თბილისი:
მანჩესტერი:
13-11-2016, 12:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3907,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" ყველაზე მაღალ ხელფასებს გასცემს
"წითელ ეშმაკებს" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები ჰყავთ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი გუნდის ფეხბურთელების საშუალო წლიური ხელფასი 5.77 მილიონ ფუნტს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითელ ეშმაკებს" მსოფლიო ფეხბურთში ბადალი არ ჰყავთ.

GSSS-ის ანალიტიკოსებმა თავიანთ ყოველწლიურ კვლევაში მსოფლიოს ყველა სპორტული სახეობის წამყვანი 17 ჩემპიონატში მოასპარეზე 333 კლუბის 10 ათასი სპორტსმენის ბაზისური ხელფასები შეაფასეს.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიო სპორტში ყველაზე მაღალ ხელფასებს საკალათბურთო კლუბები "კლივლენდ კავალერსი" (6.54 მლნ. ფუნტი წელიწადში) და "ლოს-ანჯელეს კლიპერსი" (5.78 მლნ. ფუნტი წელიწადში) გასცემენ, ხოლო მათ შემდეგ ბეისბოლის გუნდი "ნიუ-იორკ იანკიზი" მოდის (5.81 მლნ. ფუნტი წელიწადში).

რაც შეეხება ფეხბურთს, აქ "იუნაიტედს" ბადალი არ ჰყავს - ჟოზე მოურინიოს გუნდის წევრი წელიწადში საშუალოდ 5.77 მლნ. ფუნტს იღებს, ანუ კვირაში 110 ათას ფუნტს.

"იუნაიტედი" ყველაზე მაღალ ხელფასებს გასცემს


უმაღლესი საშუალო ანაზღაურების ათეულში ასევე მოხვდნენ "მანჩესტერ სიტი" (5.42 მლნ. ფუნტი), "ჩელსი" (4.51 მლნ. ფუნტი), "არსენალი" (3.70 მლნ. ფუნტი) და "ლივერპული" (3.01 მლნ. ფუნტი).

"იუნაიტედი" ყველაზე მაღალ ხელფასებს გასცემს


საერთო ჯამში კი, პრემიერ ლიგის ფეხბურთელთა საშუალო წლიური ხელფასი 2.44 მლნ. ფუნტს უდრის, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია ლა ლიგის ფეხბურთელის საშუალო წლიურ ანაზღაურებაზე.

"იუნაიტედი" ყველაზე მაღალ ხელფასებს გასცემს


რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს, ათეულში პრემიერ ლიგიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელი მოხვდა და სამივე მათგანი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს: პოლ პოგბა (15.1 მლნ. ფუნტი წელიწადში), უეინ რუნი (13.5 მლნ. ფუნტი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (13 მლნ. ფუნტი).

"იუნაიტედი" ყველაზე მაღალ ხელფასებს გასცემს
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
14 ნოემბერი 2016 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Sircxvilia mere
0
№12
ავტორი: mufc1878
14 ნოემბერი 2016 05:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ავტორ წლიური ხელფასიო რო წერ ინგლისის 2 ჯერ ნაკლებიაო შეასწორე 2 ჯერ მეტია ლალიგასაზე
1
№13
ავტორი: Phil Jones
14 ნოემბერი 2016 17:31
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
1 კვირის ხელფასით ისე ავიწყობდი ცხოვრებას პოგბას რომ არ დაესიზმრებოდა )))) ნუ ფულის პონტში არ ვამბობ, უბრალოდ უფრო კარგ პონტში ვიქნებოდი და ამას გისურვებთ ყველას 1-1 კვირის ხელფასს ამ წლის ბოლომდე ))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top