თბილისი:
მანჩესტერი:
13-11-2016, 17:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2402,
კომენტარები: 17
ტუხელი მხითარიანს უკან დაბრუნებას შესთავაზებს
დორტმუნდის "ბორუსია" ჰენრიხ მხითარიანს თავის რიგებში უხმობს.
ტუხელი მხითარიანს უკან დაბრუნებას შესთავაზებს
დორტმუნდის "ბორუსიას" ჰენრიხ მხითარიანის მანჩესტერული კოშმარის დასრულება და მისი გერმანიაში დაბრუნება სურს.

გერმანული გრანდის მთავარი მწვრთნელი ტომაშ ტუხელი, აღმასრულებელი დირექტორი ჰანს იოახიმ ვატკცზე და გენერალური მენეჯერი მიხაელ ზორკი, "ოლდ ტრაფორდზე" მხითარიანის ჩავარდნით გაკვირვებულები არიან, რამეთუ სომეხი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლებოდა, სანამ გასულ ზაფხულს "ოლდ ტრაფორდს" არ მიაშურა.

ტუხელმა ზორკსა და ვატცკეს აცნობა, რომ მოხარული იქნება, თუკი 27 წლის მხითარიანს იანვარში იჯარის წესით დაიბრუნებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ჰენრიხისგან ისეთივე წარმატებულ ფეხბურთს ელოდა, როგორსაც სომეხი "ბორუსიაში" აჩვენებდა. გარდა იმისა, რომ მხითარიანი საგოლე გადაცემების კეთებით გამოირჩეოდა, მის ანგარიშზეა ასევე 114 მატჩში გატანილი 33 გოლი. თუმცა, "იუნაიტედში" მან მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა და მათი უმრავლესობა შეცვლაზე შესვლის შედეგად.

ჰენრიხმა 10 სექტემბერს მანჩესტერულ დერბიში მიიღო მონაწილეობა, სადაც დაშავდა და მას შემდეგ შვიდი კვირის განმავლობაში უქმობდა, სანამ "ფენერბაჰჩესთან" თურქეთში გამართულ შეხვედრაში თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვებოდა.

ტუხელი მხითარიანს უკან დაბრუნებას შესთავაზებს


მაგრამ მომდევნო მატჩში, რომელიც პრემიერ ლიგის ეგიდით "სუონსის" წინააღმდეგ ჩაატარეს მოურინიოს შეგირდებმა, მხითარიანი განაცხადში ვერ მოხვდა.

არსებული სიტუაციით სარგებლობა სურს დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარ მწვრთნელს და იანვარში ფეხბურთელის იჯარის წესით გადაბირების თაობაზე "იუნაიტედს" მიმართავს.

"წითელ ეშმაკებს" მსგავსი გამოცდილება უკვე აქვთ დორტმუნდულ კლუბთან თანამშრომლობის განმავლობაში. შინჯი კაგავა, რომელმაც სწორედ "სიგნალ იდუნა პარკიდან" გადაინაცვლა "ოლდ ტრაფორდზე", მანჩესტერში გატარებული 2 წლის შემდეგ გერმანიაში დაბრუნდა.

წყარო: mirror
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
13 ნოემბერი 2016 20:28
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არ ვიცი რატომ აგინებთ ამ კაცს, მაგრამ საერთოდ როგორ უნდა თქვა რამე ამის თამაშზე მანჩესტერში, ზედიზედ 2 თამაში არ უთამაშია, რომ რამე დასკვნა გააკეთო.

არ ვიცი რა ხდება მაგრამ ბევრი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც ვარსკვლავეს ვერ წყვეტს და საშუალო დონის თამაშს აჩვენებს, მაგრამ რეგულარულად იღებენ დროს.

მე მაინც მგონია, რომ ძაან დაიჩაგრა მხითარიანი. არ არის ხელწამოსაკრავი ფეხბურთელი. ასე დიდხანს არ გაგრძელდება, მხითარიანი არაა ის ფეხბურთელი უთამაშებლად დარჩეს გუნდში, დაბრუნდება დორტმუნდიში და ათამაშდება ისევ. ჩვენ კიდე ლინგარდი-დეპაი-ფელაინის იმედად დავრჩებით.
0
№12
ავტორი: kantona-7
13 ნოემბერი 2016 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
გააჯმევინონ უკან თავიდანვე ვამბობდი არიყიდონმეთქი არგამოგვადგება მაგრამ იმდენი მამიდები გამოუჩნდა ამასრო გამაჩუმეს და ბუნდესლიგის მესით მონალეს lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№13
ავტორი: tedore
13 ნოემბერი 2016 21:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
საერთოდ არ გამხარებია ამის ტრანსფერი და ვერც ის გავიგე თუ ვიყიდეთ რატო ვიყიდეთ სკამზე ისედაც გვიზის ხალხი თუ წავა წავიდეს
0
№14
ავტორი: - MEMPHIS -
13 ნოემბერი 2016 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
უნდა წავიდეს გერმანიას კარგად იყო მორგებული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester Is RED
№15
ავტორი: Qutaiseli
13 ნოემბერი 2016 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ციტატა: ვახო ( G G M U)
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმები აწუხებდა მხითარიანს მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, რომ მისი ტრანსფერი გაუამართლებელია. სანამ დაიმტვრეოდა არც მანამდე წყვეტდა ვარსკვლავებს და მერე ხო საერთოდ. არ არი მხითარიანი ის ფეხბურთელი რომელიც მანჩესტერში უნდა ითამაშოს. არ ვამბობ, რომ ცუდი ფეხბურთელია, მაგრამ მანჩესტერის შესაფერისი ნამდვილად არაა. კაგავაც მშვენივრად თამაშობდა დორმტუნდში, მაგრამ მანჩესტერში რაც დაემართა ყველამ ვნახეთ და მგონი მხითარიანსაც იმ გზის გავლა მოუწევს რა გზაც კაგავამ გაიარა.


ისე ამ ბორუსიიდან ფეხბურთელი აღარ იყიდონ, თორე ტყუილი ფულის ყრა გამოდის wink

Chemi azrit am dortmundidan Aubamyangi gaamartlebs marto manchestershi
0
№16
ავტორი: gache1991
14 ნოემბერი 2016 00:06
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Kagava amas arafrit ar jobda..amas saswauli sezoni qonda sharsha..kagava marketingis pontshi iyides,azia da rame..(ise es ro somexi ar iyos echvi maq upro kargad iqneboda xalxi ganwyobili :))):)))
1
№17
ავტორი: stepno
14 ნოემბერი 2016 02:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Kait raaa kaiiit!!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top