თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2016, 10:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2536,
კომენტარები: 13
რუნის მორიგი რეკორდი
"იუნაიტედის" კაპიტანმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
რუნის მორიგი რეკორდი
ოფიციალურად - უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირია ევროპულ მატჩებში.

"ფეიენოორდთან" მატჩის პირველ ტაიმში გატანილი გოლით გუნდის კაპიტანმა რუდ ვან ნისტელროის 38-გოლიან მაჩვენებელს აჯობა და კლუბის ისტორიაში კიდევ ერთი მიღწევით შევიდა.

რა თქმა უნდა, მომდევნო პირადი მიღწევა, რომელიც ასევე რუნის სახელს დაუკავშირდება, "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა იქნება. "ფეიენოორდის" კარში გატანილი მისი გოლი ევროპის მასშტაბით 39-ე, ხოლო საერთო ჯამში "იუნაიტედის" მაისურით გატანილი 248-ე გოლი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სერ ბობი ჩარლტონის შედეგამდე მას მხოლოდ 1 გოლიღა აშორებს.

რუნის მორიგი რეკორდი


მატჩის შემდეგ რუნიმ განაცხადა: "დიდებული შეგრძნებაა გოლების გატანა და განსაკუთრებით "იუნაიტედის" რიგებში გატანა. მოხარული და დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი გველის. პირველ რიგში გამარჯვებით ვარ ბედნიერი, მაგრამ გოლითაც ასევე.

გვიხარია, რომ ოთხი გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ, მეორე გოლმა თამაში მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ 1-0 ვიგებდით და თამაშს ვაკონტროლებდით, არასოდეს იცი, რა მოხდება, ასე რომ, მეორე გოლმა ისინი თამაშს გამოთიშა. საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ".
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 ნოემბერი 2016 10:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რამდენი ხანია ასეთი მორბენალი არ მინახიხარ. გოლი ხომ ძალიან მაგარი იყო და მაგრად შეასრულა, მაგრამ მატასთვის მიცემული გადაცემა სუპერ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: MEMPHIS 7
25 ნოემბერი 2016 11:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ვითომ არაფერი მაგრამ რუნი ფორმაში შედის და ეს ძალიან კარგია სუონსისთან ორი საგოლე პასი ახლა გოლს პლიუს პასი ვესტჰემთან დუბლს ველიიი
0
№3
ავტორი: GeorgeBest
25 ნოემბერი 2016 11:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნისტელროის შედეგი მაინც ზეა
0
№4
ავტორი: Lady in red
25 ნოემბერი 2016 11:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
დალევა თუ უშველიდა აქამდე დაელია. ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით მატასთვის მიცემული საგოლე გადაცემა. კლასი აქვს რასაც ვერ დავუკარგავთ.
0
№5
ავტორი: mogeba
25 ნოემბერი 2016 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
meamayeba ro manchesteris fani var17 weli da runis
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
25 ნოემბერი 2016 12:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მთავარია რო ასე მონდომებით გააგრძელოს თამაში და კიდე მეტს გაიტანს
0
№7
ავტორი: kobinio
25 ნოემბერი 2016 12:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
პრემიერლიგაში შენ დუბლს ველი დიდო ბიჭო <3
0
№8
ავტორი: ikeoni
25 ნოემბერი 2016 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Manchesteris legenda ❤️
0
№9
ავტორი: krekera
25 ნოემბერი 2016 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
რუუნიი გლიჯავს.. კლასი არ იკარგება, ეგრე გააგრძელეთ ბიჭებოო!!!
0
№10
ავტორი: dybbuk
25 ნოემბერი 2016 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
რონალდოს 16ზე მეტი არ გაუტანია? :/ მაგრად გამიკვირდა, რაც შეეხება რუნის კი ამყარებს რეკორდს რეკორდზე, მაგრამ ფორმაში რო არაა ხიბლი ნაკლები აქვს ამ გარემოებას, ბოლო თამაშებში რაღაც იმედი მომეცა და ნეტა გამართლდებოდეს და მოიხოდებოდეს, სხვა რა უნდა ინატრო მეტი მანიუს ბალეშიკმა უკეთესი
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top