პრეიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-12 ტური
თარიღი: შაბათი, 19 ნოემბერი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი
მატჩის დასაწყისი: 16:30, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ბაიი, სმოლინგი, ფელაინი.
დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: რუნი, შოუ, ვალენსია
განაცხადი: De Gea, Romero, Blind, Jones, Darmian, Fosu-Mensah, Rojo, Shaw, Carrick, Mkhitaryan, Lingard, Mata, Pogba, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford, Rooney
"არსენალი"
ტრავმირებულები: ბელერინი, პერესი, კასორლა, უელბეკი, მერტესაკერი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: სანჩესი
განაცხადი: Cech, Ospina, Debuchy, Jenkinson, Holding, Gabriel, Koscielny, Mustafi, Gibbs, Monreal, Maitland-Niles, Elneny, Coquelin, Ramsey, Xhaka, Oxlade-Chamberlain, Ozil, Walcott, Reine-Adelaide, Iwobi, Sanchez, Akpom, Giroud.
არსენ ვენგერს ჩილელი ფორვარდის, ალექსის სანჩესის მდგომარეობის შეფასება მოუწევს. მცირე დაზიანების შემდეგ ალექსისმა უკვე ითამაშა ნაკრების შემადგენლობაში, თუმცა ვენგერი პირადი დაკვირვების გარეშე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს. "მეთოფეებმა" ერთი თვით დაკარგეს მარჯვენა მცველი ბელერინი, რომელმაც ლონდონურ დერბიში მიიღო ტრავმა.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-6 ადგილი, 18 ქულა
ბოლო ხუთი შეხვედრა: ფ-ფ-წ-ფ-მ
მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში "წითელი ეშმაკები" 1992 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ სამ ყაიმურ მატჩს.
წაგების შემთხვევაში "იუნაიტედს" 18 ქულა დარჩება 12 მატჩის შემდეგ, რაც თანაბარი იქნება სეზონის ამ ეტაპზე ყველაზე ცოტა აღებული ქულების რაოდენობისა. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 2004/05 წლების სეზონში დაფიქსირდა.
მოურინიო არასდროს დამარცხებულ პრემიერ ლიგაში არსენ ვენგერის წინააღმდეგ. მან 11 მატჩი ჩაატარა "არსენალთან", 5 მოიგო და 6 ფრედ დასრულდა.
"არსენალი"
მე-4 ადგილი, 24 ქულა
ბოლო ხუთი შეხვედრა: მ-მ-ფ-მ-ფ
"არსენალმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.
2016 წლის ერთადერთი გასვლითი მარცხი "არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თებერვალში იწვნია.
ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში არსენ ვენგერმა მხოლოდ ერთხელ დაამარცხა ჟოზე მოურინი. +1=6-8. ეს ერთადერთი გამარჯვება მან 2015 წელს გამართულ ინგლისის სუპერთასზე მოიპოვა.
ფრანგმა სპეციალისტმა "არსენალის" მთავარი მწვრთნელის რანგში "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელებთან პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული ყველა პირველი მატჩი წააგო - ალექს ფერგიუსონთან 1996 წლის ნოემბერში, დევიდ მოიესთან 2013 წლის ნოემბერში, ლუი ვან გაალთან 2014 წლის ნოემბერში.
მხოლოდ "არსენალსა" და "ვესტ ბრომს" არ აქვთ გაშვებული გოლები პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მატჩების პირველ 15 წუთში.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი - 8 გოლი (6 ლიგაში).
უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 2 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ სერ ბობი ჩარლტონთან ერთად კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება გაიყოს.
თავისი კარიერის განმავლობაში უეინ რუნიმ 14-ჯერ გაიტანა გოლი "არსენალის" კარში. ამდენივე გოლი მას "ნიუკასლის" კარში აქვს გატანილი. მისგან უფრო ხშირად მხოლოდ "ასტონ ვილა" ზარალდებოდა - 15 გოლი.
"არსენალთან" მატჩებში უეინ რუნიმ თავისი პირველი პრემიერ ლიგური გოლი გაიტანა, თავისი პირველი გოლი გაიტანა "იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში ჩატარებულ მატჩში და ასევე თავისი მეასე გოლი ინგლისის ჩემპიონატში.
მარკუს რეშფორდის დებიუტი პრემიერ ლიგაში სწორედ "არსენალის" წინააღმდეგ შედგა და ინგლისელმა იმ შეხვედრაში დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
"არსენალი"
წამყვანი ბომბარდირი: სანჩესი – 8 გოლი (6 ლიგაში), უოლკოტი - 8 გოლი (5 ლიგაში).
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე ჯამში 223-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 94-ჯერ იმარჯვა, "არსენალმა" 80-ჯერ, ხოლო 49 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"არსენალი" 22-ჯერ დამარცხდა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში, უფრო ხშირად, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან, ამ წაგებებიდან 15 კი "ოლდ ტრაფორდზე" შედგა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ეგიდით "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 1-ჯერ დამარცხდა (+6=3-1), როცა "ემირეიტსზე" 2015 წლის ოქტომბერში 3-0 დამარცხდა.
"არსენალი" პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვებას, მათგან შვიდი კი წააგო.
"მეთოფეები" "ოცნებების თეატრზე" 10 წელზე მეტია ვერ იმარჯვებენ. მათი უკანასკნელი გამარჯვება 2006 წლით თარიღდება, როცა ემანუელ ადებაიორის გოლმა სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.
პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო 24 მატჩიდან მხოლოდ 2-ში მოახერხა "არსენალმა" 1 გოლზე მეტის გატანა - 8-2, 2011 წლის 28 აგვისტოს და 3-2, 2016 წლის 28 თებერვალს.
პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ამ გუნდებს შორის გამართულ მატჩებში დანიშნული 10 პენალტიდან 6 ვერ გარდასახეს გოლად - ეს უფრო მეტია, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერ სხვა სტადიონზე დაფიქსირებული ანალოგიური შედეგი.
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "იუნაიტედი" - 81 მოგება, "არსენალი" - 68 მოგება, ფრე - 45.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 22 მოგება, "არსენალი" - 12 მოგება, ფრე - 14.
"იუნაიტედის" სტადიონი
ლიგა: "იუნაიტედი" - 56 მოგება, "არსენალი" - 15 მოგება, ფრე - 26.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 15 მოგება, "არსენალი" - 3 მოგება, ფრე - 6.
გასული წლის ანალოგიური მატჩი"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-2
"არსენალი" თარიღი: 17 თებერვალი, 2016 წელი
სწრებადობა: 75 329
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რეშფორდი 29', 32', ერერა 65
გოლი "არსენალის" რიგებში: უელბეკი 40', ოზილი 69'
გუნდების შემადგენლობა
მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა ანდრე მარინერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩი განსაჯა, 41 ყვითელი და 5 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: საიმონ ბეკი, ენდი გარატი
სათადარიგო მსაჯი: მაიკლ ოლივერი