თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2016, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2566,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" რაკიტიჩის შეძენას აპირებს
ხორვატი ნახევარმცველი მოურინიოს სატრანსფერო სამიზნეა.
"ბარსელონას" კიდევ ერთი პრიორიტეტი მიზანი ივან რაკიტიჩის შენარჩუნება იქნება, რამეთუ ხორვატი ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" ინტერესდებიან - იტყობინება Mundo Deportivo.

ნეიმარმა, სერხიო ბუსკეტსმა და ხავიერ მასკერანომ უკვე გააფორმეს ახალი კონტრაქტი, ლუის სუარესი კი იმავეს გააკეთებს, როგორც კი მისი აგენტი და "ბარსელონა" შეთანხმებას მიაღწევენ.

ახალი შეთანხმებისთვის ხელის მოწერას აპირებს ლიონელ მესიც, მაგრამ Mundo Deportivo ამტკიცებს, რომ სუარესთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, "ბარსელონასთვის" პრიორიტეტული მიზანი რაკიტიჩისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება იქნება.

28 წლის ნახევარმცველი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა ლუის ენრიკეს გუნდში, მას შემდეგ, რაც 2014 წლის ზაფხულში "სევილიადან" "ნოუ კამპზე" გადავიდა. რაკიტიჩმა შეძლო და ჩავი ერნანდესის წასვლით გამოწვეული უდიდესი დანაკარგი ამოავსო კატალონიურ გუნდში, სადაც იგი პარტნიორობას ანდრეს ინიესტასა და სერხიო ბუსკეტს უწევს.

"ბარსელონა" კი თავის მხრივ გარანტიას შეიქმნის იმისა, რომ რაკიტიჩი გუნდში დიდხანს იასპარეზებს და ისეთივე სარფიან წინადადებას შესთავაზებს, როგორიც ლუკა მოდრიჩსა და ტონი კროსს აქვთ მადრიდის "რეალში".

თუმცა, რაკიტიჩს ალტერნატიული ვარიანტი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და სხვა კლუბების სახით ექნება. ჟოზე მოურინიომ ჯერ კიდევ ზაფხულში შესთავაზა ხორვატს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში და "ბარსელონას" დატოვების სანაცვლოდ მას კვირაში 192 ათას ევროს გადაუხდიდა ხელფასის სახით, მაგრამ "ბარსელონას" ფეხბურთელმა კლუბის დატოვება არ ისურვა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 ნოემბერი 2016 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Magari zgaprebi iwerebaa)))
0
№2
ავტორი: GeorgeBest
12 ნოემბერი 2016 18:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა ძაან არარეალურ ხალხზე იწერება

ნახევარდაცვის საუკეთესო ვარიატად ჩემთვის სულ ვერატი დარჩება. იმედია კონტე არ დაითრევს
1
№3
ავტორი: t123123
12 ნოემბერი 2016 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
აუუ მაგარი იქნებოდა
1
№4
ავტორი: - DAB -
12 ნოემბერი 2016 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ციტატა: გიორგი
რა ძაან არარეალურ ხალხზე იწერება

ნახევარდაცვის საუკეთესო ვარიატად ჩემთვის სულ ვერატი დარჩება. იმედია კონტე არ დაითრევს

თავიდან გრიზმანიც არარეალური მეგონა მარა ეს ისე ალაპარაკდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-
№5
ავტორი: dachi_mu
12 ნოემბერი 2016 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
amas biyidit,mere ketili feria mova da yvelafers mivigebt :)
0
№6
ავტორი: - DAB -
12 ნოემბერი 2016 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ციტატა: t123123
აუუ მაგარი იქნებოდა

ვის მაგივრად აყენებ ?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ -!- DanceDab -!-
№7
ავტორი: kantona-7
12 ნოემბერი 2016 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
სისულელეა გაახანგრძლივებს მაგიც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: gache1991
12 ნოემბერი 2016 23:03
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არც ვოცნებობთ დიდად:))ამის მაგივრად სიამოვნებით ნაინგოლანს დავითრევდი..არც უკეთეს გუნდში თამაშობს,არც უკეთეს ჩემპიონატში და არც უკეთესი ხელფასი ექნება რომაში...როგორ არ ჩალიჩობენ..
0
№9
ავტორი: Amiran Kervalishvili
13 ნოემბერი 2016 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ველაინი გვყავს და ეს რა ჩემ ფეხებად გვინდა. wink

შეიძლება ბევრმა იცოდეს მაგრამ ვინც არ იცის იმათ გასაგონად ვან გაალიმა თარჯიმნობიდან დააწინაურა და თავისი ასისტენტი გახადა.
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
13 ნოემბერი 2016 01:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ესეც კაი ჭორია :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top