მოურინიოს კომენტარი "არსენალთან" მატჩის შემდგომ.
უიღბლობა"ყველამ იცის, რომ მოგება დავიმსახურეთ, არა მხოლოდ მე, როგორც "იუნაიტედის" მენეჯერმა და არა მხოლოდ თქვენ, როგორც გუნდის ჟურნალისტმა, არამედ ყველამ. ბიჭებმა ძალიან, ძალიან კარგად ითამაშეს. გარდა გოლის მომენტისა, დაცვის ხაზიც შესანიშნავი იყო. მატჩს ვაკონტროლებდით, საფრთხეს წარმოვადგენდით, გოლი გავიტანეთ, მეტი უნდა გაგვეტანა. სწორად ვთამაშობდით, აგრესიულად, პრესინგით, მაგრამ ძალიან, ძალიან უიღბლოები გამოვდექით"
ვალენსიას საპენალტო მომენტი"არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ანდრე მარინერის მიმართ კარგად ვარ განწყობილი, მას არ უნდა, რომ მატჩის ვარსკვლავი იყოს, რადგან კარგი მსაჯია. არ მინდა ვთქვა, იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება შეცდომა."
ზედიზედ სამი ფრე "ოლდ ტრაფორდზე""წარმომიდგენია, სად ვიქნებოდით ახლა, ამ მატჩებში ექვსი ქულა რომ არ დაგვეკარგა. სამივეჯერ საოცრად ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, ასეც განვაგრძობთ და შეხვედრებს მოგებით დავასრულებთ. ის, რაც "სტოკთან", "ბარნლისთან" და "არსენალთან" გავაკეთეთ, სტადიონზე მოსული გულშემატკივრისთვის 9 ქულის მომტანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. ეს შეხვედრები მომავლის იმედს მაძლევს, რადგან წარმოუდგენელია ყოველ მატჩში ასე არ გაგვიმართლოს"
მცველების კარგი თამაში"მათ ძალიან კარგად იმუშავეს. როხო და ჯონსი ეროვნულ ნაკრებებში არ წავიდნენ, დარჩნენ და ორი კვირა დაუღალავად შრომობდნენ. ანტონიომ მხარი მოიტეხა, მაგრამ მაინც საოცრად ძლიერია. ტოპ მოთამაშეებისგან, როგორებიც არიან სანჩესი, იოზილი და უოლკოტი, ვერაფერი ვნახეთ, რისი მიზეზიც არა მათი ცუდი თამაში, არამედ ჩვენი დაცვის კარგი თამაშია"
იმედგაცრუებული გუნდი"ისინი ჩუმად არიან. ხვდებიან, რომ ეს ფრე იგივეა, რაც მარცხი და განიცდიან. მაგრამ მათ ვუთხარი, რომ უარესი გრძნობაა, როცა კარგ თამაშს ვერ აჩვენებ, შეცდომებს დაუშვებ და ამის ხარჯზე ვერ მაიღწევ შედეგს. ისინი უნდა ამაყობდნენ დღევანდელი შეხვედრით, მაგრამ ბუნებრივია იმედგაცრუებულნი არიან იმის გამო, რომ ვერ მოიგეს გუნდთან, რომელსაც კარში არ დაურტყამს"
"ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივარი"ვფიქრობ, საოცარი ფანები გვყავს - მათი რეაქცია ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საოცარია, რადგან იციან, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს მის მოსაგებად"
წყარო:
manutd.com