! Mxitariani kide skamze...da wlis movlena :)))) bastiani skamze :)))))
0
№25
ავტორი: MAN mou MAN
27 ნოემბერი 2016 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
Oo wneva mezrdeba
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top