თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2016, 16:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3381,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფეიენოორდი" (პრევიუ)
ევროპის ლიგის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფეიენოორდი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ევროპის ლიგა. ჯგუფური ეტაპი მე-5 ტური
თარიღი: პარასკევი, 25 ნოემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მანუელ გრეფე (გერმანია)
მატჩის დასაწყისი: 00:05, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფეიენოორდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფეიენოორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: სმოლინგი, ბაიი, ფელაინი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: დინ ჰენდერსონი, დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, სემ ჯონსტონი, ფილ ჯონსი, მარკოს როხო, დეილი ბლინდი, ლუკ შოუ, ტიმოთი ფოსუ-მენსა, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, აქსელ ტუანზებე, კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი, პოლ პოგბა, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი, მაიკლ კერიკი, ეშლი იანგი, ანდერ ერერა, ჰენრიხ მხითარიანი, მორგან შნეიდერლინი, მემფის დეპაი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, უეინ რუნი, ენტონი მარსიალი, მარკუს რეშფორდი.

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "ფეიენოორდთან" მატჩში ჰენრიხ მხითარიანის გამოყენებას აპირებს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფეიენოორდი" (პრევიუ)

"ფეიენოორდი"

ტრავმირებულები:
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: კენეტ ვერმეერი, უორნერ ჰანი, ჯასტინ ბიილოუ, ბრედ ჯონსი, პიერ ჰენსონი, რამონ ტამ ჰოუვი, სვენ ვან ბიიკი, ტერენს კონგოლო, იან-არი ვან დერ ჰეიდენი, ლუკაშ ვუდენბერგი, მიგელ ნელომი, ბარტ ნიუკუფი, ერიკ ბოტეგინი, მატს ნოესტერი, ტაირელ მალასია, ბოიდ რეიტი, რიკ კარსდორპი, მარკო ვეინოვიჩი, დირკ კიუტი, კარიმ ელ აჰმადი, ტონი ვილჰენა, ელჯერო ელია, ბილალ ბაშაჩიქოღლუ, რენატო ტაპია, სიმონ გუსტაფსონი, იენს ტოორნსტრა, ემილ ჰანსონი, გუსტავო ჰამერი, მოჰამედ ელ ჰანკური, იორდი ვერმანი, შურენდო იანგა, ნიკოლაი იორგენსენი, სტივენ ბერგისი, მიხელ კრამერი, უესელ დამერსი, რაშაან ფერნანდესი, ნაიჯელ რობერტა, დილენ ვენტე.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფეიენოორდი" (პრევიუ)


ჟოზე მოურინიოს გუნდს A ჯგუფის ლიდერთა ორეულში დაბრუნების მისიის შესრულება და როტერდამში გამართულ მატჩში წაგებისთვის რევანშის აღება მოუწევთ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ფეიენოორდს" მასპინძლობს იმის ფონზე, რომ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში დაფიქსირებული კონკრეტული შედეგების შემთხვევაში გუნდი ჯგუფში ჩარჩება.

გამარჯვების შემთხვევაში "ფეიენოორდი" ჯგუფიდან გავა.

თუკი "ფეიენოორდი" და "ფენერბაჰჩე" გაიმარჯვებენ, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ზარია" ტურნის გამოეთიშებიან.

წინა შეხვედრები


გუნდების მესამე დაპირისპირების 79-ე წუთზე ტრინდადეს მიერ გატანილმა გოლმა "ფეიენოორდს" საშინაო გამარჯვება მოუტანა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში.

მანამდე გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ 1997/98 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ორივე მატჩი "იუნაიტედმა" მოიგო.

1997 წლის 22 ოქტომბერს "ოლდ ტრაფორდზე" მასპინძლებმა 2-1 იმარჯვეს სქოულზისა და ირვინის გოლებით, საპასუხო შეხვედრაში კი, რომელიც როტერდამში 5 ნოემბერს გაიმართა, ენდი კოულმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა, რასაც მასპინძლებმა მხოლოდ იგორ კორნეევის გოლით უპასუხეს.

ამ მატჩში გუნდები შემდეგი შემადგენლობით თამაშობდნენ:

United: Schmeichel, G Neville, Irwin, Pallister, Beckham, Butt, Cole (Solskjær 81), Sheringham, Giggs, P Neville, Scholes.

Feyenoord: Dudek, Graff, Van Gastel, Picún, Van Wonderen, Sánchez (Boateng 76), Van Bronckhorst (Korneev 38), Bosvelt, Schuiteman, Van Gobbel, Connolly (Vos 73).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფეიენოორდი" (პრევიუ)



ფაქტები გუნდების შესახებ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფეიენოორდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ჰოლანდიური გუნდების წინააღმდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩები ასე დასრულდა: 7 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება (5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება - სახლში). ჰოლანდიურ კლუბებთან მოგებული ზედიზედ ხუთი საშინაო მატჩის შემდეგ "იუნაიტედს" ბოლო ორი საშინაო შეხვედრა არ მოუგია - 2012 წელს 1-2 წაგება "აიაქსთან" და 2015 წელს ფრე პსვ-სთან.

2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალთან" 1-2 წაგების შემდეგ "წითელი ეშმაკები" ზედიზედ მე-13 საშინაო ევროპულ მატჩში არ მარცხდებიან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველად თამაშობს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. უეფა-ს თასი (ლიგა ევროპა) ერთადერთი მთავარი ევროპული ტურნირია, რომელიც გუნდს ჯერ არ მოუგია.

მას შემდეგ, რაც უეინ რუნიმ მე-4 ტურის მატჩში "ფენერბაჰჩეს" გაუტანა, რუდ ვან ნისტელროისთან ერთად კლუბის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს იყოფს ევროტურნირებზე. ორივე მათგანს 38 გოლი აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფეიენოორდი" (პრევიუ)

"ფეიენოორდი"


"ფეიენოორდმა" 22 მატჩი ჩაატარა ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ევროპის მასშტაბით - 7 მოგება, 5 ფრე, 10 წაგება (2 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება - ინგლისში). ამ შედეგებს შორისაა 1974 წლის უეფა-ს თასის ფინალში "ტოტენჰემთან" გამარჯვება ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4-2 (ფრე 2-2 ჩრდილოეთ ლონდონში, ხოლო მასპინძელთა გამარჯვება როტერდამში).

ჰოლანდიურ კლუბს ბოლო სამ გასვლით ევროპულ მატჩში არ გაუმარჯვია.

"ფეიენოორდმა" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო (+2=1-5).

როტერდამულმა კლუბმა უეფა-ს თასი ორჯერ მოიგო - 1973/74 და 2001/2002 წლების სეზონში. ამ ტურნირზე გუნდი უკანასკნელად 2014/15 წლების სეზონში გამოჩნდა, როცა 1/16 ფინალში "რომასთან" დამარცხდნენ.

კავშირი გუნდებს შორის


"იუნაიტედის" ფეხბურთელები სერხიო რომერო, დეილი ბლინდი და მემფის დეპაი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლამდე ჰოლანდიაში "აზ ალკმაარის", "აიაქსისა" და პსვ-ს რიგებში თამაშობდნენ შესაბამისად და "ფეიენოორდის" წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშიათ.

"იუნაიტედის" შემადგენლობაში ამჟამად სამი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ასპარეზობს - დეილი ბლინდი, მემფის დეპაი და ტიმოთი ფოსუ-მენსა.

"ფეიენოორდის" 36 წლის ნახევარმცველ დირკ კიუტის "ლივერპულში" გატარებული ექვსი სეზონის განმავლობაში არაერთი მატჩი ჩაუტარებია. მის მიერ პრემიერ ლიგაში გატანილი 51 გოლიდან 3 "იუნაიტედის" კარში გავიდა, როცა ჰოლანდიელმა 2011 წლის 6 მარტს ჰეთ-ტრიკი გაიფორმა 3-1 მოგებულ მატჩში.

"ფეიენოორდის" ავსტრალიელი მეკარე ბრედ ჯონსი სამი სეზონის განმავლობაში იყო "ლივერპულის" სათადარიგო მეკარე, სანამ 2015 წელს "ენფილდს" დატოვებდა. მან ერთი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედის" წინააღმდეგ და მაშინ "ლივერპული" 3-0 დამარცხდა.

"ფეიენოორდის" მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ვან ბრონქჰორსტი 2001-2003 წლების სეზონში "არსენალის" რიგებში თამაშობდა და "იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩიც ჩაუტარებია.

გუნდების მწვრთნელები

ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა. პორტუგალიელმა "პორტუ" უეფა-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახადა, მოგვიანებით კი ეს უკანასკნელი ტურნირი "ინტერთან" ერთად მოიგო. მოურინიო ორჯერ გახდა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი და ამ პერიოდში სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.

ამ ტურნირზე მოურინიო უკანასკნელად 2002/03 წლებში მონაწილეობდა. მაშინ მისმა "პორტუმ" უეფა-ს თასის ფინალში "სელტიკს" 3:2 სძლია.

ჯოვანი ვან ბრონჰორსტმა "ფეიენოორდის" ჩაბარების პირველ წელს გუნს ჰოლანდიის თასი მოაგებინა. ფეხბურთელის რანგში ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჩემპიონის ტიტული მოიგო "რეინჯერსთან", "არსენალსა" და "ბარსელონასთან" ერთად, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 2005/06 წლებში კატალონიელებთან ერთად.

გუნდების ბოლო შედეგები თავისი ქვეყნების ჩემპიონატის ბოლო მატჩებში:

21.11.2016. "იუნაიტედი" - "არსენალი" 1:1 (მატა 69', - ჟირუ 89')

"იუნაიტედი დე ხეა, როხო, ჯონსი, დარმიანი (ბლინდი 64), ვალენსია, მატა (შნეიდერლინი 85), ერერა, კერიკი, პოგბა, მარსიალი (რუნი 63), რეშფორდი.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-6 ადგილი, 19 ქულა.

20.11.2016. "ფეინოორდი" - "ზვოლე" 3:0 (კიუიტი 38, ელ-აჰმადი 71, ტორნსტრა 76)

"ფეიენოორდი": ჯონსი, კარსდორპი, ბოტეგინი, ვან დერ ჰეიდენი, ნიუკოპი, ელ-აჰმადი, კიუიტი, ტრინდადე, ტორნსტრა, იორგენსენი, ელია

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-1 ადგილი, 32 ქულა

სატურნირო მდგომარეობა ჯგუფში


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ფეიენოორდი" (პრევიუ)
მატჩის წინ
17 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2016 17:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დინ ჰენდერსონი? hi2
0
№2
ავტორი: ikeoni
23 ნოემბერი 2016 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Itokshi dedis piri unda movutynat ra
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 ნოემბერი 2016 19:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ თამაშის წაგება არ შეიძლება, ისედაც უშედეგოა ბოლო თამაშებში გუნდი
2
№4
ავტორი: giorgi_mg
23 ნოემბერი 2016 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მხითარიანის დუბლს ველი smile
1
№5
ავტორი: gache1991
23 ნოემბერი 2016 23:46
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მარაზმია ლიგა მანჩესტერის გარეშე..როსტოვი,ლდგორეცი კაროჩე რა..რა ევროპა ლიგა გამოივანოს ვაფშე აკადემია,ჩონგი აამაშოს დეპაიზე უკეთესად მაინც ითამაშებს:)) ფეიონოორდის გაზრდილია თან..
0
№6
ავტორი: I L C
23 ნოემბერი 2016 23:59
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მოიგებენამ თამაშს 4-0ს იტყვიან ვსო ფორმაშივართ მანჩესტერი დაბრუნდაა აეე გგმუ მოურინიომ გუნდი აათამაშააააა... და მერე მიდლსბროებთან დაკარგავენ ქულებს areyoukiddingme და ყველაფერი ახლიდან იწყება :))

ვაფშე ეგეც სირცხვილია ამათ რომ ვეთამაშებით

ლივერპულს შეხედეთ და მერე ჩვენ.. 3წლის წენ რო მენახა ეს სიტვაცია წნევა დამარტყავდა 2ზე როგავდიოდით მრცხვენოდა და ეხლა 6ზე ვართ facepalm

და ამ ყველაფრის ფონზე ფელაინები და ლინგარდები ძირითადში.. ვან გაალის დაგრუზული გუნდი ტრიპაჩი გამოგდებული მოურინიოს ხელში და ამდროს როცა გუნდები წინ მიდიან მანჩესტერი უფრო და უფრო უკან მიდის

ცოტახანში ფინანსები მოუჭერთ თანხებს ვეღარ ამოიღებენ იგროკები აქარმოვლენ და დაერხევა გუნდს.. მერე ვაფშე 10ეული გახდება ალბათ სანატრელიი
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: mogeba
24 ნოემბერი 2016 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
movigebtttttt
0
№8
ავტორი: Lalana
24 ნოემბერი 2016 02:54
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: I L C
I L C

ბოლომდე რომ ჩავყევი ტანში დამიარა.გადავხედე მართლა პრემიერ ლიგაში ვთამაშობთ თუ უკვე ჩემპიონ შიპიდანაც ვვარდებით-მეთქი.არ არის კარგი ასე პესიმისტურად უყურო ამ ყველაფერს,პატარ იმედი მაინც დაიტოვე.აი ეგ ლივერპული და ჩელსი მხოლოდ პრემიერ ლიგაში რომ არ თამაშობდნენ და სხვა ჩემპიონატებზეც რომ იყვნენ გადართულები დამიჯერე ასეთი სტაბილურები ვერ იქნებოდნენ.კარგად დაიწყო სიტიმ,მაგრამ ერთი-ორი თამაში ლიგაზე და დაეტყო გუნდს.ძალიან მარტივია მთელი ერთი კვირის განმავლობაში მობილიზებული იყო ერთი თამაშისთვის და დასვენებული შეხვდე გუნდებს.ამიტომ ლივერპულისთვისა და ჩელსისთვისაც უფრო მარტივია პრემიერ ლიგაში თამაში.ჩვენი გუნდი კი ამ წლების განმავლობაDი მართლაც რეგრესირებდა,მხოლოდ ინდივიდუალურად გადიოდა გუნდი ფონს,ხან დეხეა,ხან მარსიალი,ხან რეშფორდი გადაგვარჩენდა ხოლმე.კიდევ კარგი ასეთი კონკურენცია არ იყო წინა წელს თორემ ახლა ვიცი სადაც ვიქნებოდით.ახლა კი ეტყობა გუნდს გამოფხიზლება,ბოლოს და ბოლოს კარში მაინც ვარტყამთ,აი ეს მენატრებოდაა,საშინლად მენატრებოდა მანჩესტერს ოთონდ კარში მაინც დაერტყათ,თან მახსოვს ერთი მომენტიც რომ შეგვექმნა ვიტანდით,ძალიან მაგრად გვიმართლებდა,ახლა პირიქით არის.დარწმუნებული ვარ,ცოტა ხანში საკუთარ თამაშს იპოვიან და ამით ჩვენც კმაყოფილნი დავრჩებით.
0
№9
ავტორი: MEMPHIS 7
24 ნოემბერი 2016 08:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ვანდეიკზე იწერება რაც ძალიან მახარებს კაი ბიჭია
0
№10
ავტორი: LASHQARA
24 ნოემბერი 2016 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
არ ვიცი ძმაო აქამდე თუ ვინმე არ ფიქრობდა რომ ამ ტურნირზე ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ალბათ ეხლა მაინც ხვდება რომ ლიგაზე მოხვედრის უფრო რეალური შანსი ევროპალიგის მოგებაა love მე არ ვიძახი რომ ოთხეულში ვერ შევალთ მაგრამ ეს დაზღვევა იქნება გუნდისთვის და გულშემატკივარი არ მეგულება რომ არ გაუხარდეს იუნაიტედის რომელიმე თასი, მერე სუპერფინალი და ასე შემდეგ მოკლეთ ყველაფერი უნდა მოვიგოთ რისი მოგებაც შეიძლება love am
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top