სანამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები საერთაშორისო მატჩების ჩასატარებლად იყვნენ წასულები თავიანთი ქვეყნების ნაკრებების რიგებში, ჟოზე მოურინიო მუშაობდა და "არსენალთან" მატჩისთვის ემზადებოდა. "ალბათ, განვსხვავდები სხვა მწვრთნელებისგან, რომლებიც არდადეგებს იყენებენ და ქრებიან; ისინი თავიანთ ქვეყნებში, მზიან ქვეყნებში მიდიან და ცხოვრებით ტკბებიან. მე ასეთი ადამიანი არ ვარ - ჩემთვის არდადეგები ივნისში იწყება, არათუ ახლა, ასე რომ, დავრჩი.
ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი იმ 10 ფეხბურთელთან ერთად, რომლებიც აქ გვყავდა, ასევე ვვარჯიშობდი ნიკი ბატის გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად.
მოწინააღმდეგეების ანალიზს ვაკეთებდი, ჩემს სკაუტთა დეპარტამენტთან ერთად მეც ვსკაუტობდი, მომდევნო მატჩებისთვის ვემზადებოდი", - განაცხადა მოურინიომ.
ჟოზემ მაინც გამონახა ორი დღე იმისათვის, რომ ლონდონში გამგზავრებულიყო და სპორტის სხვა სახეობითაც დამტკბარიყო. "ორი გამოსაშვები დღე მქონდა და ლონდონში ჩემს ოჯახთან ჩავედი. ჩოგბურთის მატჩსაც დავესწარი, რადგან ამ სპორტისგან არა მარტო სიამოვნებას ვიღებ, არამედ ვსწავლობ კიდეც, განსაკუთრებით მენტალური და ტაქტიკური თვალსაზრისით.
ასე რომ, კარგი ორი კვირა მქონდა, მაგრამ მე მატჩებში მონაწილეობა მირჩევნია".