თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2016, 15:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2557,
კომენტარები: 12
მოურინიო: "მარსიალმა სამი შანსი ვერ გამოიყენა"
"იუნაიტედის" მწვრთნელი ფრანგით უკმაყოფილოა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ ენტონი მარსიალისგან შესაძლებლობათა მაქსიმუმს ვერ იღებს და მისივე თქმით, ფრანგმა უკვე გაუშვა ხელიდან სამი შანსი.

მარსიალი ვერ მოხვდა "ფეიენოორდთან" მატჩის განაცხადში, რის შესახებაც მოურინიომ ისაუბრა.

გასულ სეზონში "მონაკოდან" 58 მლნ. ფუნტად "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლისა და 49 მატჩში გატანილი 17 გოლის შემდეგ, ფორვარდმა მხოლოდ 3 შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში შესაძლო ბოლო 13 მატჩიდან.

მოურინიო აღიარებს, რომ ლუი ვან გაალის ტაქტიკა და სისტემა გაცილებით უკეთ ერგებოდა მარსიალს, ვიდრე მისი. თუმცა, პორტუგალიელს მიაჩნია, რომ მან საკმარისი შესაძლებლობა მისცა მარსიალს თავის გამოჩენისთვის.

"პირველ ყოვლისა, ყველა გუნდი განსხვავებულია. სტილი, რომლითაც გუნდი შარშან თამაშობდა - არ ვამბობ, რომ ცუდი იყო ან კარგი - ალბათ, უფრო შეეფერებოდა ენტონის.

იმ ინტენსიურობის, ბურთის ფლობისა და გორაობის ფონზე თავს უფრო კომფორტულად გრძნობდა.

შესაძლოა, დროც სჭირდება, მაგრამ ჩვენს გუნდში, ამ პოზიციაზე მხითარიანი, ლინგარდი, დეპაი, მატა და რეშფორდი გვყავს.

ამ პოზიციაზე ყველაზე მეტი არჩევანი გვაქვს. ერთი შესაძლებლობა გეძლევა, ორი, სამი - თუ ვერ იყენებ, ვიღაც მოდის და შენს წილს ისაკუთრებს",
- განაცხადა მოურინიომ.

"ფეიენოორდთან" მატჩის შემდეგ, მოურინიომ დაადასტურა, რომ მარსიალი მწყობრში იყო, მაგრამ მას ადგილი ჰენრიხ მხითარიანმა წაართვა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"ამ თამაშისთვის ფორმაში იყო, უბრალოდ ასეთი არჩევანი გაკეთდა. შაბათს ითამაშა, მე 12 ფეხბურთელს ვერ ვათამაშებ, ვერც 19 ან 20 მოთამაშეს დავსვამ სკამზე.

თქვენ მხითარიანის ნახვა გინდოდათ, თქვენც გინდოდათ. ყველას ერთდროულად ვერ ვათამაშებ, ასე რომ, მხოლოდ არჩევანი იყო".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 ნოემბერი 2016 15:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მარსიალის დალპობის დასაწყისი.

ახლა ძალიან დიდი საოცრება უნდა მოხდეს, რომ ენტონი ისევ ათამაშოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gache1991
26 ნოემბერი 2016 15:19
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ხოდა მითუმეტეს გუნდი რომელიც პოზიციურად უტევდა ნელა და უაზროდ და იქ იყენებდა ეს ტავის სისწრაფეს და ერთადერთი ნათელი ერტილი იყო შეევაში მითუმეტეს ეხლა იტამაშებს ეს.როცა ფორმაში იქნება..ამან ევროპაც ჩააგდო და მართლა როცა ითამაშა ვერ იყო ფორმაში მარა დრო უნდა,რა ლინგარდი ცხრაჯერ ჯობია ლინგარდს,მატას და მხიტარიანს ყველაზე ნაკლებად უნდა აყენებდეს კრაიზე,რეშფორდი კიდეცენტრფორვარდად უნდა იდგეს,ასე რო ამასდა დეპაის შორის დღეს ძაან დიდი სხვაობაა და ეს ათჯერ მაინც ჯობია...დიდი ამბავი თუ ბრუგეს მიდტიულანდს ლუქსემბურგს ზვოლეს და ეგეთებს გოლი გაუტანა სამაზვანეცმა რონალდომ...
1
№3
ავტორი: gela-manutd
26 ნოემბერი 2016 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მარსიალს გადაეკიდება ეხლა ეს **** და ათამაშებს დეპაივით 3წუთი
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 ნოემბერი 2016 16:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
აშკარად არაა მარსიალი ფორმაში, ყურებჩამოყრილი დარბის და ვერაა ისეთი სხარტი რო უნდა იყოს მარა იმედია არ აითვალწუნებს და მიცემს შანსს
0
№5
ავტორი: GeorgeBest
26 ნოემბერი 2016 16:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფორმაში ვერაა მარა მოუმ თუ ესე "აითვალწუნა" არამგონია მაგან რამე კარგი მოუტანოს
0
№6
ავტორი: ikeoni
26 ნოემბერი 2016 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Marso araa ise formashi chvenshi ro darches
0
№7
ავტორი: makaveli
26 ნოემბერი 2016 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
აი მაგიტომ მოგი ტ ყ ან გამზდელი რო ესეთი *****ი-->ცენზურა არსება ხარ და ესე იცი ამოჩემება ტიპს იმენა კაცობრიობა ეზიზღება მგონი

და ვინც შენ კიდე მანჩესტერში მოგიყვანა იმის ტვინში ჩააჯვა მარსიალმა ფუუ ბუბლიკ
0
№8
ავტორი: The AnsweR
26 ნოემბერი 2016 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
შანსი კდიე მიეცემა იმ მარსიალისგან შედარებით 0 ლია ვერც საფრანგეთში ითამაშა ვერც აქ თამაშობს დროა გონს მეოგოს
0
№9
ავტორი: reddevil12
26 ნოემბერი 2016 18:00
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ძალიან კარგი, ადრე იუნაიტედში ადგილი, რომ დაგემკვიდრებინა უნდა გეშრომა იმაზე მეტი ვიდრე უბრალოდ საჭირო იყო. ამ სეზონში მარსიალს ძალიან უჭირს თამაში, როგორც კლუბში ისე ნაკრებში ამიტომ დროა გონს მოეგონ ახალგაზრდა ფეხბურთელები და ერთი ადგილი გაანძრიონ, რომ ძირითადში მოხვდნენ !
0
№10
ავტორი: kobinio
26 ნოემბერი 2016 18:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაგრად მომწონდა და დღესაც მომწონს ეს ბიჭი მაგრამ ბრამც >შეამჩნევს რომ აშკარა კრიზისაქ მარსიალს,ევროპა ჩააგდო რაც ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და მაურინიოს ნდობაც ვერ გაამართლა აშკარად.ზედმეტად დაძაბულია და ძალიან ბევრ მომენტს აცუდებს
დიდი იმედი მაქ ამ ბიჭის დაბრუნების
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top