თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2016, 10:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 13
მხითარიანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
"იუნაიტედის" ნახევარმცველმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.
მხითარიანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ჰენრიხ მხითარიანის მეორე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღებით დასრულდა.

სომეხი ფეხბურთელის საოცარმა თამაშმა გამოკითხულთა ხმების 71 პროცენტი დამსახურა და პირველი ორი გოლის ავტორებს, უეინ რუნისა და ხუან მატას აჯობა.

"დიდი სიამოვნება იყო კვლავ თამაში, სასტარტოში მოხვედრა. მე ჩემი მაქსიმუმის გაკეთება ვცადე და ვფიქრობ, გუნდმა ძალიან კარგ შედეგს მიაღწია", - განაცხადა მხითარიანმა.

დორტმუნდის "ბორუსიადან" ზაფხულში შეძენილმა ფეხბურთელმა მანამდე მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, როცა 10 სექტემბერს მანჩესტერულ დერბიში მიიღო მონაწილეობა.

"ძალიან რთული იყო გუნდის თამაშისთვის შორიდან ყურება. მაგრამ, იცით, მონდომება არ უნდა დაკარგო, უნდა იშრომო და მომდევნო შანსის მიღება სცადო".


როცა ჰკითხეს, "ფეიენოორდთან" მატჩი მისი ახალი ეტაპის დასაწყისი იქნებოდა თუ არა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა უპასუხა: "იმედი მაქვს. ვნახოთ".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 ნოემბერი 2016 10:49
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან ვგულშემატკივრობდი ამის გოლს. იბრამ საგოლე გადაცემა წაართვა, თორემ მინიმუმ ეგ მაინც ეკუთვნოდა. ის გარღვევა ხომ საერთოდ რა მაგარი იყო.

იმედია, უფრო ხშირად მისცემს შანსს. თან გუშინ მოედნის თითქმის ყველა მონაკვეთზე მოქმედებდა და დამაჯერებელიც იყო.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: MEMPHIS 7
25 ნოემბერი 2016 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
სგ მხითო
1
№3
ავტორი: GeorgeBest
25 ნოემბერი 2016 11:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინდელ თამაშს მარტო ამის გოლი დააკლდა და ჩემია ზრით ყველაზე მეტად იმსახურებდა. ბევრიც ირბინა და რამდენჯერმე გაამწვავა სიტუაცია
1
№4
ავტორი: giorgi_mg
25 ნოემბერი 2016 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ორი ვერ შეაგდო მარა ერთერთი საუკეთესო იყო.
ველოდები პრემიერ ლიგაშიც მის გაბრწყინებას
1
№5
ავტორი: mogeba
25 ნოემბერი 2016 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
mxito imena magari iyavi dan aqtiuri iyo mevase
1
№6
ავტორი: giorgiginturi
25 ნოემბერი 2016 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
საღოლ მიკი. wink მომეწონა და ვფიქრობ მშვენიერი ვინგერი გვყავს და დროა დადგეს სასტარტოში რეგულარულად!
ის გარღვევა რომ გოლით დაესრულებინა ეს იქნებოდა ალბათ წლის საუკეთესო ...... winked
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
25 ნოემბერი 2016 12:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ახლა მაინც ათამაშოს მოურინიომ, მეტი რაღა გააკეთოს კაცმა საუკეთესო იყო მოედანზე!
1
№8
ავტორი: ikeoni
25 ნოემბერი 2016 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Sagol mikii sagol magrad itamasha da sastartosac daubrundeba ❤️
1
№9
ავტორი: dybbuk
25 ნოემბერი 2016 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
აბსოლუტურად ადეკვატური შეფასებაა, ნამდვილად საუკეთესო იყო მიუხედავად იმისა რო გოლი არ გაუტანია
1
№10
ავტორი: stepno
25 ნოემბერი 2016 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
წარმოუდგენელაად მეჩვენება ამის მერე კიდე სათადარიგოზეე მხითოო smile
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top