თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2016, 23:31
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2673,
კომენტარები: 12
მოურინიო: "ყველამ იცის, რომ მოგება დავიმსახურეთ"
მოურინიოს კომენტარი "არსენალთან" მატჩის შემდგომ.
მოურინიო:
უიღბლობა

"ყველამ იცის, რომ მოგება დავიმსახურეთ, არა მხოლოდ მე, როგორც "იუნაიტედის" მენეჯერმა და არა მხოლოდ თქვენ, როგორც გუნდის ჟურნალისტმა, არამედ ყველამ. ბიჭებმა ძალიან, ძალიან კარგად ითამაშეს. გარდა გოლის მომენტისა, დაცვის ხაზიც შესანიშნავი იყო. მატჩს ვაკონტროლებდით, საფრთხეს წარმოვადგენდით, გოლი გავიტანეთ, მეტი უნდა გაგვეტანა. სწორად ვთამაშობდით, აგრესიულად, პრესინგით, მაგრამ ძალიან, ძალიან უიღბლოები გამოვდექით"

ვალენსიას საპენალტო მომენტი

"არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ანდრე მარინერის მიმართ კარგად ვარ განწყობილი, მას არ უნდა, რომ მატჩის ვარსკვლავი იყოს, რადგან კარგი მსაჯია. არ მინდა ვთქვა, იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება შეცდომა."

ზედიზედ სამი ფრე "ოლდ ტრაფორდზე"

"წარმომიდგენია, სად ვიქნებოდით ახლა, ამ მატჩებში ექვსი ქულა რომ არ დაგვეკარგა. სამივეჯერ საოცრად ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, ასეც განვაგრძობთ და შეხვედრებს მოგებით დავასრულებთ. ის, რაც "სტოკთან", "ბარნლისთან" და "არსენალთან" გავაკეთეთ, სტადიონზე მოსული გულშემატკივრისთვის 9 ქულის მომტანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. ეს შეხვედრები მომავლის იმედს მაძლევს, რადგან წარმოუდგენელია ყოველ მატჩში ასე არ გაგვიმართლოს"

მცველების კარგი თამაში

"მათ ძალიან კარგად იმუშავეს. როხო და ჯონსი ეროვნულ ნაკრებებში არ წავიდნენ, დარჩნენ და ორი კვირა დაუღალავად შრომობდნენ. ანტონიომ მხარი მოიტეხა, მაგრამ მაინც საოცრად ძლიერია. ტოპ მოთამაშეებისგან, როგორებიც არიან სანჩესი, იოზილი და უოლკოტი, ვერაფერი ვნახეთ, რისი მიზეზიც არა მათი ცუდი თამაში, არამედ ჩვენი დაცვის კარგი თამაშია"

იმედგაცრუებული გუნდი

"ისინი ჩუმად არიან. ხვდებიან, რომ ეს ფრე იგივეა, რაც მარცხი და განიცდიან. მაგრამ მათ ვუთხარი, რომ უარესი გრძნობაა, როცა კარგ თამაშს ვერ აჩვენებ, შეცდომებს დაუშვებ და ამის ხარჯზე ვერ მაიღწევ შედეგს. ისინი უნდა ამაყობდნენ დღევანდელი შეხვედრით, მაგრამ ბუნებრივია იმედგაცრუებულნი არიან იმის გამო, რომ ვერ მოიგეს გუნდთან, რომელსაც კარში არ დაურტყამს"

"ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივარი

"ვფიქრობ, საოცარი ფანები გვყავს - მათი რეაქცია ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საოცარია, რადგან იციან, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს მის მოსაგებად"

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: qamari
20 ნოემბერი 2016 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: გიორგი
ვალენსიას პენალტზე საუბარი დიდი უაზრობაა. ბოლო დროს ხშირადაა საკამათო ეპიზოდები

ჩემი აზრით იგივე თამაში უნდა გაეგრძელებინა რასაც გოლამდე ვთამაშობდით

მომისმინე მეგობარო შეიძლება არ გვინდოდეს მანიუს ფანებს პენლით თამაშის მოგება , მაგრამ ის რომ პენალი იყო უეჭველია ,ესეც მათი წესებით მთავარი ფეხის წამოდება არ არის ნებისმიერი კონტაქტი უკვე არის საფუძველი ჯარიმის და თუ შენ უარყოფ რომ მცველს ხელით კონტაქტი არ ჰქონდა ვალენსიასთან მაშინ არ ვკამათობ

ციტატა: NINI_ivanishvili
პენალტის მაშინ არ ნიშნავენ როცა საჯარიმოს შიგნით ხელზე მოხვდება ფეხბურთელს და ამაზეც არ დანიშნავდა. თუმცა, დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ როცა გუნდი თამაშობს კარგად და თამაშს ვერ იგებს ეს მსაჯი ბრალი არ არის და არც ღირს იმ მომენტზე გამოკიდება. უკვე აღარ ვიცი რა სჭირს გუნდს, კარგად ითამაშებენ ვერ იგებენ, ცუდად ითამაშებენ აგებენ და ამას მგონი მწვრთნელი უნდა ჩაუღრმავდეს. ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს და ეს პრობლემა ასე მალე ნამდვილად ვერ მოგვარდება. ძალიან არასტაბილურები ვართ, უფრო სწორად სტაბილურები ვარ წაგების და ფრის მხრივ. მეტი მონდომებაა საჭირო და ბოლომდე თამაში. ასეთ მატჩს როცა იგებ არ უნდა გაჩერდე და კიდევ უნდა შეუტიო. დღევანდელი მატჩი თამაშით მოვიგეთ, მაგრამ ანგარიშით წავაგეთ.


ჩვეულებრივი სურვილებია და თუ დაუმატებთ ,რომ ამ სურვილების სათავეში ქართველი გულშემატკივარია მისი ახდომაც მალე გვინდა ,მარა რეალობაში სამწუხაროდ სხვანაირადაა
0
№12
ავტორი: mogeba
20 ნოემბერი 2016 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
penalti iyo da plius barati 20 jer vnaxe azrinar aq magram ashkarad iyo uejveli
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top