თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2016, 23:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3286,
კომენტარები: 19
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)
პრეიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-12 ტური
თარიღი: შაბათი, 19 ნოემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი
მატჩის დასაწყისი: 16:30, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: ბაიი, სმოლინგი, ფელაინი.
დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: რუნი, შოუ, ვალენსია
განაცხადი: De Gea, Romero, Blind, Jones, Darmian, Fosu-Mensah, Rojo, Shaw, Carrick, Mkhitaryan, Lingard, Mata, Pogba, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford, Rooney


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"არსენალი"


ტრავმირებულები: ბელერინი, პერესი, კასორლა, უელბეკი, მერტესაკერი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: სანჩესი
განაცხადი: Cech, Ospina, Debuchy, Jenkinson, Holding, Gabriel, Koscielny, Mustafi, Gibbs, Monreal, Maitland-Niles, Elneny, Coquelin, Ramsey, Xhaka, Oxlade-Chamberlain, Ozil, Walcott, Reine-Adelaide, Iwobi, Sanchez, Akpom, Giroud.

არსენ ვენგერს ჩილელი ფორვარდის, ალექსის სანჩესის მდგომარეობის შეფასება მოუწევს. მცირე დაზიანების შემდეგ ალექსისმა უკვე ითამაშა ნაკრების შემადგენლობაში, თუმცა ვენგერი პირადი დაკვირვების გარეშე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. "მეთოფეებმა" ერთი თვით დაკარგეს მარჯვენა მცველი ბელერინი, რომელმაც ლონდონურ დერბიში მიიღო ტრავმა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 18 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: ფ-ფ-წ-ფ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში "წითელი ეშმაკები" 1992 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ სამ ყაიმურ მატჩს.

წაგების შემთხვევაში "იუნაიტედს" 18 ქულა დარჩება 12 მატჩის შემდეგ, რაც თანაბარი იქნება სეზონის ამ ეტაპზე ყველაზე ცოტა აღებული ქულების რაოდენობისა. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 2004/05 წლების სეზონში დაფიქსირდა.

მოურინიო არასდროს დამარცხებულ პრემიერ ლიგაში არსენ ვენგერის წინააღმდეგ. მან 11 მატჩი ჩაატარა "არსენალთან", 5 მოიგო და 6 ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"არსენალი"


მე-4 ადგილი, 24 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: მ-მ-ფ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


"არსენალმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.

2016 წლის ერთადერთი გასვლითი მარცხი "არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თებერვალში იწვნია.

ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში არსენ ვენგერმა მხოლოდ ერთხელ დაამარცხა ჟოზე მოურინი. +1=6-8. ეს ერთადერთი გამარჯვება მან 2015 წელს გამართულ ინგლისის სუპერთასზე მოიპოვა.

ფრანგმა სპეციალისტმა "არსენალის" მთავარი მწვრთნელის რანგში "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელებთან პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული ყველა პირველი მატჩი წააგო - ალექს ფერგიუსონთან 1996 წლის ნოემბერში, დევიდ მოიესთან 2013 წლის ნოემბერში, ლუი ვან გაალთან 2014 წლის ნოემბერში.

მხოლოდ "არსენალსა" და "ვესტ ბრომს" არ აქვთ გაშვებული გოლები პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მატჩების პირველ 15 წუთში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 8 გოლი (6 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 2 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.

თავისი კარიერის განმავლობაში უეინ რუნიმ 14-ჯერ გაიტანა გოლი "არსენალის" კარში. ამდენივე გოლი მას "ნიუკასლის" კარში აქვს გატანილი. მისგან უფრო ხშირად მხოლოდ "ასტონ ვილა" ზარალდებოდა - 15 გოლი.

"არსენალთან" მატჩებში უეინ რუნიმ თავისი პირველი პრემიერ ლიგური გოლი გაიტანა, თავისი პირველი გოლი გაიტანა "იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში ჩატარებულ მატჩში და ასევე თავისი მეასე გოლი ინგლისის ჩემპიონატში.

მარკუს რეშფორდის დებიუტი პრემიერ ლიგაში სწორედ "არსენალის" წინააღმდეგ შედგა და ინგლისელმა იმ შეხვედრაში დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"არსენალი"


წამყვანი ბომბარდირი: სანჩესი – 8 გოლი (6 ლიგაში), უოლკოტი - 8 გოლი (5 ლიგაში).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე ჯამში 223-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 94-ჯერ იმარჯვა, "არსენალმა" 80-ჯერ, ხოლო 49 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"არსენალი" 22-ჯერ დამარცხდა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში, უფრო ხშირად, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან, ამ წაგებებიდან 15 კი "ოლდ ტრაფორდზე" შედგა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ეგიდით "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 1-ჯერ დამარცხდა (+6=3-1), როცა "ემირეიტსზე" 2015 წლის ოქტომბერში 3-0 დამარცხდა.

"არსენალი" პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვებას, მათგან შვიდი კი წააგო.

"მეთოფეები" "ოცნებების თეატრზე" 10 წელზე მეტია ვერ იმარჯვებენ. მათი უკანასკნელი გამარჯვება 2006 წლით თარიღდება, როცა ემანუელ ადებაიორის გოლმა სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.

პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო 24 მატჩიდან მხოლოდ 2-ში მოახერხა "არსენალმა" 1 გოლზე მეტის გატანა - 8-2, 2011 წლის 28 აგვისტოს და 3-2, 2016 წლის 28 თებერვალს.

პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ამ გუნდებს შორის გამართულ მატჩებში დანიშნული 10 პენალტიდან 6 ვერ გარდასახეს გოლად - ეს უფრო მეტია, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერ სხვა სტადიონზე დაფიქსირებული ანალოგიური შედეგი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 81 მოგება, "არსენალი" - 68 მოგება, ფრე - 45.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 22 მოგება, "არსენალი" - 12 მოგება, ფრე - 14.

"იუნაიტედის" სტადიონი


ლიგა: "იუნაიტედი" - 56 მოგება, "არსენალი" - 15 მოგება, ფრე - 26.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 15 მოგება, "არსენალი" - 3 მოგება, ფრე - 6.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური მატჩი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-2 "არსენალი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


თარიღი: 17 თებერვალი, 2016 წელი
სწრებადობა: 75 329
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რეშფორდი 29', 32', ერერა 65
გოლი "არსენალის" რიგებში: უელბეკი 40', ოზილი 69'

გუნდების შემადგენლობა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა ანდრე მარინერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩი განსაჯა, 41 ყვითელი და 5 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: საიმონ ბეკი, ენდი გარატი
სათადარიგო მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის წინ
19 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 ნოემბერი 2016 23:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფრანგმა სპეციალისტმა "არსენალის" მთავარი მწვრთნელის რანგში "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელებთან პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული ყველა პირველი მატჩი წააგო - ალექს ფერგიუსონთან 1996 წლის ნოემბერში, დევიდ მოიესთან 2013 წლის ნოემბერში, ლუი ვან გაალთან 2014 წლის ნოემბერში.


მოურინიოსაც ნოემბერში რომ ხვდება wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lady in red
18 ნოემბერი 2016 23:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ხვალ მოვიგებთ თუ არ დაშტერდნენ მოედანზე როგორც ემართებათ ხოლმე.
0
№3
ავტორი: niksonpro101
18 ნოემბერი 2016 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
ციტატა: RojoDiablo
ფრანგმა სპეციალისტმა "არსენალის" მთავარი მწვრთნელის რანგში "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელებთან პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული ყველა პირველი მატჩი წააგო - ალექს ფერგიუსონთან 1996 წლის ნოემბერში, დევიდ მოიესთან 2013 წლის ნოემბერში, ლუი ვან გაალთან 2014 წლის ნოემბერში.


მოურინიოსაც ნოემბერში რომ ხვდება wink

ბედია რა
იმედია ტრადიციას არ დაარღვევს
მარა არსენალს მართლა რამხელა დანაკლისია
და სანჩეზი ითამაშებს 90% ით ვიცი ოფიციალურ საიტზე წავიკითხე
am
0
№4
ავტორი: - MEMPHIS -
18 ნოემბერი 2016 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
იბრას დისკვალიფიკაცია უკვე დავიწყებული მქონდა, და რომ წავიკითხე ისევ გამახსენდა cry2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED
№5
ავტორი: ikeoni
18 ნოემბერი 2016 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Saxes adzrobs joze da imedia gagzeldeba es seriaa
0
№6
ავტორი: giorgi_mg
18 ნოემბერი 2016 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ფერგის პერიოდში რომ არსენალი იყო ეს არსენალი იმასთან შედარებით აშკარად უკეთესი გუნდია (2003-2004_ის გარდა) ხოდა გამოჩნდება საბოლოოდ რა შეუძლია მოუს და ამ გუნდს, თუ რამის პრეტენზია გვაქვს ეს თამაში უეჭველი უნდა მოვიგოთ, 6 ქულა დევს სასწორზე. წარმატებები ხვალ ბიჭებს!
0
№7
ავტორი: - MEMPHIS -
18 ნოემბერი 2016 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
მოიცა ვალენსიაზე ხომ დაიწერა თამაშს 100% შეძლებსო ? shok2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED
№8
ავტორი: niksonpro101
19 ნოემბერი 2016 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
ციტატა: - MEMPHIS -
მოიცა ვალენსიაზე ხომ დაიწერა თამაშს 100% შეძლებსო ? shok2

ვალეზე კიარა შოუზე იყო wink

პოზიტივი ბიჭებო მე თქვენიც მჯერა მან იუსიც და საერთოდ ყველასი ვინც კი მაჩესტერის გულშემატკივარია პოზიტივი და მაგ ლონდოლენ პიჟონებს დედასმოვუ***ვთ GGMU am
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
19 ნოემბერი 2016 01:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ამ თამაშის ვერ მოგება არ შეიძლება
0
№10
ავტორი: giorgiginturi
19 ნოემბერი 2016 09:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
სწორი სასტარტო შემადგენლობის შემთხვევაში მოვიგებთ.....
რატომღაც მგონია დღეს დეპაის ათამაშებს......
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top