თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2016, 15:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2388,
კომენტარები: 13
"იუნაიტედს" მუსა დემბელე სურს
მოურინიო ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელით ინტერესდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ გაგზავნა სკაუტები "სელტიკის" ფორვარდზე, მუსა დემბელეზე დასაკვირვებლად, რადგანაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის შეძენას აპირებს.

Daily Mail-სთვის ცნობილი გახდა, რომ "წითელი ეშმაკების" სკაუტი დევიდ ფრიიო სპეციალური დავალებით იმყოფებოდა საფრანგეთისა და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე, რომელიც ორშაბათს საღამოს გაიმართა და რომელშიც დემბელემ დუბლი შეასრულა.

ამგვარად, მოურინიოს კიდევ ერთი მიზეზი მიეცა იმისათვის, რომ 20 წლის ფეხბურთელის შესაძენად ზამთარში საგრძნობი თანხა დახარჯოს. მოურინიო მუსას პირადი თაყვანისმცემელია და მას გასულ სეზონში ჯერ კიდევ "ფულჰემში" ასპარეზობისას აკვირდებოდა.

გამოცემა იტყობინება, რომ მოურინიო დემბელეში იმავე სტილსა და სათამაშო ხასიათს ხედავს, რასაც მის ყოფილ შეგირდში, დიდიე დროგბაში ამჩნევდა. ფეხბურთელისადმი დიდი ხნის ინტერესი "იუნაიტედს" ფავორიტად აქცევს ბრძოლაში, რომელშიც ასევე "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ჩელსი" და "ბაიერნია" ჩართული.

აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს "სელტიკმა" მუსას შესაძენად მხოლოდ 500 ათასი ფუნტი გადაიხადა, მან კი შვიდი გოლი გაიტანა შოტლანდიის ჩემპიონატში, ხოლო 3 ჩემპიონთა ლიგაზე - მათ შორის 2 გოლი "სიტის" კარში. სექტემბერში 20 წლის ფეხბურთელმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა "რეინჯერსთან" მატჩში, რაც 1966 წლის შემდეგ არავის გაუკეთებია.

იანვარში დემბელეს გადაბირება საკმაოდ რთული იქნება, რადგან მას "სელტიკში" დარჩენა და შოტლანდიის ჩემპიონის ტიტულის მოგება სურს. თუმცა, "იუნაიტედის" ფინანსურ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, შოტლანდიურ გრანდს თავისი ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა გაუჭირდეს.
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: niksonpro101
17 ნოემბერი 2016 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
ბიჭო რაში განაღვლებთ ამ ფულს თქვენ ხომ არ იხდით, იყიდონ ჩვენთვის უკეთესია სწრაფია ტექნიკურია დარტყმაც კარგი აქვს და რა ვიცი კიდე ტიპი ტალანტია და ასეთი გუნდი არ გვაწყენდა
დე ხეა
დარმიანი ბაილი სმოლინგი და ის ახალ ბრაზილიელს რო ყიდულობენ ან ბლინდი მარცხენა მცველად
მატა პოგბა ვერატი
რეშფორდი მარსიალი და ეს რა თქმა უნდა ეს იქნება ჰა ჰა ჯანდაბას 2 ადგილზე გასასვლელად გუნდი და მე მჯერა რო მოუ თავის საქმეს შეასრულებს და ლიგაზე გაგვიყვანს ჯანდაბას მეოთხე ადგილამდე მაინც
0
№12
ავტორი: ikeoni
17 ნოემბერი 2016 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11625
მართლა მაგარი ბიჭია
0
№13
ავტორი: PaLoMo
17 ნოემბერი 2016 22:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4132
ციტატა: გიორგი
ყველა დემბელე დადოს

3 ვიცი მე და კიდ ეიქნებიან ეგენი
და მთლიანი გუნდი დემბელეებით ააწყოს ;)

ციტატა: გიორგი
ყველა დემბელე დადოს

3 ვიცი მე და კიდ ეიქნებიან ეგენი
და მთლიანი გუნდი დემბელეებით ააწყოს ;)

ციტატა: გიორგი
ყველა დემბელე დადოს

3 ვიცი მე და კიდ ეიქნებიან ეგენი
და მთლიანი გუნდი დემბელეებით ააწყოს ;)

ციტატა: გიორგი
ყველა დემბელე დადოს

3 ვიცი მე და კიდ ეიქნებიან ეგენი
და მთლიანი გუნდი დემბელეებით ააწყოს ;)

ციტატა: გიორგი
ყველა დემბელე დადოს

3 ვიცი მე და კიდ ეიქნებიან ეგენი
და მთლიანი გუნდი დემბელეებით ააწყოს ;)

ციტატა: გიორგი
ყველა დემბელე დადოს

3 ვიცი მე და კიდ ეიქნებიან ეგენი
და მთლიანი გუნდი დემბელეებით ააწყოს ;)

ციტატა: გიორგი
ყველა დემბელე დადოს

3 ვიცი მე და კიდ ეიქნებიან ეგენი
და მთლიანი გუნდი დემბელეებით ააწყოს ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top