თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2016, 19:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2349,
კომენტარები: 16
კერიკი: "გამარჯვებები აუცილებლად მოვა"
მაიკლ კერიკი გუნდის სამომავლო წარმატებაში დარწმუნებულია.
კერიკი:
"არსენალთან" მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი მაიკლ კერიკი დარწმუნებულია, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შექმნილი ატმოსფერო გუნდს აუცილებლად მოუტანს მომავალში წარმატებებს.

არსენ ვენგერის გუნდის წინააღმდეგ "წითლები" დომინირებდნენ, მაგრამ ხუან მატას მიერ გატანილი გოლი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი, რამეთუ ოლივიე ჟირუმ 89-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

"მატჩს ვაკონტროლებდით, მაგრამ არასდროს შეიძლება მოდუნება და გამოთიშვა. მათ მართლაც კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ვფიქრობ, თავს კარგად ვიცავდით როგორც გუნდი. ყველა სათამაშო გეგმას მიჰყვებოდა და ამან გაამართლა.

რთულად გადასატანი იყო, რაც მოხდა. თუ სტრესში ხარ და მოდუნდი, მაშინ გასაგებია, მაგრამ მატჩში ყველაფერი კარგად მიდიოდა, თამაშს ვაკონტროლებდით, გოლი კი არსაიდან გავიდა - რთულად გადასატანია",
- განაცხადა კერიკმა.

პოზიტიურ საგნებზე საუბრისას და გადატვირთული გრაფიკის მოლოდინში კერიკს მიაჩნია, რომ გუნდის მომავალი შეიცვლება, თუკი ასევე განაგრძობენ მატჩებში დომინირებას.

"ნებისმიერი თამაშისგან პოზიტიური მომენტი უნდა დაიჭირო. გაცილებით ადვილია ასეთი შედეგის მიღება, როცა იცი, რომ კარგად ითამაშე, გააკეთე ყველაფერი, რაც შეგეძლო და გამარჯვება დაიმსახურე.

პრობლემა მაშინ არსებობს, როცა საქმე გეგმის მიხედვით არ მიდის და ფიქრობ, რომ გაცილებით უკეთესი უნდა იყოს და პრობლემებია გადასაჭრელი, მაგრამ მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, რომლის გადაჭრაც საჭიროა.

რა თქმა უნდა, შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი თამაშით, უფრო ხშირად მოვიგებთ და დღეიდან სეზონის ბოლომდე ასე იქნება",
- დაასრულა ინგლისელმა ნახევარმცველმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
20 ნოემბერი 2016 19:31
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Evropalugaze unda gvanaxon girseuli tamashi da dagvimtkicon ro arsenalma shemtxvevit gaitana
0
№2
ავტორი: ikeoni
20 ნოემბერი 2016 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Darwmunebuli var egre iqneba
0
№3
ავტორი: Lady in red
20 ნოემბერი 2016 19:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ყოველი კარგი თამაშის შემდეგ ეგრე იძახიან, ახლა სულ ასე ვითამაშებთო და რაღაც ვერ ვხედავ მათ კარგ თამაშს. არასტაბილურებია არიან, მაგრამ ნელ-ნელა დალაგდება გუნდი.
0
№4
ავტორი: mogeba
20 ნოემბერი 2016 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
vnaxot feinoords rogor etamashebit ravici xarisxi ashkarad uketesdeba prosto bolos ar undz modu'dnen roca 1-0 meti yuradgeba sajiro ultra koncetracia ise galovoda vachuqet 2 qula magram tamashi ashkrad emzgavseba tamashs
0
№5
ავტორი: gache1991
20 ნოემბერი 2016 21:03
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია ეს დღეს ჩმთის ჩვენ შემადგენლობაში.ეს და რუნი დარჩნენ იმ გუნდიდად რომლებიც რისხვა იყვნენ ლუზერპულების და ცისფრების და ყველასი:)) ამის გოლი რომას კარში იყო Bbriliant
1
№6
ავტორი: GeorgeBest
20 ნოემბერი 2016 21:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: gache1991
ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია ეს დღეს ჩმთის ჩვენ შემადგენლობაში.ეს და რუნი დარჩნენ იმ გუნდიდად რომლებიც რისხვა იყვნენ ლუზერპულების და ცისფრების და ყველასი:)) ამის გოლი რომას კარში იყო Bbriliant

good2 ჩემთვისაც ეგრეა
0
№7
ავტორი: dunkan
20 ნოემბერი 2016 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Maurinio risi gamketebelia 3welshi?Arapris es semi weli jobda gigzi-sqoulzistvis miecat da ecdiat gunds is gaketeba.bolosdabolos amxela legendebi Arian da shanss imsaxurebdnen.amaze uaress ras izavdnen?gamoucdelebi ariano ro bazrobda im xalxs vetyvi rom Manchesteristvis yvela gamoucdeli iqneba pergiusonis mere
0
№8
ავტორი: gache1991
20 ნოემბერი 2016 22:20
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ვერ დაგეთანხმები.ქულები ვერ ავიღეთ თორე თამაშით ცუდათ (სამივე ნიჩიის დროს კარგად ითამაშეს)ეს ის არსენალია დღეს რო ჩელსი ლიდერია იმას ბურთი რო გადააღეჭა თავზე..პლიუს მოუ პირველ წელს ვერასდროს იყო პირველი..პლიუს ალბათ ყველაზე დაუბალანსებელ გუნდში მოუწია მოსვლა..ერთადერთი ამ წელს ორი რამე მინდა: 1.ლივერპულის გარდა ლუბოი გახდეს ჩემპიონი,რათქმა უნდა ჩვენ თუ ვერ გავხდით...2 ლიგაზე უნდა გავიდეთ აუცილებლად..ქულების კარგვას დაიწყებენ ძალიან მალე ტოტენჰემიც და არსენალიც...პლიუს სიტი არამგონია მალე წამოვიდეს ლიგიდან და მაგათაც გაუჭირდებათ...მოკლედ ყველაფერი წინ არი...
0
№9
ავტორი: giorgiginturi
20 ნოემბერი 2016 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ჩელსი რას აკეთებს belay feel ამათი დედა ვატირე, არავის არ დაუთმობს ჩემპიონობას წელს! ალბათ........ გოლსაც კი არ უშვებენ, აი ეგაა სტაბილურობა..... და არა ჩვენ? სადღაც რაღაცას გაისვრიან და იმასაც მშრალად ვერ ინახავენ რომ დე ხეას მაინც ცენ პატივი ამ დონის კიპერი გვყავს და ცენტრალურ და საყრდენ მცველად თუ ვერ თამაშობს მანდ ბოდიშით რააა sad ალბათ მაგ ფუნქციებსაც შეითავსებს belay
0
№10
ავტორი: stepno
20 ნოემბერი 2016 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Aba sad wava :-D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top