თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2016, 15:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2387,
კომენტარები: 13
"იუნაიტედს" მუსა დემბელე სურს
მოურინიო ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელით ინტერესდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ გაგზავნა სკაუტები "სელტიკის" ფორვარდზე, მუსა დემბელეზე დასაკვირვებლად, რადგანაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის შეძენას აპირებს.

Daily Mail-სთვის ცნობილი გახდა, რომ "წითელი ეშმაკების" სკაუტი დევიდ ფრიიო სპეციალური დავალებით იმყოფებოდა საფრანგეთისა და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე, რომელიც ორშაბათს საღამოს გაიმართა და რომელშიც დემბელემ დუბლი შეასრულა.

ამგვარად, მოურინიოს კიდევ ერთი მიზეზი მიეცა იმისათვის, რომ 20 წლის ფეხბურთელის შესაძენად ზამთარში საგრძნობი თანხა დახარჯოს. მოურინიო მუსას პირადი თაყვანისმცემელია და მას გასულ სეზონში ჯერ კიდევ "ფულჰემში" ასპარეზობისას აკვირდებოდა.

გამოცემა იტყობინება, რომ მოურინიო დემბელეში იმავე სტილსა და სათამაშო ხასიათს ხედავს, რასაც მის ყოფილ შეგირდში, დიდიე დროგბაში ამჩნევდა. ფეხბურთელისადმი დიდი ხნის ინტერესი "იუნაიტედს" ფავორიტად აქცევს ბრძოლაში, რომელშიც ასევე "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ჩელსი" და "ბაიერნია" ჩართული.

აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს "სელტიკმა" მუსას შესაძენად მხოლოდ 500 ათასი ფუნტი გადაიხადა, მან კი შვიდი გოლი გაიტანა შოტლანდიის ჩემპიონატში, ხოლო 3 ჩემპიონთა ლიგაზე - მათ შორის 2 გოლი "სიტის" კარში. სექტემბერში 20 წლის ფეხბურთელმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა "რეინჯერსთან" მატჩში, რაც 1966 წლის შემდეგ არავის გაუკეთებია.

იანვარში დემბელეს გადაბირება საკმაოდ რთული იქნება, რადგან მას "სელტიკში" დარჩენა და შოტლანდიის ჩემპიონის ტიტულის მოგება სურს. თუმცა, "იუნაიტედის" ფინანსურ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, შოტლანდიურ გრანდს თავისი ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა გაუჭირდეს.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Qutaiseli
17 ნოემბერი 2016 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
მაგარი ბიჭიაა.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
17 ნოემბერი 2016 15:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველა დემბელე დადოს
1
№3
ავტორი: makaveli
17 ნოემბერი 2016 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ვაფშე რამდენი დემბელეა? ყველა დემბელეზე იძახიან მაგარიაო და რავი:)))
0
№4
ავტორი: - MEMPHIS -
17 ნოემბერი 2016 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ციტატა: გიორგი
ყველა დემბელე დადოს

ისე მართალი ხარ ყველა დემბელე მაგარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED
№5
ავტორი: Qutaiseli
17 ნოემბერი 2016 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ხოო დორტმუნდის დემბელეც მაგარია
0
№6
ავტორი: dybbuk
17 ნოემბერი 2016 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
რა დაინახა ამაში მოუმ დროგბასნაირი არ ვიცი, მაგრამ ბიჭს ტალანტი ნამდილად აქვს, მეორე ის ფაქტორიცაა რო გუნდში მარსიალი, რეშფორდია, რაც იმას ნიშნავს რომ მუსას მოსვლით, რომელშიაც კოლოსალურ თანხას მოითხოვენ და ესენიც უყოყმანოდ მოისვრიან მაგ ფულს(ვერ ვხვდები რატო აგოიმებს ყველა მანიუს ან რატო იგოიმებენ თავს), ან გაამართლებს ან არა, ფულემი და სელტიკი არ იძლევა იმის უფრო მყარ იმედს რო ეს დემბელე გაცემულ ავანსებს გაამართლებს, სად ჩემპიონშიფი და შოტლანდიის ჩემპიონატი და სად პრემიერლიგა, გასაგებია სიტისაც გაუტანა და ახალგაზრდულშიაც კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ მისი მოყვანა მხოლოდ იმ პონტში გამისწორდება თუ ეს ყველაფერი მომავალზე გათვლილია მარსიალთან და რეშფორდთან ერთად და არა მათი იგნორირების და სკამზე გადაჯდომის ხარჯზე
1
№7
ავტორი: reddevil12
17 ნოემბერი 2016 15:55
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
მარსიალს და რეშფორდს რას უშვრება ეს კაცი საერთოდ ?
0
№8
ავტორი: kobinio
17 ნოემბერი 2016 18:11
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეს მართლა კაი ბიჭია,ბარსასთან უყურე ამის შესაძლებლობებს და ძალიან მომეწონა
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
17 ნოემბერი 2016 18:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გადაიხადონ ახლა ამაში ერთი 60 მილიონი derpwhy
0
№10
ავტორი: stepno
17 ნოემბერი 2016 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: SANDROGRIGA
გადაიხადონ ახლა ამაში ერთი 60 მილიონი derpwhy

აუუ ამ შემთხვევაში მართლა არ მადარდებს რამდენს გადაიხდის ძალიან მაგრად მინდა ეს ბიჭიიიიი:(((((((((((((((((((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top