"წითელ ეშმაკებს" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები ჰყავთ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი გუნდის ფეხბურთელების საშუალო წლიური ხელფასი 5.77 მილიონ ფუნტს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითელ ეშმაკებს" მსოფლიო ფეხბურთში ბადალი არ ჰყავთ.
GSSS-ის ანალიტიკოსებმა თავიანთ ყოველწლიურ კვლევაში მსოფლიოს ყველა სპორტული სახეობის წამყვანი 17 ჩემპიონატში მოასპარეზე 333 კლუბის 10 ათასი სპორტსმენის ბაზისური ხელფასები შეაფასეს.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიო სპორტში ყველაზე მაღალ ხელფასებს საკალათბურთო კლუბები "კლივლენდ კავალერსი" (6.54 მლნ. ფუნტი წელიწადში) და "ლოს-ანჯელეს კლიპერსი" (5.78 მლნ. ფუნტი წელიწადში) გასცემენ, ხოლო მათ შემდეგ ბეისბოლის გუნდი "ნიუ-იორკ იანკიზი" მოდის (5.81 მლნ. ფუნტი წელიწადში).
რაც შეეხება ფეხბურთს, აქ "იუნაიტედს" ბადალი არ ჰყავს - ჟოზე მოურინიოს გუნდის წევრი წელიწადში საშუალოდ 5.77 მლნ. ფუნტს იღებს, ანუ კვირაში 110 ათას ფუნტს.
უმაღლესი საშუალო ანაზღაურების ათეულში ასევე მოხვდნენ "მანჩესტერ სიტი" (5.42 მლნ. ფუნტი), "ჩელსი" (4.51 მლნ. ფუნტი), "არსენალი" (3.70 მლნ. ფუნტი) და "ლივერპული" (3.01 მლნ. ფუნტი).
საერთო ჯამში კი, პრემიერ ლიგის ფეხბურთელთა საშუალო წლიური ხელფასი 2.44 მლნ. ფუნტს უდრის, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია ლა ლიგის ფეხბურთელის საშუალო წლიურ ანაზღაურებაზე.
რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს, ათეულში პრემიერ ლიგიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელი მოხვდა და სამივე მათგანი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს: პოლ პოგბა (15.1 მლნ. ფუნტი წელიწადში), უეინ რუნი (13.5 მლნ. ფუნტი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (13 მლნ. ფუნტი).