თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2016, 10:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3360,
კომენტარები: 14
"იუნაიტედს" ალაბას და 2 მცველის შეძენა სურს
ავსტრიელი მცველი "იუნაიტედის" ინტერესთა სფეროში მოექცა.
ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედის" გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი მცველის შეძენით სურს.

პორტუგალიელი სპეციალისტი "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორის, ედ ვუდვორდისგან იმის გარანტიას ითხოვს, რომ მის მიერ მოთხოვნილი ფეხბურთელების გადაბირება შესაძლებელი იქნება.

მოურინიოს სიის სათავეში 40 მლნ. ფუნტად შეფასებული დავიდ ალაბა მოექცა, რომელიც ასევე "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას სურს.

მოურინიომ ორჯერ გაგზავნა სკაუტები სანაკრებო პაუზის დროს ალაბაზე დასაკვირვებლად.

24 წლის ავსტრიელი "ბაიერნის" რიგებში მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, რაც "იუნაიტედის" პრობლემატური პოზიციაა მიმდინარე სეზონში, თუმცა ნახევარდაცვაში მოქმედებაც შეუძლია.

"ბაიერნი" იანვარში ფეხბურთელის თაობაზე არავითარი წინადადების განხილვას არ აპირებს, თუმცაღა მას "არსენალის" სახით კიდევ ერთი მთხოვნელი ჰყავს.

"წითელმა ეშმაკებმა" უკვე დახარჯეს 150 მლნ. ფუნტი გასულ ზაფხულს, როცა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელ პოლ პოგბასთან ერთად ერიკ ბაიი და ჰენრიხ მხითარიანი გადაიბირეს.

თუმცა, "იუნაიტედის" მწვრთნელი დანახარჯებს არც ზამთარში მოერიდება, რადგან მიაჩნია, რომ დაცვის ხაზის გაძლიერების გარეშე გუნდი პირველ ოთხეულში ვერ შეაღწევს.

მეორე მცველი, რომლის გადაბირებასაც "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები გეგმავენ, ვირჯილ ვან დაიკია, თუმცა მისი გამოსასყიდი თანხა 30 მლნ. მილიონი ფუნტი იქნება.

"იუნაიტედს" ალაბას და 2 მცველის შეძენა სურს


ალაბას ავსტრიელი თანაგუნდელი, ლევერკუზენის "ბაიერის" ცენტრალური მცველი ალექსანდრ დრაგოვიჩი ასევე მოექცა მოურინიოს რადარზე, რამეთუ ჟოზე დაცვის ცენტრალური ხაზითაც უკმაყოფილოა.

მოურინიო ეჭვქვეშ დააყენა ლუკ შოუსა და კრის სმოლინგის მენტალური სიმყარე, ხოლო მატეო დარმიანისა და მარკოს როხოს მომავალი კვლავ ბუნდოვანია.

ამის გამოსასწორებლად მოურინიო მცველების გადაბირებას მიჰყოფს ხელს, მითუმეტეს, რომ ერიკ ბაიი ტრავმირებულია.

"იუნაიტედს" ალაბას და 2 მცველის შეძენა სურს


წყარო: metro
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
23 ნოემბერი 2016 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ვინ გამოგატანსო მეგონა მეც პოგბაზე, მაგრამ აჰა, დღეს ალაბა მარცხენაზე ერთ-ერთი საუკეთესოა თუ საუკეთესო არა, მაგრამ კიდე მარცხენა მცველი???????? მაშინ გაყიდონ ბლინდი, როხო, შოუდან 2 და 1 დაიტოვონ, ცენტრალურ მცველს რაც შეეხება, დრაგოვიჩები და ვან დაიკებში ამხელა ფულის გადახდას, ფოსუ მენსას მისცეს დრო ეგ მირჩევნია მე პირადად, ან ვინმე უფრო წესიერი იყიდონ, მართალია ზამთარში გაჭირდება მაღალი დონის იგროკი, მაგრამ მცდელობა არ უნდა დააკლონ, იგივე მატიე იყიდონ ბარსადან, დღეს ვიზეც იწერება მაგათ ნამდვილად ჯობია
0
№12
ავტორი: SAF
23 ნოემბერი 2016 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ალაბა არ წამოვა ასე მგონია და ეს ორივეგვინდა იმიტომ რომ ჯონსს როხოს დარმიანს გაყრის მოუ ამ ზამთარსვე და მართალიც იქნება ეგენი მანიუს დონის მცველები არ არიან ამათ მიაყოლებს მორგანას შვაინას და დეპაის გული მიგრძნობს ;) ჩემი ნება რომ იყოს მხითარიანს ერევნის არარატში გავანათხოვრებდი კიდევ :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№13
ავტორი: ikeoni
23 ნოემბერი 2016 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Zamtarshi mainc ar gadmova
0
№14
ავტორი: gache1991
23 ნოემბერი 2016 18:48
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ორი დღის წინ დავწერე ვან დეიკზე რატო არ ჩალიჩობენთქო და ასე აგიხდეს :))ძაანაც გამოგვადგება,მარადმწვანედ დამტვრეულ ჯონსს,ამოუცნობ როხოს,და კერიკის ცენტრ.მცველად დაყენებას როცა ორი ძIრითადი მცველი დამტვრეული გვყავს ამაზე კაი ვარიანტი ბაზარზე არ იქნება ზამთარში მითუმეტეს.ყველამ იცის რო რამოსი მაგარია მარა მაგას არავინ მოგვყიდის..ფული კიდე მე რა მენაღვლება ჩემი ჯიბიდან უხდი თუ რა :))

ალაბა არი საუკუნის ჭორი:))ვოლფსბურგის როდრიგსზე რო დაეწერათ კიდე ხო მარა ალაბას შანსი 0..ესენი ბოდიში და აწვალებენ მგონი ამ მარცხვენა მცველზე:))
1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top