თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4248,
კომენტარები: 22
"იუნაიტედის" გულშემატკივართა რჩევა მოურინიოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები პორტუგალიელ სპეციალისტს თხოვნით და რჩევით მიმართავენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს სურთ, რომ ჟოზე მოურინიომ პირველი გუნდის ექვსი ფეხბურთელი გაყიდოს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე და მათ ნაცვლად ოთხი ახალწვეული მიიყვანოს.

"იუნაიტედის" გულშემატკივრებს გამოცემა MEN-მა კვლევების ჩატარების პროცესში სთხოვა, დაესახელებინათ ფეხბურთელები, რომელთა გაყიდვასაც უახლოეს სატრანფერო ფანჯარაზე ისურვებდნენ.

მათ არჩევანი მომდევნო ექვს ფეხბურთელზე შეჩერდა: ფილ ჯონსი, მორგან შნეიდერლინი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მემფის დეპაი, მარკოს როხო და მარუან ფელაინი.

მიუხედავად იმისა, რომ ფელაინი მოურინიოს გუნდში რეგულარულად იღებს სათამაშო დროს, გულშემატკივრების მხოლოდ 18.4%-მა მისცა ხმა მის დარჩენას და ამ მხრივ ის ბოლო ადგილზე გავიდა.

შემდეგი კი მარკოს როხოა, რომელმაც იმავე გამოკითხვის შედეგად ხმების 22.2 პროცენტი მიიღო.

"იუნაიტედის" გულშემატკივართა რჩევა მოურინიოს


გულშემატკივრებმა ასევე ისიც ურჩიეს მოურინიოს, თუ ვინ უნდა შეიძინოს პორტუგალიელმა.

იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა სახელსაც მედია "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას უკავშირებდა, ყველაზე მეტი ხმა შემდეგმა მოთამაშეებმა დააგროვეს: პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ფაბინიო, დიეგო გოდინი და ისკო.

დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის უახლოესი მატჩი გერმანული კლუბის მიერ დაჯარიმების გამო გამოტოვა, გამოკითხულთა ხმების 74.7% მიიღო.

"იუნაიტედის" გულშემატკივართა რჩევა მოურინიოს


ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, 1 თებერვალს, "იუნაიტედი" პირველ მატჩს "ჰალ სიტის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გამართავს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Gamkrelidze
15 ნოემბერი 2016 19:46
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: Malboro463
ციტატა: GaMkReLa
ჯონსი არის ძალიან მებრძოლი ფეხბურთელი და ერთი დამისახელე მისნაირი მებრძოლი რომელი გვყავს გუნდში. როცა ტრანვმა არ აქვს კარგად თამაშობს.

რუნის ტრანსფერს რაც შეეხება რონალდოს და ბექემის ტრანსფერს რომ ადარებ რავიცი რა უნდა ვთქვა, ბექემის გაშვება სწორი გადაწვეტილება იყო იმიტომ რომ როცა ფეხბურთელი თავის თავს გუნდზე მაღლა აყენებს გასაშვებია, მისი ავტობიოგრაფიაც წაკითხული მაქვს და აქედან გამომდინარე გეუბნები ამას და პლიუს ფერგიუსონის სიტყვებია ეს. რონალდოზე კი არ ვიცი რა გითხრა ნამდვილად, ალბად მისი სურვილი იყო რეალში თამაში და მხოლოდ ესაა მიზეზი. რუნის კი წასვლა არ უნდა გუნდიდან, ამას პლიუს მე მჯერა რომ რუნი თავის ადგილს იპოვის იუნაიტედში და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს რომ საუკეთესოა.

მებრძოლი გიბსონიც გვყავდა მარა რა დონისაც იყო კი ხედავდი. პოზიციური თამაში მაგან არ იცის და ტვიტინთ რაგბისტად კი გამოდგება. რუნის რაც შეხება ეგ არ იყო ჩელსიში და სიტიში რომ უნდოდა გადასვლა ? რადენჯერ მოითხოვა გუნდიდან გაშვება სანამ ხელფასი არ მოუმატეს მაშინ თავის თავს გუნდზე წინ არ აყენებდა? მარა ამ ყველაფერს რომ თავი დანებო დღვანდელი ფორმიდან გამომდინარე უნდა გაიყიდოს

ციტატა: shotkin
აუფ :დ სად დააყენა ბექზმა თავის თავი მაღლა გუნდზე???? წიგნი მეც წაკითხული მაქ და ეგეთი არაფერი წამიკითხავს და მიტუმეტეს ფერგისაც არუთქვამს არაფერი , ჯონსი რო გაარმერთე კი მებრძლოა მარა სეზონში 1 თამაშშ თამაშობს და კაცი ცოტახანში დაბერდება და გინდა ეგეთი იგროკი რომელიც სეზონში 1 თამაშს ითამაშებს? :D რასაღარ მოისმენ კაცი + რა იბრა 10 იანზე და რა რუნი 9იანზე და რა მატა ფლანგზე??? საერთოდ ვერაფერი გავიგე მატა არის იდეალური 10 იანზე რუნი საერთოდ აღარ უნდა იყოს სასტავში ჰერერა კი კაი ბიჭია ამრა არასტაბილურია ცოტა და ზამენიდან უნდა დაიწყოს ხოლმე როცა კარგი ნახევარმცველი შეუწყვილდება პოგბას, საერთოდ არმინდა ბლინდის ცენტრალური მცველობა არც როხოსი არც ჯონსის და არც სმოლინგის ბაილის ვინმე თავისნაირი ნიჭიერი როშეუწყვილონ ჯობია

პესში ამართლებსგეტი ტაქტიკა smoke


derpneutral
0
№22
ავტორი: stepno
15 ნოემბერი 2016 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე ურჩევ მემფისი ათამაშოს რეგულარულად :))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top