თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2016, 10:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3359,
კომენტარები: 14
"იუნაიტედს" ალაბას და 2 მცველის შეძენა სურს
ავსტრიელი მცველი "იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოექცა.
ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედის" გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი მცველის შეძენით სურს.

პორტუგალიელი სპეციალისტი "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორის, ედ ვუდვორდისგან იმის გარანტიას ითხოვს, რომ მის მიერ მოთხოვნილი ფეხბურთელების გადაბირება შესაძლებელი იქნება.

მოურინიოს სიის სათავეში 40 მლნ. ფუნტად შეფასებული დავიდ ალაბა მოექცა, რომელიც ასევე "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას სურს.

მოურინიომ ორჯერ გაგზავნა სკაუტები სანაკრებო პაუზის დროს ალაბაზე დასაკვირვებლად.

24 წლის ავსტრიელი "ბაიერნის" რიგებში მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, რაც "იუნაიტედის" პრობლემატური პოზიციაა მიმდინარე სეზონში, თუმცა ნახევარდაცვაში მოქმედებაც შეუძლია.

"ბაიერნი" იანვარში ფეხბურთელის თაობაზე არავითარი წინადადების განხილვას არ აპირებს, თუმცაღა მას "არსენალის" სახით კიდევ ერთი მთხოვნელი ჰყავს.

"წითელმა ეშმაკებმა" უკვე დახარჯეს 150 მლნ. ფუნტი გასულ ზაფხულს, როცა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელ პოლ პოგბასთან ერთად ერიკ ბაიი და ჰენრიხ მხითარიანი გადაიბირეს.

თუმცა, "იუნაიტედის" მწვრთნელი დანახარჯებს არც ზამთარში მოერიდება, რადგან მიაჩნია, რომ დაცვის ხაზის გაძლიერების გარეშე გუნდი პირველ ოთხეულში ვერ შეაღწევს.

მეორე მცველი, რომლის გადაბირებასაც "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები გეგმავენ, ვირჯილ ვან დაიკია, თუმცა მისი გამოსასყიდი თანხა 30 მლნ. მილიონი ფუნტი იქნება.

"იუნაიტედს" ალაბას და 2 მცველის შეძენა სურს


ალაბას ავსტრიელი თანაგუნდელი, ლევერკუზენის "ბაიერის" ცენტრალური მცველი ალექსანდრ დრაგოვიჩი ასევე მოექცა მოურინიოს რადარზე, რამეთუ ჟოზე დაცვის ცენტრალური ხაზითაც უკმაყოფილოა.

მოურინიო ეჭვქვეშ დააყენა ლუკ შოუსა და კრის სმოლინგის მენტალური სიმყარე, ხოლო მატეო დარმიანისა და მარკოს როხოს მომავალი კვლავ ბუნდოვანია.

ამის გამოსასწორებლად მოურინიო მცველების გადაბირებას მიჰყოფს ხელს, მითუმეტეს, რომ ერიკ ბაიი ტრავმირებულია.

"იუნაიტედს" ალაბას და 2 მცველის შეძენა სურს


წყარო: metro
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: DRJBECKHAM
23 ნოემბერი 2016 10:58
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
გუშინ მეც წაიკითხე მაგრამ სქაიმ ჭორებშI დაწერა სიტის უნდაო, ამაზე მაგრად დღესდღეობით ფეხბურთელი არ მევასება !!!
0
№2
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2016 11:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ალაბაო derpwhy ვინ გამოგატანს ალაბას
0
№3
ავტორი: shotkin
23 ნოემბერი 2016 13:13
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ალაბას თან ზამთარში ვინ მოგცემს :D ზამთარში თუ ვინმეს იყიდის კაცი ან ვიდიჩივით პოტენციალის მქონეში უნდა გადაიხადო ფული ან საშუალო დონის მცველში მოგთხოვენ 50 მილიონს :D და უაზრობაა ეს ვან დაიკი ნორმ მცველია ნორმალური სეზონი აქვს მარა რა გარანტიაა რო აქ იმედებს ვერ გაამართლებს უფრო მაღალი დონის გუნდში?? მითუმეტეს ბევრი გვყავს ეგეთი გაფუჭებულები როვერგვადგებიან და თან ეს 30 მილიონი რაამბავია მხითარიანი უნდა ღირდეს 30 მდე და ესეც? :D
0
№4
ავტორი: Mike
23 ნოემბერი 2016 13:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ალაბაზე ნუ რა უნდა დავწერო ტიპი კლასია და რაღაც, მარა მე ვან დაიკიც ძალიან მაგრად მევასება

მარა რამდენად გვინდა გუნდში კიდე ერთი DICK საკითხავი ეგაა, :დდ
1
№5
ავტორი: mogeba
23 ნოემბერი 2016 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
visac fexburtis mugali aq gadmova inglushi yvelaze bevri konkurentia vidre sxva chelpiinatsji amitia premiel liga msoplioshi pirveli alaba magaria iqneb dakeron utuot klasni mcveli gvinda tore win ver wavalt dq erti kargi forvardic ar gvawyenda cent forvardi reshfordi flangze ufro kargad gamoiyureba vnaxot ianvarshi
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 ნოემბერი 2016 13:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ალაბას არც გამოუშვებენ და არც თვითონ გადმოვა
0
№7
ავტორი: - MEMPHIS -
23 ნოემბერი 2016 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ციტატა: გიორგი
ალაბაო derpwhy ვინ გამოგატანს ალაბას

მართალი ხარ feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED
№8
ავტორი: t123123
23 ნოემბერი 2016 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
ვირჯილ ვან დაიკია კაი იქნებოდა
0
№9
ავტორი: Iunaitedi
23 ნოემბერი 2016 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
რავი ვინც მოვიყვანეთ ნორმალური არაფერი ჯერ.
0
№10
ავტორი: LASHQARA
23 ნოემბერი 2016 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ალაბაზე მაგარი მცველი არ არსებობს და არა მარტო მცველი love am
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top