თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4247,
კომენტარები: 22
"იუნაიტედის" გულშემატკივართა რჩევა მოურინიოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები პორტუგალიელ სპეციალისტს თხოვნით და რჩევით მიმართავენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს სურთ, რომ ჟოზე მოურინიომ პირველი გუნდის ექვსი ფეხბურთელი გაყიდოს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე და მათ ნაცვლად ოთხი ახალწვეული მიიყვანოს.

"იუნაიტედის" გულშემატკივრებს გამოცემა MEN-მა კვლევების ჩატარების პროცესში სთხოვა, დაესახელებინათ ფეხბურთელები, რომელთა გაყიდვასაც უახლოეს სატრანფერო ფანჯარაზე ისურვებდნენ.

მათ არჩევანი მომდევნო ექვს ფეხბურთელზე შეჩერდა: ფილ ჯონსი, მორგან შნეიდერლინი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მემფის დეპაი, მარკოს როხო და მარუან ფელაინი.

მიუხედავად იმისა, რომ ფელაინი მოურინიოს გუნდში რეგულარულად იღებს სათამაშო დროს, გულშემატკივრების მხოლოდ 18.4%-მა მისცა ხმა მის დარჩენას და ამ მხრივ ის ბოლო ადგილზე გავიდა.

შემდეგი კი მარკოს როხოა, რომელმაც იმავე გამოკითხვის შედეგად ხმების 22.2 პროცენტი მიიღო.

"იუნაიტედის" გულშემატკივართა რჩევა მოურინიოს


გულშემატკივრებმა ასევე ისიც ურჩიეს მოურინიოს, თუ ვინ უნდა შეიძინოს პორტუგალიელმა.

იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა სახელსაც მედია "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას უკავშირებდა, ყველაზე მეტი ხმა შემდეგმა მოთამაშეებმა დააგროვეს: პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ფაბინიო, დიეგო გოდინი და ისკო.

დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის უახლოესი მატჩი გერმანული კლუბის მიერ დაჯარიმების გამო გამოტოვა, გამოკითხულთა ხმების 74.7% მიიღო.

"იუნაიტედის" გულშემატკივართა რჩევა მოურინიოს


ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, 1 თებერვალს, "იუნაიტედი" პირველ მატჩს "ჰალ სიტის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გამართავს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
22 კომენტარი
№1
ავტორი: DRJBECKHAM
14 ნოემბერი 2016 15:05
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ისკოზე უთავმოყვარეო ფეხბურთელი მე არ მინახავს )))

არა, ანდერსონი გამახსენდა
3
№2
ავტორი: reddevil12
14 ნოემბერი 2016 15:26
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
მემფისის გარდა ყველა გაყიდონ. მემფისს თუ იჯარით გაუშვებენ ევერტონში ხო საერთოდ ძალიან მაგარი იქნება. თან პრემიერ ლიგაში იქნება, თან სათამაშო დრო ექნება, რავიცი ამ ბიჭს ახლა დრო სჭირდება, რომ რამე დაამტკიცოს ამიტომ ჯობია დარჩენილი სეზონი ევერტონში ითამაშოს.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
14 ნოემბერი 2016 15:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შვაინა უეჭველი უნდა წავიდეს. ჯონსს რა უნდა აქ თვითონაც არ იცის, სულ ლაზარეთშია ტიპი. ძაან მევასებოდა მარა იმად დარჩა რაც იყო, დაჟე უფრო გაუარესდა. ნორმალური მცველია საჭირო, მაღალი კლასის თუ არა ახალგაზრდა მაინც რომლის იმედიც გვექნება
2
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 ნოემბერი 2016 16:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ფაქტია გასაწმენდია გუნდი და გაძლიერებათ საჭიროა
0
№5
ავტორი: dybbuk
14 ნოემბერი 2016 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
რამდენადაც გასატეხი არ უნდა იყოს ეგ ხალხი მართლა გასაშვებია, + ერერაც(მარტო მონდომება და გუნდის სიყვარული არაა საკმარისი დონემ თუ არ აიწია, მამენტ ზამენისთვის გამოდგება ან თასებზე) პირველი კიდე სიაში კიდე როხო უნდა იყო. მოყვანას რაც შეეხება, ფაბინიოს გარდა არც ერთი არ მინდა მაქედან, ვარანი ან მარკინიოსი, გრიზმანი და ნაინგოლანი
1
№6
ავტორი: shotkin
14 ნოემბერი 2016 16:37
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ზუსტად ის სასტავია ვინც უნდა დატოვოს გუნდი უბრალოდ მე დავამატებდი ეშლი იანგს და ლინგარდს მარა ისინი აუცილებელი არაა გაყიდო სკამზეც გამოგვადგება მითუმეტეს საქმეს მაინც არაფუჭებენ ხოლო ამათ რაცშეეხება აშკარად მინუსებშია რიან და მოედანზე სულროარაფერი გააფუჭონ კიდე კარგ ჟესტად ითვლება. შნეიდერლენი ვერადავერ გაიხსნა ალბათ ეს იმ ტიპის ფეხბურთელია ვისთვისაც გრანდში თამაში თავს ზემოთ ზალა როარაა ის შემთცვევაა, ფელაინი რო მანიუს დონე არიყო გადმოსვლის დღიდან ვხვდებოდით ყველა თუარადა რამდენიმე თამაშიც საკმარისი იყო საღად მოაზროვნე ადამიანი ამაში გარკვეულიყო, როხო თუ მოედანზეა ჩათვალე 1 ავტოგოლი ან მის გამო 1 გასული გოლი ლოგიკური ამბავია. შვაინა რაცარუნდა ვიძახოთ კლაისა ისაა ესაა წავიდა რა მაგის დრო არსებობს კიდე ვინმე ვისაც ჯერა შვაინას დაბრუნების??? ალბათ არა ფანატიკოსების გარდა.ჯონსი თავიდან მევასებოდა სმოლინგზე ბევრად ნიჭიერია მარა ტიპი არის მოსიარულე ინვალიდთა სავარძელი და ჯობია მოგვცილდეს. აი დეოპაის რაცშეეხება იჯარა იქნება კარგი მიუხედავად ყველაფრისა მაინც ჯერ მენანება გასაყიდად და იჯარა ბოლო შანსი იქნება, მომსვლელი ფეხბურთელებიდან არაცერთი არმიონდა და მე ვისურვებდი ბაილთან ერთად ვარანს პოგბასთან ერთAდ ვერატიოს მარა ისიც ტრანვიანია და მარჯვენა ფლანგზე გრიზმანს
0
№7
ავტორი: vincent
14 ნოემბერი 2016 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
პესზე ჯარიმები როგორ სწორდება არიცით არავინ?
0
№8
ავტორი: მამულაძე
14 ნოემბერი 2016 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ჯონსის გაშვება როგორ შეილება ხოარ ღადაობენ
0
№9
ავტორი: kantona-7
14 ნოემბერი 2016 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: shotkin
ზუსტად ის სასტავია ვინც უნდა დატოვოს გუნდი უბრალოდ მე დავამატებდი ეშლი იანგს და ლინგარდს მარა ისინი აუცილებელი არაა გაყიდო სკამზეც გამოგვადგება მითუმეტეს საქმეს მაინც არაფუჭებენ ხოლო ამათ რაცშეეხება აშკარად მინუსებშია რიან და მოედანზე სულროარაფერი გააფუჭონ კიდე კარგ ჟესტად ითვლება. შნეიდერლენი ვერადავერ გაიხსნა ალბათ ეს იმ ტიპის ფეხბურთელია ვისთვისაც გრანდში თამაში თავს ზემოთ ზალა როარაა ის შემთცვევაა, ფელაინი რო მანიუს დონე არიყო გადმოსვლის დღიდან ვხვდებოდით ყველა თუარადა რამდენიმე თამაშიც საკმარისი იყო საღად მოაზროვნე ადამიანი ამაში გარკვეულიყო, როხო თუ მოედანზეა ჩათვალე 1 ავტოგოლი ან მის გამო 1 გასული გოლი ლოგიკური ამბავია. შვაინა რაცარუნდა ვიძახოთ კლაისა ისაა ესაა წავიდა რა მაგის დრო არსებობს კიდე ვინმე ვისაც ჯერა შვაინას დაბრუნების??? ალბათ არა ფანატიკოსების გარდა.ჯონსი თავიდან მევასებოდა სმოლინგზე ბევრად ნიჭიერია მარა ტიპი არის მოსიარულე ინვალიდთა სავარძელი და ჯობია მოგვცილდეს. აი დეოპაის რაცშეეხება იჯარა იქნება კარგი მიუხედავად ყველაფრისა მაინც ჯერ მენანება გასაყიდად და იჯარა ბოლო შანსი იქნება, მომსვლელი ფეხბურთელებიდან არაცერთი არმიონდა და მე ვისურვებდი ბაილთან ერთად ვარანს პოგბასთან ერთAდ ვერატიოს მარა ისიც ტრანვიანია და მარჯვენა ფლანგზე გრიზმანს

ყიდვაზე ზუსტად იგივეს ვფიქრობ მეც>>>magram gaShvebas rac Sheexeba mxiTarians gavushvebdi lingardis magivrad da felainic iyos zamenistvis araa problema
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: ikeoni
14 ნოემბერი 2016 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Vis gaushvebs ar vicit zustad aravin egre bevri aq matasac ushvebda)))))magram faqtia ro wava ori sami kacii tu meti ara
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top