თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2016, 15:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2463,
კომენტარები: 14
როგორ გაატარა არდადეგები მოურინიომ
ჟოზე მოურინიო საერთაშორისო მატჩების დროსაც მუშაობდა.
როგორ გაატარა არდადეგები მოურინიომ
სანამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები საერთაშორისო მატჩების ჩასატარებლად იყვნენ წასულები თავიანთი ქვეყნების ნაკრებების რიგებში, ჟოზე მოურინიო მუშაობდა და "არსენალთან" მატჩისთვის ემზადებოდა.

"ალბათ, განვსხვავდები სხვა მწვრთნელებისგან, რომლებიც არდადეგებს იყენებენ და ქრებიან; ისინი თავიანთ ქვეყნებში, მზიან ქვეყნებში მიდიან და ცხოვრებით ტკბებიან. მე ასეთი ადამიანი არ ვარ - ჩემთვის არდადეგები ივნისში იწყება, არათუ ახლა, ასე რომ, დავრჩი.

ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი იმ 10 ფეხბურთელთან ერთად, რომლებიც აქ გვყავდა, ასევე ვვარჯიშობდი ნიკი ბატის გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად.

მოწინააღმდეგეების ანალიზს ვაკეთებდი, ჩემს სკაუტთა დეპარტამენტთან ერთად მეც ვსკაუტობდი, მომდევნო მატჩებისთვის ვემზადებოდი",
- განაცხადა მოურინიომ.

ჟოზემ მაინც გამონახა ორი დღე იმისათვის, რომ ლონდონში გამგზავრებულიყო და სპორტის სხვა სახეობითაც დამტკბარიყო.

"ორი გამოსაშვები დღე მქონდა და ლონდონში ჩემს ოჯახთან ჩავედი. ჩოგბურთის მატჩსაც დავესწარი, რადგან ამ სპორტისგან არა მარტო სიამოვნებას ვიღებ, არამედ ვსწავლობ კიდეც, განსაკუთრებით მენტალური და ტაქტიკური თვალსაზრისით.

ასე რომ, კარგი ორი კვირა მქონდა, მაგრამ მე მატჩებში მონაწილეობა მირჩევნია".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
21 ნოემბერი 2016 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: gache1991
ხოდა რო სკაუტობდი მოიყვანე ერთი ცენტრალური მცველი ოცი მარცხენა მცველი რო გვყავს გუნდში და დაცვის ოთხივე პოზიციაზე რამის ოთხივეგან მარცხენა მცველები პახაობენ.ალდერვეირელდი მაგალითად,ტოტენჰემს 8გოლი აქ გაშვებული და მთლად მარტო ლორისის დამსახურება არ არი.27 წლის არი,ინგლისში თამაშობს.მესამე ვარიანტად მაინც როცა ბაილის და სმოლინგს რამე მოუვა..

ამ გადაუხადოს ვესტჰემს 10-15 ლიმონი და იყიდოს კუიატე,უმაგრესი უნივერსალია,დაცვა,ნახევარდაცვა ყველგან თამაშობს,მაღალია.გოლები გაქქ როცა საჭიროა და გამოგვადგებოდა

1.90 და 26 წლის არი:)) აგერ ვარ მოუ სკაუტი :))

ვან დეიკი თუნდაც. 25 წლის არი 1.93.თავდაჯერებულია,მშვენივრად გამოგვადგებოდა.საუთჰემტონი ......მიმცემი გუნდიდა ფული აიღონ და მოედანსაც მოგყიდიან ,ფული კიდე ვუდვორდს არ ენანება და

ვანდეიკი მეც მაგრად მომწონს დაცვაშიც კარგია და გოლებიც(მაკრატელასაც ურტყავს მაგრად:d)

გოლებიც გააქ
0
№12
ავტორი: ikeoni
21 ნოემბერი 2016 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Joze sheni imedi gvaq❤️
0
№13
ავტორი: dybbuk
22 ნოემბერი 2016 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ციტატა: gache1991
ბრაუნი დაბნეული იყო ზაან და უზომოდ ბევრი შეცდომა ქონდა მარა როხო სხვა ფენომენია..ალბათ თვითონაც არ იცის როგორ გაუმართლა,არადა რა ითამაშა მსოფლიოზე ესეთი,არაფერი განსაკუთრებული.დიდი ამბავი თუ ირანთან კარგად ითამაშა..ოტამენდი რატო ათრიეს:))ეგ გვარდიოლას ტაქტიკას ვერ ერგება მეკარის წინ რო კვადრატს ათამაშებს თორე ჩვენთან რო იყოს ძაალიან მაგრა გამოგვადგებოდა..

ჩემგან კი არაფერი ესწავლებათ არც მოუს არც ვანგაალს მარა ის რო გუნდს მართლა ვიდიჩის და ფერდინანდის მერე ძლიერი ცენტრალური მცველი არ გვყოლია ამას ყველა ვხედავთ მწვრთნელების გარდა..

არადა რამდენი მცველი გაიყიდა ამ სამი წლის მანძილზე..პლიუსმომავალშიც მცველზე ვინმეს რამე დაეწეროს თუნდაც ჭორი არ გამიგია..გრიზმანი მშვენიერია მარა უკან სანამ ესეთი სიტუაცია იქნება არც გრიზმანი გვიშველის და რავინ..

რავიცი რატო ათრიეს რო ათრიეს ეგ კი ვიცი :D ძაან ბევრი თამაში ჩააგდო, პოზიციურად ბევრი შეცდომა ქონდა და ეგ მიკვირს დღემდე თორე სანამ სიტიში გადავიდოდა იმას ვიძახდი ნეტა ვიყიდოთქო მაგრამ საბოლოოდ როხო შეგვრჩა
0
№14
ავტორი: misteryou
22 ნოემბერი 2016 02:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ფილ ჯონსი მაგარი კაცია, ტრამვა აღარ მიიღოს და მაგაზე გიჟი არც ბაილია და არც სმოლინგი იმედია ამოიქოქება.... არსენალთან ვნახეთ რა გიჟიცააა ტიპებმა ერთხელ დაარტყეს კარში..

ფილ ჯონსი მაგარი კაცია, ტრამვა აღარ მიიღოს და მაგაზე გიჟი არც ბაილია და არც სმოლინგი იმედია ამოიქოქება.... არსენალთან ვნახეთ რა გიჟიცააა ტიპებმა ერთხელ დაარტყეს კარში..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top