თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2016, 14:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5381,
კომენტარები: 19
"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია
სტატია, რომელიც პოლ პოგბას კრიტიკოსებს დაადუმებს.
ჩვენს დროში მოლოდინის გამართლება ძალიან რთულია, ხოლო თუ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდით, უფრო გაგიჭირდებათ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველა ფეხბურთელს ტონს კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი უთითებდათ. სწორედ მათ გამო გაიზარდა ხარისხის, დიდებულებისა და შუალედურობის მთავარი მახასიათებლები.

შეძლებდნენ კი ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორიც ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, პაველ ნედვედი და კაკა არიან, შეეყვარებინათ ფეხბურთი ესოდენ აურაცხელი ადამიანისთვის, ისინი მუდმივად რომ შეედარებინათ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე პროდუქტიულ და ეფექტურ მოთამაშეებთან?

ზემოჩამოთვლილმა ოთხივე ფეხბურთელმა მოიგო ოქროს ბურთი იმავე ასაკში, რომელშიც კრიშტიანუმ და ლეომ. რთულია წარმოიდგინო, რომ მათ ნაკლს ისე დაკვირვებით არ იხილავდნენ, როგორც მათ უნარებს ჩვენს დროში. დღესდღეობით სტაბილურობა ხარისხის გვერდით დგას და ცალკეულად აღარ განიხილება, რამეთუ რამდენიმე მატჩის ზედიზედ ჩაგდების შედეგად ჩნდება მოსაზრება, რომ შენს საქმეში საუკეთესო აღარ ხარ, რაც არ უნდა საოცარი მოთამაშე იყო.

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია


ამ ყველაფერს იმიტომ როდი ვამბობთ, რომ პოლ პოგბა მათ დონეზე თამაშობს - ეს დღე ჯერ კიდევ არ დამდგარა - მაგრამ ახლა კარიერის იმ ეტაპზე იმყოფება, როცა მისგან ყველაფერს ითხოვენ და ყველა მისკენ იშვერს თითს. ნებისმიერი არასახარბიელო გამოსვლა კრიზისთან ასოცირდება. აქამდე არასდროს გამოუკვლევიათ ფეხბურთელი კარგი ფორმის, მატჩის შემდგომი რეიტინგის, გატანილი გოლებისა თუ საგოლე გადაცემების რაოდენობის მიხედვით, როგორც ამას განუმეორებელი მესისა და რონალდუს დროს აკეთებენ.

პოგბას კრიტიკოსებს არა მარტო ეჭვი შეაქვთ იმაში, ღირს თუ არა ფრანგი მასში გადახდილ ცხრანიშნა თანხას, ან არა მარტო დასცინიან მომავალში მის მიერ ოქროს ბურთის მოგებას, არამედ იქამდეც მივიდნენ, რომ უკვე აღარ არიან დარწმუნებულები, შეეფერება თუ არა იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვის ცენტრს.

ქვემოთ ჩამოვთვლით შვიდ მიზეზს იმისა, თუ რატომ არ აფასებენ სწორად "იუნაიტედის" "ექვსიანს" და ასევე გაჩვენებთ, რომ პოლი ამ სეზონს შარშანდელზე უკეთ ატარებს.

1. პოგბამ 10 მატჩში 19 საგოლე მომენტი შექმნა

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია


ეს მეტია, ვიდრე სადიო მანეს (16), ჯეკ უილშირის (14), რიად მარეზის (14), ადამ ლალანას (13), რაჰიმ სტერლინგისა (11) და ალექს ივობის (11) მიერ შექმნილი მომენტები. არადა, ამ სიის რამდენიმე ფეხბურთელს პრესა ხელის გულზე ატარებს.

მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" არცერთ ფეხბურთელს არ შეუქმნია უფრო მეტი მომენტი, ვიდრე პოგბას. ზემოჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან რამდენიმე კი საერთოდ ფლანგზე თამაშობს და მწვრთნელისგან უფრო მეტ თავისუფლებას იღებს მოქმედებაში, რადგანაც მათი გუნდები სრულიად ბალანსირებულია.

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია


"იუნაიტედი" კი ჯერ კიდევ ეძებს თავის ქიმიას, მაგრამ ამას პოგბასთვის ხელი არ შეუშლია, მეტოქის კარს 19-ჯერ დამუქრებოდა. ეს ერთით ნაკლებია, ვიდრე ედენ აზარის მიერ შექმნილი მომენტების რაოდენობა და ერთით მეტი, ვიდრე დელე ალის. წარმოიდგინეთ, რა იქნება, როცა პოლის ირგვლივ კარგად ორგანიზებული გუნდი ჩამოყალიბდება?

2. ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის დრიბლინგის უმაღლესი მაჩვენებელი (27)

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია


პოგბას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ყოველთვის იყო ფეხებით მოქმედება და მიმდინარე სეზონში მან მრავალჯერ მოატყუა თავისი მოწინააღმდეგეები: 27 წარმატებული დრიბლინგი 45-დან. ეს 60%-ანი წარმატებული მოტყუებაა, შესანიშნავი მაჩვენებელი.

არადა, ამ სტატისტიკაში არ შედის მისი ვირტუოზული მოქმედება ბურთთან, როცა ის თავს აღწევ მოწინააღმდეგეს ღია სივრცეში. სანამ "იუნაიტედი" ძალიან იშვიათად იღებს სარგებელს მისი შესანიშნავი უნარებისგან, ფრანგი ყოველ მატჩში აჩვენებს, რამდენად კარგია ბურთის ფლობაში.

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია


3. პრემიერ ლიგის არცერთ სხვა ფეხბურთელს არ გაუკეთებია მეტი გამჭოლი გადაცემა მიმდინარე სეზონში (5)

პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გამჭოლი გადაცემა გააკეთა. მან ხუთჯერ მოახერხა მეტოქის დაცვის გარღვევა ერთი პასით. პოლის კვალს მიჰყვება კევინ დე ბრუინე "მანჩესტერ სიტიდან" - მან ოთხი ასეთი გადაცემა გააკეთა. ხოლო "იუნაიტედში" ერთზე მეტი გამჭოლი გადაცემა მხოლოდ პოლსა და ზლატანს აქვთ გაკეთებული.

თუმცა, პოგბას უფრო მეტი გამჭოლი გადაცემა აქვს გაკეთებული, ვიდრე მთელ რიგ გუნდებს: "ევერტონი" (4), "ჰალ სიტი" (4), "უოტფორდი" (3), "სუონსი" (3), "ტოტენჰემი" (3), "ვესტ ბრომი" (2), "სანდერლენდი" (2), "კრისტალ პალასი" (1).

ყველა საუბრები იმის შესახებ, თითქოს პოგბა "იუვენტუსის" დატოვების შემდეგ თანდათან მოიშალა, ვერ აღწერს მისი პასების იდეალურ გათვლასა და სიზუსტეს, როცა თანაგუნდელს პირდაპირ მეტოქის საჯარიმოში პოულობს.

4. პოლ პოგბას პასების 65,3% წინ არის მიმართული


ისეთი ფეხბურთელის შეძენა, როგორიც პოლია, ერთი მხრივ ისე გამოჩნდებოდა, როგორც თვითდაკმაყოფილებისთვის შესანიშნავი და ფასდაუდებელი ნახატის შესყიდვა აუქციონზე. მაშინაც კი, როცა ფუნქციურობა და სარგებლიანობა არ არის, აღფრთოვანება და რაღაც მაგია იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ გოლები ან საგოლე გადაცემები არც ისე ბევრია, ან საერთოდ არ არის, "იუნაიტედის" ახალწვეული თავისი თამაშით გაიძულებს ინტერესით დააკვირდე "იუნაიტედის" შეტევას, როცა ბურთს ისინი ფლობენ.

"ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნია. მათ სწრაფი, აგრესიული ფეხბურთი სჭირდებათ, რომლის შეტევებიც ფლანგიდან ვითარდება ან დაცვიდან თავდასხმაში გადასვლის უნარით გაკვირვებს. პოგბამ არა მარტო უფრო მეტი პასი გააკეთა, ვიდრე "წითლების" სხვა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში (721 პასი 10 მატჩში), არამედ ამ გადაცემების 65.3% წინ იყო მიმართული. სწორედ იგი აიძულებს მატჩზე დამსწრებთ სკამიდან წამოდგომას.

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია


პოლის 379 გადაცემა მეტოქის კარისკენ იყო მიმართული, რაც ჩემპიონატში მეხუთე მაჩვენებელია. მასზე მაღლა მხოლოდ ჯორდან ჰენდერსონი (484), ფერნანდინიო (483), სესარ ასპილიკუეტა (381) და ნ'გოლო კანტე (380) დგანან.

პოგბა სტატისტიკის მიხედვით აჭარბებს ნემანია მატიჩს (361), სანტი კასორლას (345), ჯონ სტოუნსს (340), მესუთ ოზილსა (275) და ედენ აზარს (232).

გულშემატკივარმა იცის, რომ როცა პოლს მისდის ბურთი, მისგან მოედნის გასწვრივ ან უკან პასს არ უნდა ელოდნენ, როცა ეს ჩვეულებად იყო ქცეული ლუი ვან გაალის დროს. ანხელ დი მარია დიდი ხანია წავიდა, მაგრამ პოგბას სახით "იუნაიტედმა" ახალი პლეიმეიქერი შეიძინა, თუმცაღა ჯერ არგენტინელის დონეს ვერ აღწევს.

5. პოგბამ მეორე სართულზე 26 ბურთი მოიგო, მეტი, ვიდრე ბლინდმა და ერერამ ერთად (24)


დეილი ბლინდმა 15 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ანდერ ერერამ ცხრა, ჯამში 24-ს ვიღებთ. პოლ პოგბამ კი 26-ჯერ მოახერხა ამის გაკეთება.

გარდა ამისა, პოგბამ 16-ჯერ წაართვა ბურთი მეტოქეს, 24-ჯერ გააკეთა ვარდნა, 19-ჯერ მასზე დაჯარიმდნენ, ჯამში კი ერთ თამაშში საშუალოდ სამ დაცვით მოქმედებას არულებს.

ცუდი არ არის ასეთი მდიდრული ფეხბურთელისთვის.

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია


6. პოგბამ ორჯერ მოარტყა ბურთი კარის ჩარჩოს

ნახევარმცველმა ორჯერ შეარხია მეტოქის კარის ჩარჩო მიმდინარე სეზონში. მასზე ხშირად ამას მხოლოდ თეო უოლკოტი, ჯუნიორ სტანისლასი, ჩარლი ადამი, ჯეკ უილშირი და კევინ დე ბრუინე აკეთებდნენ (თითოეული 3-ჯერ).

"ეშმაკის" ადვოკატი. რატომ თამაშობს პოგბა იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია


რა თქმა უნდა, ჩარჩოზე მორტყა ჩარჩოზე მორტყმაა, ეს კარში დარტყმა არ არის, უბრალოდ არაზუსტი დარტყმაა. მაგრამ მაინც, როცა პოგბა მიზანს გაისწორებს და საკუთარ გონებაში სწორად აწარმოებს გათვლებს, "იუნაიტედს" ძალიან სერიოზული წარმომადგენელი ეყოლება "საჯარიმოს ფარგლებს გარედან გამტანის" კლასიდან. ფრანგს ეს შეუძლია.

ამის დასტური შეიძლება იყოს ჰოლანდიის ნაკრებთან მცირე ხნის წინ გამართულ მატჩში პოლის შორეული დარტყმა, რომელმაც ფრანგებს გამარჯვება მოუტანა, ამასთან, "იუვენტუსში" გატარებული ოთხი წლის განმავლობაში გატანილი შორეული გოლებიც.

7. მისი მაჩვენებლები იტალიაში წინა ორი სტარტის ტოლია

გასულ სეზონში ჩატარებულ 10 თამაშში პოლმა 1 გოლი გაიტანა, 15 მომენტი შექმნა, ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ერთი სეზონით ადრე, 2014/15-ში, მას სამი გოლი, 14 შექმნილი მომენტი, ერთი საგოლე გადაცემა ჰქონდა და ეს ყველაფერი სასტარტო 10 მატჩში, თუმცა სერია A-ში.

გასულ სეზონში პოგბა მასიმილიანო ალეგრის ახალი "იუვენტუსის" ნახევარდაცვის ცენტრის ბოძად იქცა, რამაც გუნდი მორიგ ჩემპიონობამდე მიიყვანა. ერთი წლით ადრე კი თავის გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ბარსელონასთან" დამარცხდა.

ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედში" პოლს 19 მომენტი აქვს შექმნილი და 2 გოლი გატანილი, ეს ყველაფერი კი ჟოზე მოურინიოს ცუდად ფუნქციონირებადი სისტემის ფონზე.

ის მხოლოდ იწყებს და როგორც სხვა ელიტური მოთამაშეები ინგლისში, მაგალითად, ჰარი კეინი, ნელი სტარტის ამღები ფეხბურთელია, მაგრამ როგორც კი სიჩქარეს აკრეფს, ყველას გათელავს და პრემიერ ლიგის ბატონ-პატრონი გახდება.

2016/17: 10 მატჩი, 2 გოლი, 19 შექმნილი მომენტი, 0 საგოლე გადაცემა, 86% ზუსტი გადაცემა

2015/16: 10 მატჩი, 1 გოლი, 15 შექმნილი მომენტი, 1 საგოლე გადაცემა, 87% ზუსტი გადაცემა

2014/15: 10 მატჩი, 3 გოლი, 18 შექმნილი მომენტი, 1 საგოლე გადაცემა, 81% ზუსტი გადაცემა
სტატიები
19 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 ნოემბერი 2016 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Es tanxaaa ro ambrmavebs xalxs tore es ro ar gveyida...
0
№2
ავტორი: Lady in red
15 ნოემბერი 2016 15:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
თანხაზე ამახვილებს ყველა ყურადღებას, განსაკუთრებით მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის როცა გუნდი დალაგდება და ყველა თავის თამაშს ითამაშებს ამ გუნდს ვერავინ გააჩერებს და ის კრიტიკოსებიც და სხვა გუნდის გულშემატკივრებიც მოკეტავენ. პოგბასაც ეშველება და გუნდსაც, ყველაფერს დრო სჭირდება.
0
№3
ავტორი: kantona-7
15 ნოემბერი 2016 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
პოლი ძაან მაგარი არის და ამაში ეჭვი არავის ეპარება უბრალოდ მას სჭირდება უკეთესიპარტნიორები და ყველაფერს დაგვანახებს რაც შეუძლია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: mogeba
15 ნოემბერი 2016 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
statistika ar vici magram poli magaria da kide gauzdeba tan manchesteri uyvars dan es bevjer tqva interviushi xo tu gundi daladgeba pogba vegaravin gacherebs wels ar mginia mesize rinakdoze bevrad naklebi iyos jer kide bevs gaitans tavis poziciaze pirvelia evropashi chemi piradi azri
0
№5
ავტორი: GeorgeBest
15 ნოემბერი 2016 15:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაც არ უნდა სტატისტიკები დაიდოს ფაქტია პრობლემები აქვს. ბევრი მინუსი შეინიშნება ამის თამაშში. არ ველოდი რომ უცებ დაცვით ფუნქციებს შეითავსებდა და ამ მხირვ გამოადგებოდა გუნდს, თუმცა იმან რომ მოედანზე დატასაობს ტიპი რამდენჯერმე დიდი პრობლემა შეგვიქმნა

არასდროს მევასებოდა დიდად, არც ეხლა შეცვლილა რამე თუმცა მჯერა რომ ესე უბრალოდ არ ჩაივლის ამის ტრანსფერი
0
№6
ავტორი: gache1991
15 ნოემბერი 2016 16:06
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Meti tavisufleba moitans met gols asists da moments..saswaulad dayenebuli dartyma aq da kide bevrs gautans es.mtavaria deshamivit ramis centralur mcvelad ar atamashos da..puli kide dges agaravis ukvirs es tu iguainze 15 limonit meti girs dazhe usamartlobaa :)) orjer meti unda girdes chemi azrit..

Meti tavisufleba moitans met gols asists da moments..saswaulad dayenebuli dartyma aq da kide bevrs gautans es.mtavaria deshamivit ramis centralur mcvelad ar atamashos da..puli kide dges agaravis ukvirs es tu iguainze 15 limonit meti girs dazhe usamartlobaa :)) orjer meti unda girdes chemi azrit..
0
№7
ავტორი: JuanMata
15 ნოემბერი 2016 16:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თანხა მოქმედებს ძაან რა თქმა უნდა, კანტემ რომ თამაში ჩააგდოს და არ წაუვიდეს, დიდ ყურადღებას არ გაამახვილებენ, პლიუს ამას ემატება მისი ამპლუა. როგორც წესი ნახევარდაცვის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელების ქმედებები და პროდუქტიულობა ნაკლებად შესამჩნევია.

თუმცა ჩემი აზრით სტაბილურობა აკლია მაინც, მაგრამ ამჯერად დაულაგებელ სიტუაციას ვაბრალებ, რთულია ასეთ დაუბალანსებელ და არეულ გუნდში სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშო, მითუმეტეს, ნახევარდაცვის წყვილი ჯერ ჩამოყალიბებული არაა და ხანდახან პოზიციასაც უცვლის მწვრთნელი.
0
№8
ავტორი: vanovano
15 ნოემბერი 2016 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
პოლი აუცილებლად იუნაიტედის ლეგენდა უნდა გახდეს
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
15 ნოემბერი 2016 18:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კიდე მოუმატევს ნელ-ნელა smile
0
№10
ავტორი: Amiran Kervalishvili
15 ნოემბერი 2016 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
კაით რა სირცხვილია ანგელოზივით ფელაინი გვყავს და ეს რა ჩემ ფეხებათ გვინდა.დდ
ანგელოზი პირდაპირი გაგაბით კაცის მოტყუება არ შეუძლია.დდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top