თბილისი:
მანჩესტერი:
13-11-2016, 17:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2401,
კომენტარები: 17
ტუხელი მხითარიანს უკან დაბრუნებას შესთავაზებს
დორტმუნდის "ბორუსია" ჰენრიხ მხითარიანს თავის რიგებში უხმობს.
ტუხელი მხითარიანს უკან დაბრუნებას შესთავაზებს
დორტმუნდის "ბორუსიას" ჰენრიხ მხითარიანის მანჩესტერული კოშმარის დასრულება და მისი გერმანიაში დაბრუნება სურს.

გერმანული გრანდის მთავარი მწვრთნელი ტომაშ ტუხელი, აღმასრულებელი დირექტორი ჰანს იოახიმ ვატკცზე და გენერალური მენეჯერი მიხაელ ზორკი, "ოლდ ტრაფორდზე" მხითარიანის ჩავარდნით გაკვირვებულები არიან, რამეთუ სომეხი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლებოდა, სანამ გასულ ზაფხულს "ოლდ ტრაფორდს" არ მიაშურა.

ტუხელმა ზორკსა და ვატცკეს აცნობა, რომ მოხარული იქნება, თუკი 27 წლის მხითარიანს იანვარში იჯარის წესით დაიბრუნებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ჰენრიხისგან ისეთივე წარმატებულ ფეხბურთს ელოდა, როგორსაც სომეხი "ბორუსიაში" აჩვენებდა. გარდა იმისა, რომ მხითარიანი საგოლე გადაცემების კეთებით გამოირჩეოდა, მის ანგარიშზეა ასევე 114 მატჩში გატანილი 33 გოლი. თუმცა, "იუნაიტედში" მან მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა და მათი უმრავლესობა შეცვლაზე შესვლის შედეგად.

ჰენრიხმა 10 სექტემბერს მანჩესტერულ დერბიში მიიღო მონაწილეობა, სადაც დაშავდა და მას შემდეგ შვიდი კვირის განმავლობაში უქმობდა, სანამ "ფენერბაჰჩესთან" თურქეთში გამართულ შეხვედრაში თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვებოდა.

ტუხელი მხითარიანს უკან დაბრუნებას შესთავაზებს


მაგრამ მომდევნო მატჩში, რომელიც პრემიერ ლიგის ეგიდით "სუონსის" წინააღმდეგ ჩაატარეს მოურინიოს შეგირდებმა, მხითარიანი განაცხადში ვერ მოხვდა.

არსებული სიტუაციით სარგებლობა სურს დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარ მწვრთნელს და იანვარში ფეხბურთელის იჯარის წესით გადაბირების თაობაზე "იუნაიტედს" მიმართავს.

"წითელ ეშმაკებს" მსგავსი გამოცდილება უკვე აქვთ დორტმუნდულ კლუბთან თანამშრომლობის განმავლობაში. შინჯი კაგავა, რომელმაც სწორედ "სიგნალ იდუნა პარკიდან" გადაინაცვლა "ოლდ ტრაფორდზე", მანჩესტერში გატარებული 2 წლის შემდეგ გერმანიაში დაბრუნდა.

წყარო: mirror
ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
13 ნოემბერი 2016 17:27
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არსად არ დაბრუნდება..ჯერ ყოველშემთხვევაში..ფენერთან როგორც ითამაშა ადასტურებს მოუს სიტყვებს რო არ არი მზად სათამაშოდ..დრო ჭირდება და გაიხსნება,ბერად უკეთესი გუნდელები ყავს ორჯერ მეტს იღებს ხელფასს და ზარმაცი და თავში ავარდნილი ეს არ არი..ასე რო ათამაშდება და გამოგვადგება..
0
№2
ავტორი: GeorgeBest
13 ნოემბერი 2016 17:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაგავას იმეორებენ რა. ტიპები გაყიდიან სასწაულ ფასად და მერე იბრუნებენ 5-10 მილიონად wink ძაან უაზრობა იქნება იჯარა. თუ წავა სულ წავა, რა იჯარა, იჯარა იმ ფეხბურთელებისთვისაა ვინც თუნდაც კონკურენციის გამო ვერ ხვდებიან ძირითადში. მხითარიანს სულ სხვა პრობლემები აქვს და ჯერ გაუგებარია რას ეხეა ეგ. მეეჭვება იჯარით გაშვებამ რამე შეცვალოს
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 ნოემბერი 2016 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმები აწუხებდა მხითარიანს მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, რომ მისი ტრანსფერი გაუამართლებელია. სანამ დაიმტვრეოდა არც მანამდე წყვეტდა ვარსკვლავებს და მერე ხო საერთოდ. არ არი მხითარიანი ის ფეხბურთელი რომელიც მანჩესტერში უნდა ითამაშოს. არ ვამბობ, რომ ცუდი ფეხბურთელია, მაგრამ მანჩესტერის შესაფერისი ნამდვილად არაა. კაგავაც მშვენივრად თამაშობდა დორმტუნდში, მაგრამ მანჩესტერში რაც დაემართა ყველამ ვნახეთ და მგონი მხითარიანსაც იმ გზის გავლა მოუწევს რა გზაც კაგავამ გაიარა.


ისე ამ ბორუსიიდან ფეხბურთელი აღარ იყიდონ, თორე ტყუილი ფულის ყრა გამოდის wink
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 ნოემბერი 2016 17:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჯერ ამის გაშვება სისულელეა, შანსის მიცემა უნდა და იმედია ათამაშებს მოურინიო
0
№5
ავტორი: Lady in red
13 ნოემბერი 2016 18:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მე ისედაც არ მომწონდა ეს ფეხბურთელი, მაგრამ თუ იყიდა შანსი მაინც მისცეს. რა პრობლემა აქვს ვერ გავიგე, თუ თამაშის ხარისხზეა აქვს პრეტენზია ჟოზეს მაშინ მთელი გუნდი დასვას სკამზე ან მიზეზი მაინც ახსნას ნორმალურად. ისე ამასაც რა ბედი აქვს მაინც და მაინც სიტისთან ათამაშა.
1
№6
ავტორი: giorgi_mg
13 ნოემბერი 2016 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მხითო გამოგვადგება
0
№7
ავტორი: shotkin
13 ნოემბერი 2016 18:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ერთადერთი რამ რის გამოც მოუს გავკრიტიკებდი არის ეს , რატო არუნდა ათამაშო ესეთი ფეხბურთელი არმესმის თუნდაც იმის მეოთხედს თამასობდეს რასაც დორტმუნდში ლინგარდ და იანგს მირჩევნია და მარტო თამაშ თამაშით თუ ათამაშდება და ესე მანჩესტერული ჰაერი ამას უცებ ვერ გამოაფხიზლებს
0
№8
ავტორი: SAF
13 ნოემბერი 2016 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ვიცოდი ეს ცენზურაკაცა რომ არაფერში გამოგვადგებოდა..... ამას კაგავა 2 თავით ჯობდა ... აქაც და დორტმუნდშიც...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№9
ავტორი: ikeoni
13 ნოემბერი 2016 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11626
Ra sisuleleaa))))
0
№10
ავტორი: Iunaitedi
13 ნოემბერი 2016 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
რისთვის ვიყიდეთ ეს ჯიშმო##ნული derpneutral
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top