თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2016, 10:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2537,
კომენტარები: 13
რუნის მორიგი რეკორდი
"იუნაიტედის" კაპიტანმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
რუნის მორიგი რეკორდი
ოფიციალურად - უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირია ევროპულ მატჩებში.

"ფეიენოორდთან" მატჩის პირველ ტაიმში გატანილი გოლით გუნდის კაპიტანმა რუდ ვან ნისტელროის 38-გოლიან მაჩვენებელს აჯობა და კლუბის ისტორიაში კიდევ ერთი მიღწევით შევიდა.

რა თქმა უნდა, მომდევნო პირადი მიღწევა, რომელიც ასევე რუნის სახელს დაუკავშირდება, "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა იქნება. "ფეიენოორდის" კარში გატანილი მისი გოლი ევროპის მასშტაბით 39-ე, ხოლო საერთო ჯამში "იუნაიტედის" მაისურით გატანილი 248-ე გოლი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სერ ბობი ჩარლტონის შედეგამდე მას მხოლოდ 1 გოლიღა აშორებს.

რუნის მორიგი რეკორდი


მატჩის შემდეგ რუნიმ განაცხადა: "დიდებული შეგრძნებაა გოლების გატანა და განსაკუთრებით "იუნაიტედის" რიგებში გატანა. მოხარული და დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ბევრი გველის. პირველ რიგში გამარჯვებით ვარ ბედნიერი, მაგრამ გოლითაც ასევე.

გვიხარია, რომ ოთხი გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ, მეორე გოლმა თამაში მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ 1-0 ვიგებდით და თამაშს ვაკონტროლებდით, არასოდეს იცი, რა მოხდება, ასე რომ, მეორე გოლმა ისინი თამაშს გამოთიშა. საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ".
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
25 ნოემბერი 2016 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უკლასესიიი
0
№12
ავტორი: MAN mou MAN
25 ნოემბერი 2016 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
LEGENDSSS
0
№13
ავტორი: Iunaitedi
25 ნოემბერი 2016 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
hi2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top